Dec 26, 2008

My Christmas Wishlist.

Dec 25, 2008

დეტექტიური გამოცანა.

ყოველთვის მიყვარდა დეტექტიური ისტორიები, მაგრამ ყოველთვის მიჭირს ვიპოვო ისტორია რომელიც ისეთ ფორმაშია, რომ დაუფიქრდე და გაარჩიო, გაანალიზო. ტვინის ჭყლეტვის ხასიათზე ვარ, ბევრი ფიქრის და რაციონალური ანალიზის.

რეალობაში მართალია არათუ ხშირად, არამედ მუდმივად ვხვდებით ფაქტებსა და გამოცანებს, რომლებზეც ფიქრი ღირს, მაგრამ ეს ისეთი ფონური და მუდმივია, მარტო მაშინ ვამჩნევთ როცა არ არის. გასაგებად რომ ვთქვათ, გამოცანა მაშინ გვინდება, როცა არ არის.

მარილს სუფრაზე მაშინ ამჩნევენ როდესაც არ დევსო :) ცხოვრებაში იმდენი დეტალია დასაფიქრებელი და ისეთი ფონურია მათი არსებობა, მათ არსებობას ვერ გრძნობ. და როდესაც არ არის, მაშინ ვხედავთ მის არ არსებობას და გვინდება ტვინის ჭყლეტვა, ხელოვნურად შექმნილი ისტორიების განხილვა ან გამოცანების გამოცნობა. ასე ვარ მე ახლა, ღამის ექვსი საათია და არაფერი გამოსაცნობი ჩემს გარშემო არ ხდება. ინტერნეტში ცოტა ვიარე თუ ბევრი, წავაწყდი დეტექტიურ ისტორიას, დეტექტივ სმიტზე.

თუ რამეა, ორიგინალი ბოლოშია.

”ოხ ეს წვიმა!” თქვა დეტექტივმა სმიტმა, რომელიც უკვე რამდენიმე საათი იყო ფანჯარაში იყურებოდა - ”სამი დღეა უკვე წვიმს და ჯერაც არ აპირებს გადაღებას”. ამ დროს სმიტს ურეკავს პოლიციელი და ატყობინებს მდიდარი კაცის მკვლელობის შესახებ. გვამი ნაპოვნია სახლში, თავში მოხვედრილი აქვს ტყვია. კაცი მოკლულია წინა დღეს. სმიტი მიდის დანაშაულის ადგილზე, და დასაკითხი ჰყავს ოთხი ადამიანი - გარდაცვლილის დისწული, გარდაცვლილის დისშვილი, მსახურთუფროსი და გარდაცვლილის ქალიშვილი.

ქალიშვილი ამბობს, რომ იგი იყო საყიდლებზე და დაბრუნებისას დახვდა მამა მკვდარი.

დისწული ამბობს, რომ იგი ირუჯებოდა, უსმენდა მუსიკას და არაფერი გაუგონია.

მსახურთუფროსი ამბობს, რომ იგი იყო გარდაცვლილის დისშვილთან ერთად და ასუფთავებდა აუზს.

დისშვილი ამბობს, რომ იგი იყო მეგობრებთან ერთად დასალევად, სახლში მოსულს დაუძინია და მეორე დღეს გაუღვიძია მისი ბიძაშვილის კივილს (ანუ გარდაცვლილის ქალიშვილის).

კითხვა: ვინ არის დამნაშავე კაცის მკვლელობაში?


"Darn that rain!" said Detective Smart. "Three days now, and it hasn't stopped." A few minutes later he gets a call from a policeman stating that a very rich man was found dead with a bullet on his head in his mansion. Immediately, Detective Smart goes to the mansion to interrogate the people living in the house....the nephew, the niece, the butler, and the maid. The maid said that she was out shopping, and came to check on him and found him dead. The niece said that she was outside sunbathing by the pool and was listening to music so she didn't hear anything. The butler said that he was with the niece, cleaning the pool. The nephew's answer was that he was out with friends drinking, and he got home late, passed out, and woke up when he heard the maid scream.
I know exactly who the murderer is said Detective Smart.
Who is the murderer?

