Sep 1, 2008

ბლოგერების რიგით მეორე შეკრება, სადაც მეც ვიყავი.

ახლა დავბრუნდი :) ჰუუჰ მაგარია

დღეს ესე იგი, როგორც მოგეხსენებათ შედგა ბლოგერების რიგით მეორე შეკრება, სადაც მეც ვიყავი.
ნუ მოხიბლული ვარ ამ ადამიანების პირადად გაცნობით, განსაკუთრებით კი ქალბატონი მაოთი :)
შემდეგ, მინდა დავძინო რომ შეხვედრას ასეთს არ ველოდი, უფრო ცუდად სხვანაირი მეგონა. მაგრამ ძაან მაგარი გამოდგა და უაბშე მინდა ავღნიშნო რომ კმაყოფილი ვარ.

არა, კმაყოფილი ვარ კიარა

მაგარი იყოოოო!!! :D
ძაან მაგარი გართობა, თბილი ადამიანები და მროველი.
თავიდან მორიდებული ვიყავი, ბოლოშიც. მარა მერე უკვე შევეჩვიე ხალხს და ამ დროს მომიწია წამოსვლა..

ნუ წამოსვლას რაც შეეხება, არ მინდოდა მაგრამ სახლიდან დამირეკეს.. გვიანიაო და მოდიო..

საღამო მაგრა გავატარეთ, მალე სურათებსაც მომაწვდიან.
თავიდან სანამ მარი მოვიდოდა, მაკში შევიარე, ნაყინი ავიღე და გარეთ გამოვედი.
მერე ჰერიონი ვნახე, სადღაც დაძრომიალობდა. მარიმ ცოტა რო დააგვიანა მთელი რიგი ოპერაციების შემდეგ ჰერიონს გავაგებინე მისი ნომერი და დარეკა. მალე მოვალო მარიმ.

შემდეგ დიდი ჰაში, შპილერი და სვითი მოვიდნენ. ავიღეთ ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები და გზას გავუდექით.

იტალიურ ეზოში ძაან საინტერესო ხედი დამხვდა. ისეთი, აბსტრაქტული. გეგონება ეს სახლები დაიღალნენ პოზიორობით და თავის სილამაზეს ამ დაღლილობაში, ჩამოკიდულობაში ინახავენო. ცოტა ცუდად არიან მოქცეულები, საშიშად. რომ გადავიხედე დავიგრუზე.

შიგნით ერთობ საინტერესო ხალხი დამხვდა.

ჯოუქი

მოქორქიო, ჯარისკაცის ბენდენიანი ბიჭი. ბოხი ხმით და რაღაც მოჰოლივუდო გამოხედვებით. ძალიან დადებითი ტიპაჟი.

მაო.

არ მახსოვს ვინ თქვა, მაგრამ ამ სიტყვებს გავიმეორებ - ინტელექტუალური კომედიის მთავარი გმირი იქნებოდა ეს ადამიანი. დედას ვერ დაარქმევდი, მხიარული და ძალიან საინტერესო ადამიანი თანამედროვე პალიტრით დახატული ქცევებით. დედის მახასიათებლებით დანარჩენებისგან ვერ განასხვავებდი. ასევე, ძალიან საინტერესო იყო ოთახი, სადაც ჩვენ ვიჯექით. მე ასე მგონია რომ ოთახიც მისი მოწყობილი უნდა ყოფილიყო. მოკლედ რომ ვთქვათ გაკვირვებული ვარ ამ ქალბატონით.

ლიკა.

ქალბატონი წამყვანი. კაი ორატორი დადგება მისგან :) რომელიღაც პერსონაჟს მაგონებს, მაგრამ არ მახსენდება რომელს. რაღაც ქალი კრიმინალისტის შთაბეჭდილება დამრჩა :) დღის დიჯეი იყო, აი დაბ. ცენტრებში რო არის ხოლმე :D ასევე სასიამოვნო გოგო.

ჩორვენი.

ხოო, ეს გოგო თავიდან ნიკის მიხედვით რატომღაც კაცი მეგონა, მარა არც ვიცოდი რას ნიშნავდა მისი ნიკი. გადმოცემის თანახმად, ასტრიდ ლინდგრენის მოთხრობაში "ჩვენ ვართ დისტროფიკები" (თუ რაღაც ეგეთი), ყოფილა პერსონაჟი სახელად ჩორვენი. საყვარელი გოგო, რომელსაც ყავდა ძაღლი. ბავშვობაში მარის ძაან ყვარებია ეს პერსონაჟი და ამიტომ დაირქვა თურმე "ჩორვენი". ისე, დედამისს მე როგორც შევატყვე არ გავს, სხვანაირი ადამიანა. ერთ რამეში კი გავს, ისიც ძალიან კარგი პიროვნებაა.

შემდეგ დაგვემატნენ პოლსკი, ვანსებიანი ბოღმა ნინო, ენდი კაუFმანი და მროველი (გამვრცობელი ეპილატორთა და ჩაწოლილის გამსაღებელი) ასევე აივერსონი და ნინა.

მოკლედ We had fun ^^

13 Comments:

Sweet said...

|ჯოუქი

მოქორქიო, |

uiuiuiui, აი რატო ვკითხე ტელევიზიაში ხო არ მუშაობ მეთქი ჯასტ ქორქიას გავს )))))))))

Sweet said...

|ჩვენ ვართ დისტროფიკები"|

ლოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ

Lei'la said...

ფანი ვარ შენი და შენი ინტუიციის!!!!

მარიამ ბლანკი¹³ said...

გენაცვალე გიო!!

ძალიან მაგარი ხარ!! სუპერ!!!

Secrets said...

@le'la

aba me mkitxeet :))

@ჩორვენი

madloob :*

xoda, distropikebi kiara ra erqva im nacarmoebs? :))

Sweet said...

სალტკროკელები :))))))))

Jenny said...

რა მაგრა წერ :)) :up:

რამდენიმე დღის წინ ვკითხე ზუსტად მარის, sacromania ვისი ბლოგია თქო და აი გაგიცანი პირადად :D

Anonymous said...

მორჩი თქვენობით ლაპარაკს , ორი ვარ მრავლობითში მესაუბრები? : ))

Secrets said...

:D:D


kai mao, aci agar mogmartav tqvenobit :)

@sweety

iyos distropikebi ufro magari sityvaa :P

ბოღმა ნანა said...

ჯერ ეს ერთი, ვანსებიანი მე ვიყავი :))))


მეორეც, მაგარი კაცი ხარ :))

და მესამეც

”თბილი ადამიანები და მროველი”

=))))))))))))))))))))))))))))

Joseph said...

xxxxxxxxxm. moqorqioo da es yvelaferi bendenis gamoisobit?! (nawyengabrazebulkaeshanshemomwvarismailiki)

Sweet said...

ჩემი მაგარი კაციიი!!!! აბა რო იძახოდი არავინ მიკომენტებსო ხო ხედავ ახლა რამდენს უყვარხარ ? ^_^

Secrets said...

^^ au magaria e



:*