Aug 16, 2008

ყელში მოწოლილი

ნელნელა გამოვდივარ ამ შთაბეჭდილებებიდან და აზრზე მოვდივარ, ახლა უკვე შემიძლია გადმოვცე ალბათ ჩემი ნააგვისტარი.
ჩვენს, ყველას თვალწინ ჩაიარა იმ დრომ როდესაც ოცდაოთხი საათი ტელევიზორს ვიყავით მიშტერებული და ინფორმაციაზე ვიყავით დამოკიდებული. რას ვიღებდით? ვხედავდით როგორ გამოდიოდა რკინის იაკობაშვილი და უემოციო და შეუდრეკელი სახით გვამცნობებდა რომ დაღუპულია ამდენი, დავკარგეთ ამდენი პოზიცია და ხაზს უსვამს რომ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. ვხედავთ იმ მსოფლიო საბჭოებს და თანასაძმაკაცოებს რომლებიც დიდი აღშფოთებით გმობენ რუსეთის აგრესიას და უჭერენ მხარს ჩვენს სუვერენიტეტს და კიდევ ათასი სირობა. აი მე ვსვავ კითხვას - შედეგი?! შედეგი ისაა რომ ახლა გორი და ცხინვალი მიწასთანაა გასწორებული. რუსები დადღლოფინენ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ უმოქმედობა გვკლავს. იქედან უნიტაზები გააქვთ, იქედან ახლებს გვიგზავნიან. მერე ისევ გააქვთ და ასე ამდიდრებს რუსეთს ამერიკა..
იქეთ გულისამაჩუყებელი მიტინგები ტარდება, წიპა აი ჩვენ რა მშვიდობიანები ვართ და ბომბებს გვესვრიან. მართლა ვერ გამიგია, რაში სჭირდებათ იმ ბლანძინკა ბოზისგაგდებულ რუსებს კბილის ჩოთქებს და სარეცხ პარაშოკებს რომ იპარავენ. მართალია, აგერ ეხლაც აჩვენეს ტელევიზორში რუსი რო ამბობს ბომჟები ვართო. ბომჟი კი არა ადამიანი რომაა იმაზეც მადლობა უნდა თქვა, მტრის ნაქონ ბატინკებს რო ჩაიცმევ და გახარებული ვიდეოზე გადაიღებ. ესეთ ხანიგებს როგორ უნდა დავუთმოთ ქვეყანა? არასდროს არ მომივიდოდა თავში რომ ჩემი ქვეყნის სიყვარული იქნებოდა ჩემში მაგრამ როცა ხედავ რო ტყეებსაც გიწვავენ, ხალხს გიტიტვლებენ და გიწამებენ, ყველა სკეპტიკოსი და ჰიბერთანამედროვე პოხუისტ-ათეისტიც ყელში მოწოლილი "თქვენი დედა მოვტყან" - ით უნდა იწითლებდეს თვალებს და პუტინის დედასთან ღამეს უნდა ნატრულობდეს. ასეც უნდა იყოს და ალბათ ასეც არის. ყველა დეზერტირ და გადამალულ ბიჭს საკუთარი გული უნდა აწუხებდეს რომ რუსებს ტვინში ტყვიას არ აჭედებს. და ყველაზე მეტად ვის ეშინია იცით? ამოჭენებული აზრები რომ აქვს წიპა ჩვენ დიდი ერი ვართ, დიდსულოვანი, ისტორია გვაქვს ჩვენ იმხელა და ჩვენთან რომ ვეფხისტყაოსანს წერდნენ ყველგან ველურები დარბოდნენო, აი ასეთი პატრიოტები გვყავს საქართველოში. ძიშოვკა და გამოსაჩენი. ძაღლი ბევრს რომ ყეფს არ იკბინებაო ყველამ იცით ალბათ და ზუსტადაც ეგრეა ჩვენი საქმე, ვინც თავს პატრიოტად ასაღებს ისაა ზუსტად მშიშარა. არ ვიცი რა ვთქვა, სიამოვნებით გავვარდებოდი მოსკოვში, ერთ ხელში უნიტაზი მეჭირებოდა და მეორეში იაძერნაია ბომბა...

1 Comment:

??????? said...

mec wamogyvebi ra...