Dec 20, 2008

ხვალე.

დილას - "ადრე დამეძინა",
ღამით - "გავიღვიძებ დილას",
დილას - "რას ვერჩოდი ნეტავ ჩემს თავს",
ღამით - "ცოტა ხანიც, რაღაც მინდა"

ძილისპირულს ვფიქრობ მიზანს,
"ვივარჯიშებ ხვალე დილას,
ხვალ მე მაშინ დავიძინებ,
როცა სახლში ყველას სძინავს,

ამ ყუთს აღარ დავუჯდები,
ნუთუ მხოლოდ მისთვის მღვიძავს?
ხვალ მე ვნახავ ჩემს მეგობრებს,
მე თუ არა, სხვა ვინ ნახავს?

ავასრულებ ჩემს კარგ გეგმებს,
ჩემს თავში რომ ჰპოვენ ალაგს.
თავს მივხედავ, გარეთ გავალ,
მოვიშორებ დარდს და ვარამს.

გავასწორებ დღეს და ღამეს,
კაცს ვემგვანები მე მალე,
ოღონდ დღესღა გავათენებ
ის ყველაფერი კი ხვალე..."




безсмыслица

დეტალი :)

ცოტა ხნის წინ დავაფიქსირე, როდესაც ვინმეს ვთხოვ ბლოგროლში ჩამამატოს, ამას იმიტომ ვაკეთებ რომ მაინტერესებს თუ რას დამარქმევს, და არა ის რო იმის ბლოგროლში ვიქნები და ხალხი შემოვა :)

თქვენც ასე ხართ?

Dec 17, 2008

თოვლიი :) & და ქიმიის რკინის ლოგიკა!

თოვლი მოვიდა! მაგარიაა! :)

გუშინ ღამევე შევატყვე რომ დებდა, დღეს კიდე ჩემი ხელით შევეხე.. და პირითაც ცოტა. ძალიან მიყვარს თოვლის ჭამა, ახალი დადებული, ფუმფულა რომაა და სინათლეს ირეკლავს, მაგარია!

სკოლაში ორი გუნდით შევედი, ერთი მაგიდაზე დავდე და ტანით გადავეფარე, მეორე ხელში დავიჭირე. კლასში ჩემი კლასელი - ქეთი შემოვიდა.
-ჭილაია, როგორ ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ ტფუ!
-რავი შენ?
-აუ, რა დებილი ბავშვი ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ.

და როცა გუნდები გამითავდა...

-ეე გამანებე, რა პონტია! დამაცადე, ცოცხი გაწი! ვაიმე ბაბაიაგა მომსდევს!
-ჭიიილაიაა!!!!! მოდიიიააქქ!!!

ხო, მეორე გაკვეთილზე დავაგვიანეთ შესვლა 4მა ბავშვმა, მაგრამ ქიმიის მასწავლებლისთვის ეს პრობლემა არ აღმოჩნდა - ორ ბავშვას სიამოვნებით უხსნიდა გაკვეთილს მალიმიტირებელი რეაგენტების და რეაქციების შესახებ, თუ ამასაც ახსნა ჰქვია.

დაფაზე წერია:
მალიმიტირებელი რეაგენტი - რეაგენტი, რომელიც ბოლომდე იხარჯება.

ახლა მასწავლებელი კითხულობს კითხვას - რომელი რეაგენტი იქნება ჩვენს რეაქციაში მალიმიტირებელი რეაგენტი?
ბავშვები ვცდილობთ პასუხი დავასწროთ მასწავლებელს, მაგრამ ეს არც თუ ისე ადვილია.
მასწავლებელი იგნორირებას უწევს წინადადების დასასრულს და გადაბმით აგრძელებს კითხვას პასუხით:
-მალიმიტირებული იქნება ის რეაგენტი, რომლის რაოდენობაც ნულის ტოლია, ანუ - თუ მარილმჟავა დაიხარჯება ბოლომდე და მარმარილოს ნატეხები დარჩება - მარილმჟავა იქნება მალიმიტირებელი რეაგენტი და მარმარილოს ნატეხები არა. და თუკი მარმარილოს ნატეხები დაიხარჯება ბოლომდე და მარილმჟავა არა, მაშინ მარმარილოს ნატეხები იქნება მალიმიტირებელი და მარილმჟავა არა.

