Aug 3, 2008

პაპა პატრიოტი მყავს, ჩამოვედი

ჩამოვედი და მომესალმეთ! დამხვდით :) ისე დამხვდით როგორც ფრონტიდან დაბრუნებულ მომღიმარ ვაჟკაცს. აქაოდა გამომიშვესო და გამოქცეული რომ აღმოჩნდება :) როგორც რა, მართლა ფრონტიდან გამოვიქეცი. გუშინ და გუშინწინ ღამე სროლები ატყდა, დღე წყალი შეწყვიტეს და ხალხი გაიწვიეს. ცხინვალიდან ქალები და ბავშვები გაიყვანესო, სოფელში ხმა გავარდა. იქაური ბიჭი ყოფილა ჯარში კონტრაქტზე, სახლში დაურეკია მზადყოფნაზე ვართო. პაპა პატრიოტი მყავს, არაო მე აქედან ფეხს არ მოვიცვლიო, სროლებში ისმოდა მისი ხმა. სამ საათში დავითანხმეთ მთელი ამბების მერე, აქედან ზარები, იქედან სოფლის კაცების დარიგება და საბოლოოდ შემოვლითი გზით ჩამოვედი. ჯერ ბებიაჩემის სახლში ვიყავი, იქედან რომ აქ მოვედი გზაში სადღაც ჭას თავსახური ჰქონდა ახდილი, ხოიცით ქართველები მოწოდებით ბიზნესმენები ვართ. ხოდა ერთი საწყალი უგონოდ მთვრალი გამხდარი ბაბუ მოაბოტებდა ამ ხიდზე, უცებ ცალი ფეხით ჩავარდა ორმოში და ადგომა არც უცდია. გავაჩერეთ მანქანა და მივედით.. ვაიი.. ვაიიმე - იძახის საწყალი, - ამომიყვანეთ რა.. ამოვიყვანეთ და გვერდზე გადავსვით მეორეჯერ რომ არ ჩავარდნილიყო. არაფერი არ გამოიძახოთო. ნახევარი საათი იქ იჯდა, ბოლოს ადგა და ჩვენც წამოვედით..
მე მაინც ვცდილობ კარგ ხასიათზე ვიყო, ბევრი რამე მაქვს მოსაყოლი, იმედია არ დამეზარება :)

1 Comment:

sabaha said...

კეთილი იყოს შენი დაბრუნება :))
თუ ამას მობრძანებაზე ამბობენ? :))