Aug 3, 2009

ბნელდება

სახალხოდაც ისმის ის ხმა

სიცრუის ხე ბევრს რომ ისხამს

რომ ბნელდება დილას, სისხამს

ვინმე წყალს თუ გადაისხამს?

ისმის ფრაზა, სულელური

შემდეგ ტაში - სულ ველური

ატყუებენ, აბოლებენ

ფრაზებია ბანალური

ტყუილია გარეული

მასში ყველა გარეული

საღი აზრი სადღა არის

სადღაც გაქრა ის ეული

შავი ყველას რომ ედება

ბრბო რომ სიკვდილს თავს აბარებს

სისხამ დილით რომ ბნელდება 

ნუთუ ვინმეს ადარდებს?

გზას უთმობენ მწიფე ტყუილს

თქვეს რომ გემრიელია

მისი გემოს მოტრფიალე

ნუთუ მთელი ერია?

ბრაზის ეფექტი 

კარგად მოქმედებს ღრუბლის ზომაზე

და ცრუ ბერეტი

პოლიტიკურად ხელობს ვნებაზე

ეგზომ პერფექტოს

გაღორებულნი საუბრობენ ხელოვნებაზე

საქმის პრეფექტოს

ვის ჭირდება კაცი ფხიზელი

კვამლია მხოლოდ

და არ-ნათება ცეცხლი დიზელის

ნურავინ გლოვობთ

თქვენ ხომ გძინავთ და წინ გაქვთ ის ოქროობა

ჯერ რომ ვერ ჰპოობთ

ქრონიკულია ნუთუ ბრბოობა

სიმართლის კენკრა მრცხვენია რომ ვჭამო მარტომ

რა სიბნელეა? როდემდე? რატომ?

ხალხო, ნელა

ქალაქში ბნელა

თვალახვეულნი ატარებენ ტყუილმობილებს

თუ დაეჯახა ტყუილმობილი

ჭეშმარიტებას დაიმორჩილებს

ხალხნო, ტყუილი ისმის ყოველგან

გაბოლებს მამა, დედა, კოლეგა

ტელევიზორში გვესმის იდეა

ახალი შვების, რევოლუციის

ცხოვრების სადაც არ ჩანს კიდენი

ვგრძნობ მე ამ სურნელს, სიცრუის ცივის

აგერ - გავაძღეთ! ახლა გავუშვათ უკან ვარდებით

ღორები აღარ, გოჭების დროა დასაზარდების

მუცლიდან მოდის ეს საერბერო დიდი დარდები

ბოლოს ყველანი ტყუილის ხევში გადავვარდებით.

Only after 2 hours I miss Summer Camp!