ასეთი ამომწურავი ახსნის შემდეგ მე აზრი გამოვთქვი:
-მას, ეს ეხა რაც ჩავიწერეთ ხო იგივეა რაც დაფაზე წერია?
-აბა კერძოდ რაზე ამბობ?
-ამხელა აბზაცის ჩაწერას, დაფაზე რომ წერია ”მალიმიტირებელი რეაგენტი ის რეაგენტია, რომელიც სრულად იხარჯებაო” დაგვეწერა არ ჯობდა? ერთი და იგივე არაა?
-აბა ეხა გააგრძელე წერა შე, შე შე... შე ზარმაცო!

აქ ცოტა დაკვირვებაა საჭირო, რომ გავერკვეთ რაოდენ დიდებულია მასწავლებლის ტექნიკა კითხვებზე გაცემის სფეროში, და წიგნის ნიჭი კითხვების დასმის სფეროში:

თავის დასაწყისში წერია, რომ მალიმიტირებელია რეაგენტი, თუ ის ბოლომდე იხარჯება. ისმის კითხვა : ჩვენ ვიცით რომ მალიმიტირებელია რეაგენტი, თუ ის ბოლომდე იხარჯება, რა იქნება ჩვენ ცდაში მალიმიტირებელი რეაგენტი?

იმის გათვალისწინებით, რომ ცდას 100% ჭირდება პრაქტიკული მუშაობა, მასწავლებელს კი ამის საშუალება არ აქვს, იგი პოულობს ოპტიმალურ პასუხს:

მალიმიტირებელი იქნება ის რეაგენტი, რომელიც ბოლომდე დაიხარჯება. ხო კაია? :))

შემდეგ კი ქვისმლეწავი ახსნა - თუკი პირველი დაიხარჯება პირველი იქნება, თუ მეორე მეორე :)

წიპა გეუბნებიან, ორი სხეულიდან ისაა უფრო მუქი, რომელიც უფრო შავია. აქედან გამომდინარე - ღუზა უფრო შავია თუ კამეჩი?

და შენ პასუხობ:

ორი სხეულიდან ისაა უფრო მუქი, რომელიც უფრო შავია.

:D

Dec 16, 2008

Vincent



This boy is somewhere near me :spy:

Dec 15, 2008

სხვიტების პარადოქსი.

ამას წინად, სხვიტების რეპეტიციაზე ვამუშავებდით ახალ სიმღერას ჩემს ერთერთ კომპოტ ლექსზე, რომელიც მელოდიით ნამეტანი გრუზია. ხოდა ოთარამ არ მოიწონა მისი გრუზობა და თქვა:

სხვიტების პრინციპია დაარღვიონ ყველა პრინციპი.

როგორც ჩემმა გონებამ გადახარშა, ოთარამ პარადოქსი თქვა, რადგან:

თუ სხვიტებს აქვთ პრინციპი, რომელსაც ისინი იცავენ, ეს პრინციპი ვერ იქნება პრინციპების დაცვა. რადგან თუკი ისინი არღვევენ პრინციპს, ისინი ვერ დაიცავენ იმ პრინციპს, რომელიც მათ პრინციპების დარღვევას კარნახობს.

 

რას ფიქრობთ ამ სვერისწესტვინნ საბიწიაზე, პარადოქსია თუ მეშლება?

Dec 10, 2008

საინტერესო დეტალები თეატრალურზე.

საერთოდ, თეატრალურზე როცა არ უნდა მივიდე ძალიან დაღლილი ვარ, იმიტომ რომ ფიზიკურად ძილი არ მყოფნის - 24 საათიდან მძინავს 6.

ყოველთვის მომწონდა თეატრალურის გარემო, სიტუაცია და რაღაც რეკრეაციული კურორტი იყო ხოლმე ჩემთვის. მაგრამ გულზე არასდროს მეხატებოდა დადგმის პროცესი. მასწი როგორც ამბობს, სახეს ვერ ვხსნი და როლს ვერ ვხედავ. მართლა დიდ ენერგიას მოითხოვს იქაურობა თუ სურვილი ამ მაქვს და მაინც მიწევს გათამაშება. და თუ სურვილი მაქვს ან არ ვთამაშობ - ენერგიების და მუზების აღდგენისთვის საუკეთესო ადგილია.

