May 27, 2009

ნოდარი

აჰა თქვენ ნოდარი



May 26, 2009

ორაზროვნად.

კარგი დაბადების დღის წვეულება ის არის, ბევრი რომ შეგეწყობა ძალიან... ნუ, მეგობრულად.

როგორც გინდათ ისე გაიგეთ

©ის 1/2  გაგა.

May 23, 2009

სკაიტუსი.

სუპერმენია რა  რას არ მოიგონებს ვაჟკაცი კაცის ტვინი.. 

აქეთ კუტოკში სხედან კაი ბიჭები პლანი ბოლავს და ბზრიალებს ბაიანები
იქით კუტოკში მიდის თუხთუხი ლამბადას ცეკვავს ბლატნოი პეტუხი (music)

May 19, 2009

სკაიპის ლოგო - კრეატივი.

    მოგესალმებით და წარმოგიდგენთ სკაიპის ლოგოებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ გავაკეთე ფოტოშოპში :) 

Skype აქუ

Skyderman

 

Skuperman

ვებერთელა

 

სიფრთხილე


ყლეო

ჩემი ქალაქის მეეზოვე

Skype ლოთი

თითი

Skype იმო

თუ ბი ქონთინიუდ.

May 12, 2009

ნივთები

გარეთ წვიმდა, ციოდა...
ციდან ფენი ცვიოდა.
ტანწერწეტა რვეული
ხიდზე გადადიოდა.

სახლში უთო დარბოდა,
ვაზა ლექსებს ამბობდა.
და სარეცხის მანქანა
კიპიწელნიკს ართობდა.

მაცივარი ტაფაზე
რძის ყინულებს ალღობდა.
იქვე მიკროვანოვკა
საგალობელს გალობდა.

შავი ტყავის ტროიკა
ტუალეტთან ომობდა.
და ფეხსაცმლის კარადა
ჩუმად მანტიორობდა..

May 10, 2009

”რა დევს მაგიდაზე?” - ახალი თამაში!

მოგესალმებით
ამ თამაშში წესები მარტივია - მე ვასახელებ ორ სიტყვას, ხოლო თქვენ პოულობთ დამაკავშირებელ სიტყვას მათ შორის, რომელიც აბავს ამ ორ სიტყვას შინაარსით.

მაგ:
თაგვი [X] ძაღლი. პასუხია კატა - თაგვი < კატა < ძაღლი.


პასუხამდე მისვლა შესაძლოა ნებისმიერი კავშირით, რომელიც თავში მოგივა. X სიტყვა უნდა გამომდინარეობდეს მისი მარცხენა და მარჯვენა სიტყვებისგან. არ აქვს მნიშვნელობა რა კავშირს ხედავ - შეცდომის გაპარვას შემდეგ ეტაპზე დაინახავ.

დასახელებული სწორი პასუხები უკვე თამაშში ერთვებიან ერთმანეთს შორის.

მაგ:

1. თაგვი [კატა] ძაღლი. \
ძაფის გორგალი.
2. ობობა [ქსოვა] ბებო. /

შეგახსენებ, 8 კითხვიდან 2 წყვილი კითხვა გრჩება, შემდეგ 2 წყვილი სიტყვა ანუ 2 კითხვა და საბოლოოდ 1, ფინალური კითხვა.

ასევე, არაა აუცილებელი ის, რაც მაგიდაზე დევს რეალურად ეტეოდეს ან თავსდებოდეს მაგიდაზე :) შეიძლება მაგიდაზე ზმნაც კი იდოს, ამიტომ ამითი ნუ დაიბნევით!

ასეთი პრინციპით, თუ პირველ ტურში 8 კითხვა იქნა დასმული, მეორე ტურში 4 ჯაჭვზე მოგიწევთ პასუხის გაცემა, შემდეგ ორზე და საბოლოოდ მიიღებთ პასუხს, თუ რა დევს მაგიდაზე!

მაშ, დავიწყოთ! პირველი ტური.

  1. ხელჯოხი [X] ძაღლი
  2. წერტილი და ტირე [X] საიდუმლო სამსახური
  3. წინასაგამოცდო მაგალითი [X] ფიტნეს კლუბი
  4. აბრეშუმი [X] კანი
  5. სარეცხი [X] ’კატოკი’
  6. დედაქალაქი [X] საზღვარი
  7. იგავი [X] დევი
  8. არსებული [X] ნამდვილი



May 6, 2009

მულტიპლიკაციური ნოსტალგია

რა არის თანამედროვე მულტფილმი? მდარე, გაცვეთილი იუმორი, 3 განზომილება, ჰეფი ენდი, რობოტები, ომი, ძალადობა... 

რა იყო იქამდე? რა შეიცვალა? 

იყო პოზიტივი, ინოვაციური იუმორი, საყვარელი პერსონაჟები, სიმპატია... მოდით გავიხსენოთ 1992-2005 წლების მულტფილმები, რომლებიც დღეს უკვე სუპერ-რობოტებმა და ძალადობით თუ ”პახაბნობით” გაჯერებულმა სამგანზომილებიანმა უაზრობებმა შეცვალეს.

ქალბატონებო და ბატონებო, Cartoon Network 1992-2005 Presents.

The Top Cat. 

მახსოვს რომ მაშინ სხვა მულტფილმები მერჩივნა, მაგრამ ახლა რომ ვიხსენებ ძალიან მენატრება. საუბედუროდ მალევე ამოიღეს ეთერიდან და პირველი ნაბიჯები გადადგეს თავიანთ нет Work ის ჩამოყალიბებაში.

Intro:


Wacky Races

ჩემი ერთერთი საყვარელი მულტფილმი, რომელსაც დიდი ხანია დავემშვიდობეთ. მთავარი პერსონაჟის - Muttleyს სიცილი მაგრა მიყვარდა. ღრმა ბავშვობიდან მიყვარს თავისებური პერსონაჟები ერთად რომ არიან შეკრებილი ხოლმე, მაგალითად ყველა სუპერგმირი ერთად - ჩემთვის ასეთი კინო ძალიან მაგარია მიუხედავად პრიმიტიულობის და მაგვარი სისუსტეებისა. მოკლედ, უაქი რეისერს!


The Atom Ant

მახსოვს, ეს მულტფილმი იშვიათად გადიოდა და დიდი ბედნიერება იყო თუ ვნახავდი. ეს მულტფილმი ამ არხზე სუპერ-ძალების საწყისი იყო. ჭიანჭველა სუპერგმირი და იმ იუმორის პირველი ეტაპი რომელიც დღეს რეკლამებშიც კი გვესმის. 


Hong Kong Phooey

ამ მულტფილმის განსაკუთრებულად მუსიკა მიყვარს, მე რომ ვუყურებდი ჰონგ კონგ ფჰუი-ც ცოტაღა იყო შემორჩენილი და მალე ამოიღეს კიდეც. ადრე ვეძებდი კიდეც ამ მულტფილმს მაგრამ ვერაფერი ვიპოვე. ახლა რაღაც სერიები არის, Related Videos-ში შეგიძლიათ ნახოთ. ეს განსაკუთრებით ნოსტალგიური ანიმაციაა ჩემთვის, რატო არ ვიცი <3..>

Yogi Bear

აუჰ ცუდად ვარ :( ბავშვობა მინდა. მამა-შვილი დათვები, შინაარსი ნაკლებად მახსოვს, უბრალოდ უშველებელი ნოსტალგია :( 


Pink Panther

ვარდისფერი პანტერა გაცილებით უფრო ძველი მულტფილმია, მაგრამ მახსოვს ჩემს დროსაც გადიოდა ხოლმე აქა-იქ. შემოვიდოდა დიდცხვირა კაცი ყველაფერს თეთრად შეღებავდა. მერე შემოვიდოდა ვარდისფერი პანტერა და ყველაფერს ვარდისფრად. ხან რითი ღებავდნენ, ხან რითი. ეეჰ, სტარიე დობრიე ვრემენა.. 


