Jun 7, 2009

მულტიპლიკაციური ნოსტალგია II

  ცოტა ხნის წინ ბლოგზე დავპოსტე Cartoon Network-ის ძველი მულტფილმები, რომლებიც ყველა ჩემხელას ან ჩემზე დიდს ახსოვს. 

დღეს შემოგთავაზებთ ძველ ანიმაციურ ფილმებს, რომლებიც ყველას ძალიან გვიყვარდა.

1. Visioneries:

ეს მულტფილმი არ მახსოვდა, ერთერთ ფორუმზე ვნახე ინტრო და ძველი დრო გამახსენდა. ძალიან, ძალიან მიყვარდა ეს ხალხი, ’მუცელში რომ არსებები ჰყავდათ ჩასახლებული’ და დიდი დროშის მაგვარი, ოთხკუთხედთავიანი ჯოხები ეჭირათ. ჩემი ერთერთი საყვარელი მულტფილმი იყო :(


2. Beast Wars

ტარანტულო! აბობოქრდი! 

3D ანიმაციები მაშინ რაღაც არარეალური იყო, გამოქლიავებული უყურებდა ხოლმე ყველა. და, რა თქმა უნდა, ორი დასამახსოვრებელი ფრაზა - ტარანტულო! აბობოქრდი! & კინგ-კონგ, გაძლიერდი! მახსოვს, ბოროტები აბობოქრდის ამბობდნენ ხოლმე, კეთილები ’გაძლიერდის’.
შვიდის ნახევარზე იწყებოდა ხოლმე, 6 საათიანი კურიერის შემდეგ :)) და ყველაზე მაგრა ასწორებდა ვიღაცა ახალი როჟა რო გაეძრობოდა, ერთხელ თეთრი ვეფხვი გაეძრო მახსოვს :D 


3.ვარვარ კონანი

ეს მაგარი კაცი  ვის ახსოვს? ხვლიკებს რომ ეომებოდა ხოლმე და ”იმ შუქზე” უშვებდა :დ 
ფარიდან გამოფრინდებოდა ხოლმე რაღაც ფრინველი და ეხმარებოდა ომში. აქ ერთი გოგო იყო ის მევასებოდა :დ 


3. პაპირუსის თავგადასავალი

ო, სეტ! ომბოსის მბრძანებელო!  <- დაუვიწყარი სიტყვები :D ნორმალურ ენაზე ვერ ვიშოვე :(

საუნდტრეკი <3


აბა, კიდე ვის რა გახსოვთ? :) გრენდაიზერი  ვიცი რო გახსოვთ :დ

4 Comments:

Anonymous said...

auuuu.....kinagam tirili davicyeee...magrad momnatrebia.....

qishmish said...

konani da papirusi miyvars dzaan exlac :D

Mixeila said...

აუუუ კონანის კასეტა მაქქ!!! მეტირება იმენა მომენატრა ბავშობის სუნის აურა :D იმ კონანის მფრინველს ერქვა მიდლი მგონი, ბროწეულები უყვარდა, და კონანს ხმალი ვარსკვლავური ქვისგან თუ რაღაცისგან ქონდა დამზადებული!!!

Anonymous said...

კონანის კასეტა მეც მაქვს =პ~

კუნინძებიმისწორებდა კიდე
ჩექმებიანი კატა და ბრემენელი მუსიკოსები (H)