Aug 27, 2008

Replay:

Sweety-ს დაწერილ სტატიას ვკითხულობდი ვიკიპედიაზე , ბლოგიო რა არისო ხოდა ძაან ცუდი და უცნაური შეგრძნება დამეუფლა ჯერ უსასრულო სურვილი რომ რაღაცა გამეკეთებინა და შემდეგ მომენტალური თვითშეფასება რომ ვერაფერსაც ვერ ვაკეთებ და ძაან მეოცნებე/ამბიციური ვარ. საბოლოო ჯამში გული ისე ცუდად გამიხდა თეთრი წამალი როა კაი გემოთი ის დავლიე..

Replay:

არ მეპარება თვალთახედვიდან მე განდიდება მწველი,
ვითომ მე რა ვარ?..
არც არაფერი.
ისევ დაიწყო უსურვებელი გრძნობების რთველი,
ვეპატიჟები?..
არადა ველი.
დაავადებად მომეფინა უსაზღვრო ველი,
ჩემი გრძნობების მტერი, უძინებელი..
არაფრის კეთება შემომეხვია ვითარცა გველი,
მგონია მინდა რომ შევქმნა მე ყველაფერი,
აზროვნებაში უხორცოდ დაძრწის ფიქრი ლამაზი,
სურს რომ იპოვოს სხეული მისივე ფერის.
ტკივილით ხედავს წყარო თეთრი, ანკარა წყლისა,
მთით დაშვებული ბარში ვერ ხედავს ის თავის მიზანს.

0 Comments: