Nov 3, 2008

ფესვები.

მოკლედ ეს თემა უნდა ჩავაბარო ხვალე, თავისუფალი იყო და ფესვები ერქვა.

რავიცი, მე ესე დავწერე.

ყველას თავისი ფესვი აქვს, ყველა ფესვს თავისი ნიადაგი სჭირდება და საუბედუროდ ყველა ხე ვერ იკიდებს ფესვს იმ ადგილას სადაც იგი აღმოცენდება. საზოგადოდ, ფესვებს სამშობლოს ისტორიასთან აიგივებენ ხოლმე, რომ კაცს თავისი ფესვი უნდა ახსოვდეს. ერთის მხრივ კი ასეა:
ერთ დროს, იმ ადგილას სადაც ახლა სარეველებით სავსე უხარებო მიწაა, დიდი, ლამაზი და სუფთა ტყე ყოფილიყო. ნაძვიდან ნაძვზე გადასკუპტებოდა ჩიტი, წიყვი მოსაზამთრებელს აგროვებდა და მგელიც სნეულ ირემს დასდევდა. ერთი სიტყვით, ყველაფერი საათივით იყო - ბუჩქი სიდაბლით ამაყობდა, ნაძვი სიმაღლით.
ერთ დღესაც, მშიერმა მგელმა მსუნაგობა გამოიჩინა და მხოლოდ სნეულ შველს არ დასჯერდა. მგელმა მგელი ცნო მტრად - ირემმა თავის შველა იწყო და ძმა სულ დაივიწყა. ერთი მგელი რომ გაძღებოდა მეორეს არ უშვებდა საქონელთან:
-რას შვრები, ამ ტყის შვილი არა ხარ, როგორ იმეტებ თანამემამულეს და მეალაგესო.
გულში კი ყველა მგელს ერთი რამ ედო - გამძღარიყო და თავი ესიამოვნებინა.
ირემიც გარბოდა, თუკი წინ მყოფს დაეწეოდა რქებით დააჩოქებდა, აქაო და გადავასწრებო. შემდეგში კი თავისივე ნაჯაბნი გამოედებოდა ფეხებში - მე თუ ვერ ვიცოცხლებ შენც არ გაცოცხლებო.
ამოწყდა ირემი.
მგელმა მუცელი ის-ის იყო მოივსო რომ გაღორებულს ისევ შიმშილმა შეაწუხა. არავინ არავისკენ იყო, ყველას ერთი მიზანიღ ჰქონდა - გადარჩენა. დაიწყო მგელმა მგლის ჭამა, ერთობა და ხის მჭრელები ვიღას ახსოვდა, ვინ იცავდა?
ძმამ ძმა ჭამა;
ამოწყდა მგელიც, მგოსნებიღა დასტიროდნენ ყოფილ სიცოცხლეს, დიდებას იხსენებდნენ და გლოვობდნენ.
გვერდზევე სოფელი იყო, დიდი სოფელი. თან განა ერთი? უამრავი ცუდის მოსურნე იყო ტყის გარშემო. ხმაც უცებ გავარდა ტყის ბინადართა გმირობის შესახებ. ტყის მჭრელები უცებ შეესივნენ ცარიელ და უპატრონო ტყეს. მზარდი ხეები, რომლებსაც ფესვებში ჰქონდათ ჩაქსოვილი ტყის ისტორია, ძირშივე მოჭრეს. მგოსნები ცოტა ხნით მაღლა დარჩნენ, შემდეგ კი რადგან ხის ღერო და მომავალი აღარა ჰქონდათ, მოჭრილ ხეებს ფესვ-კუნძზე დაასხდნენ და მათზე დაიწყეს გალობა. გარშემო რაც სარგებელი იყო, უცხო ხის მჭრელებმა დაისაკუთრეს. ტყის დიდებიდან მხოლოდ კუნძ-ფესვეულობა და მათი მაქებარი ჩიტებიღა დარჩნენ.
სარეველამ იპყრო უმალ ველი;
მიწაც გაუქნელდა;
უჩრდილობისა და უარსებობის გამო არცერთი ცხოველი არ მიდის იმ ადგილას, რადგან ზომა იციან და ფასი.
ახლა კი, იმ საოცარ შემთხვევაშიც თუმც პატარა ატმის ხე ამოვიდეს გამვლელის ნასროლი კურკიდან, სარეველები უსპობენ ნიადაგს და ზედვე იკლავენ.
კუნძიც დალპა, ჩიტები ჯერ ისევ გალობენ ძველ დიდებაზე და ფესვებზე. და თუკი ვინმე ამოსულს გაუმართლა, ვინმემ კარგ მიწაში გადარგო საცა გაიხარებს, აიფოფხრებიან, აჩხავდებიან, კუნძიდან იმ ადგილზე აფრინდებიან სადამდეც მოჭრილი ხეები გაიზრდებოდნენ და იჩხავლებდნენ გადარგული ხის გასაგონად: ”ფესვები! ფესვები! აქ არის შენი ფესვები უნამუსო!”

5 Comments:

Sweet said...

ძალიან მაგარია და ძალიან ალეგორიული.
მაინტერესებს რას გეტყვიან სკოლაში. აუცილებლად დაწერე ;)



რახან სკოლისთვის გინდა შეცდომებსაც გაგისწორებ.

შეცდომაა: გადასკუპტებოდა, წიყვი.
სწორია: გადასკუპდებოდა, ციყვი.

ქეთი said...

საინტერესო ინტერპრეტაცია იყო :)

Secrets said...
This comment has been removed by the author.
Secrets said...

@მარი

მადლობ :) :2კისს: შევეცადე ისეთი ალეგორიით დამეწერა რო მასწავლებელი გაგების ხასიათზე თუ არ გამოდგება ვერ გაიგოს :)

@ქეთი

ინტერპრეტაცია? :) რისი?



პ.ს. ჩავხედე მარ და რვეულში ”დ” თი მიწერია :)

მარიამ ბლანკი¹³ said...

ვერყ ინწერესინგ