ახლა კი, კომენტარის გარეშე და უსაზღვრო ნოსტალგიით დანარჩენი მულტფილმები:

                                                      
                                                            The Flintstones                                                            

  

Senor Droopy

Scooby Doo!

The Jetsons.

Dexter's Lab. (ესეც ამოიღეს :( )

Powerpuff Girls (Old Ones...)


The Addams Family


Hucklberry Hound

R.I.P კარგო ანიმაციებო!

Thank you Hanna-Barbera!!!


May 3, 2009

Spelling

ამ პოსტში წარმოგიდგენთ ცნობილი სახელების, ტერმინების დევიზების და სლოგანების რეალურ ვერსიას, რომელიც ინდონეზიის საიდუმლო სპეც სამსახურმა საიმედოდ გადამალა:

ინგლისური ვარიანტი:

Yahoo - Yummy Athlets Having Orgasm Online.

Skype - Sky Pee.

Google - (to) Go Ugly [goagli].

Youtube - You! Try Using Bed Earlier.

FaceBook - Face's Blown Off? OK!

Wordpress - Words Pushing Readers to Exact Sin - Suicide.

Blog - Being Lovely One-eyed Gay.

L G  - Love Goats.

Adobe - American Deity - Oracle Banishing Everest

Pad - Posting Absurd Daily.

Apple - After Paying People Live Enraged.

Mac - Most Aromatic Crap.

 Coke - Crap, Onion, Kickshaw & Elephant.

Tide - The Ideal Dirtyness Ever.

Condom - Contraceptive Demon Owning Malaysians.

Boy-Band - Boys Butts After Negative Day.

Post - Publish Ordinary Sucking Trash.

Crop on rock - Cock on rope  

Save Now - Nave Saw 

Twitter - ტვირთერ - Wet tit

Snickers -  Sick earth 

Option - ოF  შენი - Potion - ფუ შენ!

Sign Out - საინა, უთო - Sing Out 


ქართული მერე იყოს ბრაცი :)

May 1, 2009

უტვირთობისგან განტვირთვა

ჩრდილოეთ მოლტონში წვიმდა ისევ, რაღათქმაუნდა.. 

გონება გადაკაწრა ცნობისმოყვარეობამ და წავიდა

 ’ჰეი შარლოტ ჰეი შარლოტ 
  ცა ხომ ისევ ლურჯია
  მზემ სხივები დედამიწას
  ხელით გადაურჩია
  ჰეი შარლოტ ჩემო შარლოტ
  ნუ ჩამოგტირის სახე
  ცა რომ ისევ ლურჯია
  ყველას დაანახე
 ჰეი შარლოტ ჰეი შარლოტ
 ცა ჯერ ისევ ლურჯია’

არადა მინორს ვერასდროს ვერ ვიტანდი, ზოგადად.

ჩვენთვის, ამპარტავნებისთვის ხომ უნდა არსებობდეს გზა გამოხატო ემოცია, რომელიც გინდა რომ გქონდეს და ერთის მხრივ იქცეს კალმის მელნად?

’ჰეი შარლოტ ჰეი შარლოტ
 რატომ გიტირის თვალები
 ჰეი შარლოტ, შენ მაინც იცი 
 მზის სხივებს ვერსად დაემალები
 ჰეი შარლოტ ჰეი შარლოტ
 მიზეზს ნუ ეძებ შენ ყველაფერში!
 ჰეი შარლოტ,  ვუსმენთ ნაამბობს
 მსოფლიოს დავხატავ შენთვის ორ ფერში...
 ჰეი შარლოტ, ნუთუ არ გესმის ჩემი ძახილი
 მგელზე შებმული ვის უნახია სწრაფი მარხილი
 ჰეი შარლოტ,  ვინც ხმას არ იღებს ნუთუ შენთვის ყველა მუნჯია?
 ჰეი შარლოტ, არ დაივიწყო რომ  შენთვის  ეს ცა ჯერ ისევ ლურჯია...’

წვიმდა ჩრდილოეთ მოლტონში, მაგრამ არა ჩემთან.