Jun 10, 2008

მზის ნიჩვრიტოვანი ნათება

აგერ უკვე რა ხანია გაურკვევლობაში გახლავარ, სიახლეების რიდი მაქვს და გამოსავალსაც მასში ვეძებ, ახლის მეშინია - ძველი კი არ მშველის. თითქოს ყველას პირი აქვს შეკრული და მე მატყუებენ. რას მიმალავს ხალხი? საერთოდ აღარ მინდა აღარაფერიო ვამბობ მაგრამ ყველაფერი მინდა, ასე ერთ ადგილას ხომ ვერ გავიყინები, თან ისეთ ადგილას სადაც არ დამედგომება. სინათლემ რომ გზა უნდა გამინათოს, თვალს მჭრის და რამისაა გზასაც ავცდე. საუკეთესო გამოსავალს ვეძებ და უარესისკენ მივიწევ. სიმართლეს და ტყუილს ვეღარ ვარჩევ, აღარავის ვენდობი. ჩემი კრიტიკით სხვას თავი მოვაბეზრე, არადა თვითონ ჩემ თავს ვერაფერს ვშველი. არსებობს რო ისეთი ადამიანი ვისი ნდობაც ბოლომდე შეიძლება? ვის უნდა ვენდო საკუთარი თავის იმედი აღარ მაქვს.. ამაზეა ნათქვამი რა უნდა არ იცისო. ოხ ეს ასაკი რა..

1 Comment:

Anonymous said...

არავის ნდობა არ შეიძლება

იმიტომ, რომ არავინ ენდობა საკუთარ თავს

; )

და ვაბშე,რ ა საჭიროა ნდობა? ბედნიერებისთვის - სულაც არაა საჭირო :დ