Dec 5, 2008

We are all mad here.

ცხოვრობდა ორი, მაგრამ პირველმა არ იცოდა რომ იგი თავისი დის და იყო.

ცხოვრობდნენ დაჭრილი ხახვის გარშემო.

პირველს ეგონა, რომ მეორეს თავისიც ჰყოფნიდა

მეორემ კიდევ არაფერი იცოდა.

ყოველ შემთხვევაში, პირველი ასე ფიქრობდა.

მეორე ფიქრობდა, რომ თავისიც ჰყოფნიდა, და ამას თავის დანარჩენ დებსაც ეუბნებოდა.

დანარჩენი დებსაც ჰყოფნიდათ თავისი, მაგრამ მეორე დამ ეს არ იცოდა.

-ჩემს პასტას გული გაუთავდა - თქვა მეორემ

-რას გულისხმობ? - იკითხა პირველმა

-არაფერს - უპასუხა მეორემ, რადგან ეგონა რომ ასე იყო უკეთესი.

პირველ დას ყურადღება არ აკლდა, მაგრამ არ სჭირდებოდა.

მეორე დას არც აკლდა და არც სჭირდებოდა.

პირველი და ყოველთვის იგერიებდა ყურადღებას, სხვადასხვა მიზეზებით.

ბევრს იცინოდა და მეორე დას ეუბნებოდა ამის შესახებ.

მეორე და იგივე ფრაზებით პასუხობდა პირველს, რითიც პირველი პასუხობდა სხვებს.

მეორე დამ არ იცოდა როგორ პასუხობდა პირველი სხვებს, უბრალოდ მან იცოდა რა სჭირდებოდა.

ყოველ შემთხვევაში, პირველს ასე ეგონა.

პირველი და ხვდებოდა, ვის რა სჭირდებოდა, მაგრამ მაინც არ იკლავდა იმედებს.

-უფროსო დაო, გაგიგონია როგორ ყივის თავმოჭრილი სირაქლემა?

-რა სისულელეა!

-რა არ არის სისულელე?

ყველაფერი სისულელეა, ესეც სისულელეა.

 

ისიც სისულელეა.

 

ერთი გამოსავალიღა რჩება. თავში დაგროვილი სისულელეები აიღო, დაკუჭო და ყველაზე დიდ ნაგავსაყრელში - გარე სამყაროში, ცხოვრებისეულ რეალობაში გადმოაგდო.

ამ პოსტსაც გადავაგდებ რეალობაში, შემდეგ რომ ეჭვი არ შემექმნას რა ჯობდა.

ეჭვი მაქვს, ოცი კაციდან 10 თუ გაიგებს ამ პოსტს, 5 თუ მიაკრავს კარგის მარკას, და იქიდან...

 

Anyway, Alls well what ends well.

0 Comments: