Mar 27, 2009

ჩემი სკამი ხმაურობს :o

ის სკამი, რომელზეც აგერ უკვე რამდენი ხანია ვზივარ და ვბლოგერობ, ვპოსტავ, ვჩათაობ, მოკლედ რომელიც საერო სამსახურშია უკვე აგერ რამდენი წელია, აღმოჩნდა რომ ჩხიკვინებს!

ადრეც შევამჩნიე მაგვარ საქციელში, მაგრამ მაშინ რაღაც არათანაბრად ჩხიკვინებდა, მეთქი ან წებო ტკაცუნობს, ან ჭრიალებს. ხოდა დღეს კარგად დავუგდე ყური, და აი მისაყუდებლის უკიდურესი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი წერტილიდან გამოდის თანაბარი ხერხვის ხმა, დროის ინტერვალით!

ჩემი ბრალი ხოარაა თქო, ავდექი სკამიდან და ისე დავუგდე ყური, არ გაჩერებულა. ესე - ჩხკ ჩხკ ჩხკ... ჩხკ ჩხკ ჩხკ... და ესე იმენა თანაბრად, აშკარა ხერხვის ხმა ისმის. თან ძაან მოშნი ხმაა, ერთი მეტრის რადიუსზე ისმის, ყურს რო მიადებ ხო ვაბშე გეგონება ეხა გადმომახტება იქიდან დინოზავრი ან ეხაო.

რა ჭირს ჩემს სკამს? სტუმრები ყავს? :( მიშველეთ!! 

1 Comment:

qishmish said...

გაბურღე ჩილაია და ნახავ :D