Mar 27, 2010

გვკრიზისს ©


გამარჯობა, ერთგულო მკითხველო. [შეგნებულად მხოლობით რიცხვში]

ძალიანაც რომ გაურკვევლობაში ვარ მოხვედრილი.

წინასწარ გაფრთხილებთ, ვისაც რამის კონკრეტულად გაგება უნდა - სხვაგან მოხვდით.

პრობლემა - პრობლემაზე, გაურკვევლობა გაურკვევლობაზე ლაგდება. შემოქმედებითი პორტები დახურული მაქვს, არადა შიგნით ერთი ამბავია ატეხილი. 

ვიცვლები.

დავიკარგე საკუთარი თავის ძიებაში. 

რამე უაზრო, ყოველგვარ მიზანსა და მიზეზს მოკლებული ქმედების სურვილი მაქვს. უბრალოდ, შოკისმომგვრელის. 

ისეთის, მე თვითონაც რომ ვერ მივხვდე, თუ რატომ გავაკეთე. 

რაღაც უნდა შეიცვალოს, კარდინალურად.

სიზმრის ქარბუქში მინდა დგომა, გარშემო მხოლოდ მუქი ლურჯი სივრცე რომაა, ღრუბლებითა და ძლიერი, შავი ქარით.  

არ ვიცი რატომ, მაგრამ თავში მუდმივად რამდენიმე კადრი მიტრიალებს. 

დგას კაცი ჰორიზონტალურ სიბრტყეზე, გარშემო ელვა, ღრუბლის კონტურები და გაურკვეველი შტრიხები დაფრინავენ. 

კაცს თმები უფრიალებს, მაგრად დაბჯენილი ფეხებითა და შეკრული მუშტებით ელის ბნელ ქარბორბალას. 

სიჩუმეა, ყველაფერი უაზროა, როგორც სიზმარში. ყველაფერი იცვლება, თუმცა ხმას არაფერი გამოსცემს. 

კაცის პირისპირაა უკვე ქარიშხალი და მას არჩევანი ეძლევა:

fight of flight.

და აქ ყველაფერი მთავრდება, უაზროდ, რა თქმა უნდა. 

ამ რამდენიმე კადრს ვეტრფი, მაგრამ არც კი მესიზმრება. უბრალოდ მინდა რომ ეს მოხდეს, არ ვიცი რატომ. 

არ მჩვევია მე ესეთი რაღაცები, არც კი ვიცი როგორ შეიძლება წარმომიდგეს მაგის მოხდენა. ან რა მინდა საერთოდ ამ კადრებისგან?

არ ვიცი. გავგიჟდი? 

და ისე, ჩემი ბლოგის შესახებ მინდა ვთქვა რაღაც. 

პატარა ბავშვის დღიურს ჰგავს, მარტო მაშინ ახსენდება, როცა ცუდადაა.
და რაც მთავარია, მხოლოდ თვითონ კითხულობს. 

Dec 20, 2008

ხვალე.

დილას - "ადრე დამეძინა",
ღამით - "გავიღვიძებ დილას",
დილას - "რას ვერჩოდი ნეტავ ჩემს თავს",
ღამით - "ცოტა ხანიც, რაღაც მინდა"

ძილისპირულს ვფიქრობ მიზანს,
"ვივარჯიშებ ხვალე დილას,
ხვალ მე მაშინ დავიძინებ,
როცა სახლში ყველას სძინავს,

ამ ყუთს აღარ დავუჯდები,
ნუთუ მხოლოდ მისთვის მღვიძავს?
ხვალ მე ვნახავ ჩემს მეგობრებს,
მე თუ არა, სხვა ვინ ნახავს?

ავასრულებ ჩემს კარგ გეგმებს,
ჩემს თავში რომ ჰპოვენ ალაგს.
თავს მივხედავ, გარეთ გავალ,
მოვიშორებ დარდს და ვარამს.

გავასწორებ დღეს და ღამეს,
კაცს ვემგვანები მე მალე,
ოღონდ დღესღა გავათენებ
ის ყველაფერი კი ხვალე..."




безсмыслица