May 6, 2009

მულტიპლიკაციური ნოსტალგია

რა არის თანამედროვე მულტფილმი? მდარე, გაცვეთილი იუმორი, 3 განზომილება, ჰეფი ენდი, რობოტები, ომი, ძალადობა... 

რა იყო იქამდე? რა შეიცვალა? 

იყო პოზიტივი, ინოვაციური იუმორი, საყვარელი პერსონაჟები, სიმპატია... მოდით გავიხსენოთ 1992-2005 წლების მულტფილმები, რომლებიც დღეს უკვე სუპერ-რობოტებმა და ძალადობით თუ ”პახაბნობით” გაჯერებულმა სამგანზომილებიანმა უაზრობებმა შეცვალეს.

ქალბატონებო და ბატონებო, Cartoon Network 1992-2005 Presents.

The Top Cat. 

მახსოვს რომ მაშინ სხვა მულტფილმები მერჩივნა, მაგრამ ახლა რომ ვიხსენებ ძალიან მენატრება. საუბედუროდ მალევე ამოიღეს ეთერიდან და პირველი ნაბიჯები გადადგეს თავიანთ нет Work ის ჩამოყალიბებაში.

Intro:


Wacky Races

ჩემი ერთერთი საყვარელი მულტფილმი, რომელსაც დიდი ხანია დავემშვიდობეთ. მთავარი პერსონაჟის - Muttleyს სიცილი მაგრა მიყვარდა. ღრმა ბავშვობიდან მიყვარს თავისებური პერსონაჟები ერთად რომ არიან შეკრებილი ხოლმე, მაგალითად ყველა სუპერგმირი ერთად - ჩემთვის ასეთი კინო ძალიან მაგარია მიუხედავად პრიმიტიულობის და მაგვარი სისუსტეებისა. მოკლედ, უაქი რეისერს!


The Atom Ant

მახსოვს, ეს მულტფილმი იშვიათად გადიოდა და დიდი ბედნიერება იყო თუ ვნახავდი. ეს მულტფილმი ამ არხზე სუპერ-ძალების საწყისი იყო. ჭიანჭველა სუპერგმირი და იმ იუმორის პირველი ეტაპი რომელიც დღეს რეკლამებშიც კი გვესმის. 


Hong Kong Phooey

ამ მულტფილმის განსაკუთრებულად მუსიკა მიყვარს, მე რომ ვუყურებდი ჰონგ კონგ ფჰუი-ც ცოტაღა იყო შემორჩენილი და მალე ამოიღეს კიდეც. ადრე ვეძებდი კიდეც ამ მულტფილმს მაგრამ ვერაფერი ვიპოვე. ახლა რაღაც სერიები არის, Related Videos-ში შეგიძლიათ ნახოთ. ეს განსაკუთრებით ნოსტალგიური ანიმაციაა ჩემთვის, რატო არ ვიცი <3..>

Yogi Bear

აუჰ ცუდად ვარ :( ბავშვობა მინდა. მამა-შვილი დათვები, შინაარსი ნაკლებად მახსოვს, უბრალოდ უშველებელი ნოსტალგია :( 


Pink Panther

ვარდისფერი პანტერა გაცილებით უფრო ძველი მულტფილმია, მაგრამ მახსოვს ჩემს დროსაც გადიოდა ხოლმე აქა-იქ. შემოვიდოდა დიდცხვირა კაცი ყველაფერს თეთრად შეღებავდა. მერე შემოვიდოდა ვარდისფერი პანტერა და ყველაფერს ვარდისფრად. ხან რითი ღებავდნენ, ხან რითი. ეეჰ, სტარიე დობრიე ვრემენა.. 


ახლა კი, კომენტარის გარეშე და უსაზღვრო ნოსტალგიით დანარჩენი მულტფილმები:

                                                      
                                                            The Flintstones                                                            

  

Senor Droopy

Scooby Doo!

The Jetsons.

Dexter's Lab. (ესეც ამოიღეს :( )

Powerpuff Girls (Old Ones...)


The Addams Family


Hucklberry Hound

R.I.P კარგო ანიმაციებო!

Thank you Hanna-Barbera!!!


7 Comments:

Mixeila said...

ბავშვობაა :( ეხხხხხ ის სუნისებრი აურა :

nino said...

აუუუუუუუუ, როგორ მომნატრებია მეეც :( ძალიან მაგარი მულწიკები იყო ყველაა :( საღოლ :)

Anonymous said...

ვერ დაგეთანხმები, რომ ძველი საყავრელი მულტფილმები ეხლა რაიმე "პახბანი" ანიმაციებითაა შეცვლილი. დროის ცვლასთან ერთდ რათქმაუნდა კომპიუტერულმა ანიმაციამ ჩაანაცვლა ნახატი ფილმი, მაგრამ მულტფილმი მულტფილმად დარჩა. Ratatouile-ც მულტია და ალადინიც, Finding nemo-ც და lion king-იც.

Secrets said...

@Leonard Shelby

ქართუნ ნეთვორქის მულტებზე მაქვს ლაპარაკი :)

Anonymous said...

დღეს ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი, დღეს საშინელი დღე იყო და დღეს... მოკლედ დღეს გადავეშვი უსასრულო ტყლაპოში სადაც ფეხებს და ხელებს ვერ ვანძრევდი მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა მაინც ბედნიერი ვარ რადგან ჩემთანაა გიოს ბლოგი. მაგრად გავერთე. სახელს არ დავწერ რაა

Unknown said...

მულტფილმებიი.
ჩემი სუსტი წერტილია.
ისევ მიყვარს (inlove)

Anonymous said...

ravi, ase ambobs ar gadavdgebio da riavci..........

(......) xelmoceraa ;)