დავაფიქსირე ისიც რომ ხალხს ვაკვირდები სასტიკად. მაგალითად შუქნიშანთან ადამიანი რომ დგას, საიდან უნდა მოდიოდეს, საით მიდის და ა.შ.

ნუ მეტროში ხო ვაბშე, ვაგონებში ფეხსაცმელებზე ვუყურებ ყველას.

დაგრუზული თუ ვარ, მანდ კარგ ხასიათზე ვდგები - ადრე ასე იყო ყოველ შემთხვევაში. ეხაც არამიშავს, მარა აი ძილი რა! ენერგია მინდა!

გადავწყვიტე, ამ კვირაში გადავიდე ადამიანურ რეჟიმზე, ცოტა კომპიუტერს მოვუკლო და შემოქმედებ-ნამდვილ ცხოვრებას მოვუმატო :) ასე რომ მესინჯერიდან 11ზე თუ გავედი არ გაგიკვირდეთ :D

ხო ეხა თეატრალურზე ისევ

ერთი ბიჭი გვყავს, პატარაა მაგარი კაცია, დათო ქვია. რაღაც უცნაური აზროვნება აქვს. ჩემსავით პატარ პატარა დეტალებს უკვირდება და უცნაური კითხვები აქვს. ძაან საყვარელია თან, დიდი ლოყები აქვს და ქერა თმები :)) დღეს მასწავლებელი ხსნის რაღაცას, რომ გელა მიდის და თავზე შახივით იხურებს ტილოს.

დათო:
-ტილოოს?! სვეელს?!

:D

Dec 7, 2008

სხვიტებს არ მისცეს....

დღეს მაგარი იყო, სხვიტებს ერთი ახალი წევრი დაგვემატა, და ასე დავარქვით - 19 წლის რეპკორა (მალე ოცის)

ხოდა თავიდან რუსთაველზე ვოვას სარეპეტიციო მოვინახულეთ ადგილი არ იყო, მერე სკვერში ვუკრავდით, შეგვცივდა და ოთარასთან ავედით მე (ონავარი თარო), ის (აცქმუტებული ოთარი) და ის ( 19 წლის რეპკორა (მალე ოცის)).

ხოდა Tenacious D - ს და სხვიტების დისკოგრაფია დავუკარით, მერე 19 წლის რეპკორა (მალე ოცის)მ თავისი ორი ვეში გაგვაცნო - ”შენი დებილი დედა მოვტყან, თეო!” და ”ჩათლახი და ნაბოზარი თეო”

თეო ის გოგო ყოფილა, 19 წლის რეპკორა(მალე ოცის) თვის არ მიუცია, და ვიღაც გოიმში გაუცვლია 19 წლის რეპკორა (მალე ოცის). იმ გოიმს გული დაუნთია და ამიტომ თეომ 19 წლის რეპკორა(მალე ოცის) გაცვალა იმ გოიმში.

მერე კიდე ერთი სიმღერა დავწერეთ, სერენადა სახელად ”ღრმად შეიყავი”. რომელიც უნდა იმღერო ფანჯარასთან. შინაარსი ასეთია - ფისომ უღალატა სხვიტებს, ვიღაცაში გაცვალა თან ისე რომ სხვიტებს არ მისცა, ხოლო იმ ვიღაცას მისცა და სხვიტები უმღერიან, რომ თუ ის სხვიტებს არ მისცემს, უკან შეიყოს მამამისის.

