Jul 3, 2009

Yes man!

დღეს კუს ტბაზე ვიყავით 5 მეგობარი, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა პროსტა 1 წყალში ჩამიყვანეს დიდი თხოვნის მერე და მაგარი სლეობა იყო.

ყველაზე საინტერესო წამოსვლისას დაიწყო, გზაზე რომ მოვდიოდით გივიკო მანქანებს ხელებს უქნევდა, გააჩერეთ გააჩერეთო. ჩემი რეჩები წიპა ”ოო გაჩე რაა” ”ნუ უქნევ” და მაგვარი სიტყვები. მიტყდებოდა მაგრამ თავში მიტრიალებდა აზრი რო მინდოდა გაბედული გავმხდარიყავი ოდნავ მაინც, და ”იეს” მეთქვა ცოტა ხნით.

ხოდა, კი მიტყდებოდა მაგრამ დიდი ქნევების მერე ერთმა გოლფმა გაგვიჩერა და იქიდან ბიჭმა თავი გადმოყო. ამ დროს გამიტყდა, სხვებსაც. გივიკომ უთხრა, იყოს, ბევრნი ვართ და ვერ ჩავეტევითო. იმ ბიჭმა ვინც ჩაეტევით ჩაჯექითო. შევხედე გივიკოს და წამო მეთქი ვუთხარი. ჩავჯექით.
     რა სისწრაფით გვატარებდა ვერ აღვწერ, მოსახვევებში სიჩქარეს არ აგდებდა, უმატებდა მგონი. ჩვენი გამოცდა უნდოდა ალბათ ან რამე ეგეთი მაგრამ მე პირიქით მსიამოვნებდა :)) ხოოდა, რომ ჩავედით ქუჩაზე ჩამოგვსვა, მერე ვიარეთ ცოტა კიდე, და ვაკის პარკის ასახვევთან მოვხვდით. გადავჭერით გზა და მარშუტკა გავაჩერეთ. მართალია ფული არ მქონდა, მაგრამ გივიკო უკვე იქაც მიმათრევდა და ფეხზე მეკიდა გადავაგდებდით თუ არა :))

უნდა ჩავმჯდარიყავი და ჩემი დეიდაშვილის ხმა გავიგე, გადავკოცნე რამე რუმე დიდი ხანია არ მყავდა ნანახი. მოვუყევი ჩამოსვლის ამბავი და გაეცინა, მერე მოიცა ტაქსში ჩაგსვავთო, გაგვიჩერა ტაქსი და გამომიშვა სახლში.

ასე რომ, YES MAN! :D

ამ კინოშიც ხომ ასეა, გაბედე და ყველაფერი კარგად იქნებაო :)

თითქოს გაუბედავი არაფერი, მაგრამ მაინც მაგრად მესიამოვნა.


6 Comments:

TaoTao said...

mag wyalSi ra gindoda???
mand xom bayayebi mixaven!!!

:P :* rogor gakoco exla raa....

komisia said...

აუ მაგარი ფილმია ეგ :)
და ბევრჯერაც მოვქცეულვარ ეგრე :D
დევიზი: რაც არ უნდა იყოს, ხვალ დილამდე მაინც მიაღწევ ცოცხალი, მერე კი ახლიდან დაიწყებ ყველაფერს.

Kate said...

კარგი ფილმია???

Secrets said...

@kate87394723984632

Yes man! :D

Khatia Caroline said...

samsaxushi ar damainstalirebineben qarTul Srifts, ok ? :)

damaviwyda ra unda damewera amden nerviulobashi :))) ;)

Anonymous said...

კარგი კინოა ეს ნამდვილაად :)