მოკლედ ახალ ალბომს ელოდეთ, სახელად Unforgiven (არმიცემული)

Dec 6, 2008

ანციკლოპედია :გივი:

რაა მაგარი რამე ვიპოვეე :D :D :D

http://anciklopedia.wikia.com/

ციტატა:

ტოქსი არის თბილისელი რეპერი, რომელიც ითვლება ქართული სპონტანური აბსურდ-რეპის დამაარსებლად. მის სიმღერებს ახასიათებს ურითმო ტექსტები, სხვა ცნობილი რეპერებისგან მოპარული მელოდიები და აბდაუბდა საუბარი. აღსანიშნავია, რომ ტოქსი არ იყენებს სტუდიურ სპეცეფექტებს და ვოკალზე ექოს ეფექტის შექმნისას საკუთარი ხმით ახდენს მის იმიტაციას.
სარჩევი
[დამალვა]


ჰაჰააა :D

Muse.

ხანდახან არის, ვაბშე ვერ ვუსმენ მიუზს,ხანდახან არის რო ვუსმენ და მუღამს ვერ ვუჭერ ისე როგორც ადრე ვუჭერდი. ყველაზე დიდი ბედნიერებაა ხოლმე, როდესაც მოსმენა მინდა და ვხვდები, რა უნდოდათ ეთქვათ ამ მუსიკით.

ახლა ზუსტად ის დროა, როცა ვმუზაობ!

ჩემი უსაყვარლესი ნაწყვეტები სიმღერებიდან:

Muse - New born [Live Solo]





Muse - Hysteria [Live Full song]



Muse - Uno [Video Clip]


Muse - Sunburn [Live Full song]

Muse - Invincible [Official video]

Dec 5, 2008

We are all mad here.

ცხოვრობდა ორი, მაგრამ პირველმა არ იცოდა რომ იგი თავისი დის და იყო.

ცხოვრობდნენ დაჭრილი ხახვის გარშემო.

პირველს ეგონა, რომ მეორეს თავისიც ჰყოფნიდა

მეორემ კიდევ არაფერი იცოდა.

ყოველ შემთხვევაში, პირველი ასე ფიქრობდა.

მეორე ფიქრობდა, რომ თავისიც ჰყოფნიდა, და ამას თავის დანარჩენ დებსაც ეუბნებოდა.

დანარჩენი დებსაც ჰყოფნიდათ თავისი, მაგრამ მეორე დამ ეს არ იცოდა.

-ჩემს პასტას გული გაუთავდა - თქვა მეორემ

-რას გულისხმობ? - იკითხა პირველმა

-არაფერს - უპასუხა მეორემ, რადგან ეგონა რომ ასე იყო უკეთესი.

პირველ დას ყურადღება არ აკლდა, მაგრამ არ სჭირდებოდა.

მეორე დას არც აკლდა და არც სჭირდებოდა.

პირველი და ყოველთვის იგერიებდა ყურადღებას, სხვადასხვა მიზეზებით.

ბევრს იცინოდა და მეორე დას ეუბნებოდა ამის შესახებ.

მეორე და იგივე ფრაზებით პასუხობდა პირველს, რითიც პირველი პასუხობდა სხვებს.

მეორე დამ არ იცოდა როგორ პასუხობდა პირველი სხვებს, უბრალოდ მან იცოდა რა სჭირდებოდა.

ყოველ შემთხვევაში, პირველს ასე ეგონა.

პირველი და ხვდებოდა, ვის რა სჭირდებოდა, მაგრამ მაინც არ იკლავდა იმედებს.

-უფროსო დაო, გაგიგონია როგორ ყივის თავმოჭრილი სირაქლემა?

-რა სისულელეა!

-რა არ არის სისულელე?

ყველაფერი სისულელეა, ესეც სისულელეა.

 

ისიც სისულელეა.

 

ერთი გამოსავალიღა რჩება. თავში დაგროვილი სისულელეები აიღო, დაკუჭო და ყველაზე დიდ ნაგავსაყრელში - გარე სამყაროში, ცხოვრებისეულ რეალობაში გადმოაგდო.

ამ პოსტსაც გადავაგდებ რეალობაში, შემდეგ რომ ეჭვი არ შემექმნას რა ჯობდა.

ეჭვი მაქვს, ოცი კაციდან 10 თუ გაიგებს ამ პოსტს, 5 თუ მიაკრავს კარგის მარკას, და იქიდან...

 

Anyway, Alls well what ends well.

Dec 3, 2008

აჯღაბუჯღობანა




ფორუმჯის თემიდან :D