Jul 17, 2008

დღეს ხოდა

დღეს, უკვე გუშინ ორივე დისკი დავაფორმატებინე და ყველაფერი რაც 3 წლის მანძილზე გამიკეთებია გადაყვა იმას :-.. ვინდოუსიც გადავაყენე. ძაან ცუდი შეგრძნებაა, ბევრი რამე დამეკარგა. ბოდიში ჩემო სურათებო, რავქნათ კიდე გადავიღებ. ბოდიში ჩემო გაკეთებულო ვიდეოკლიპებო, კიდევ გავაკეთებ.. ბოდიში ჩემო გაკეთებულო ვოლფეიფერებო, ანიმაციებო, ჩემო შეგროვებულო ლაივებო და ქოვერებო. ისევ გიპოვით და შეგქმნით.. ბოდიშით ჩემო ჩანახატებო ისევ დაგწერთ, ისევ ჩაგწერთ ვირუსებო, ბევრს რომ მაწვალებდით. ბოდიში ჩემო საარსებო ლაინეიჯო, რა ბოდიში პრინციპში შენ უკვე ჩაგწერე და :).. ბოდიში მუსიკებო მამაჩემის პაპკაში. ბოდიში ოფსფრინგის სიმღერებო ღამე რო გისმენდით ხოლმე.. მიუზის სიმღერებო მობეზრებული რომ მყავდით მაგრამ ხანდახან მაინც რომ მომინდებოდა ხოლმე ყურის დაგდება :) ბოდიში კასპერსკის ანტივირუსო, შენს დაყენებაზე თურმე ტყუილად მიწვალია ორი დღე-ღამე დაუძინებლად და ერთი დღე შენი ლიცენზიის ძებნაც ზედმეტი ყოფილა.
ყველაფერი წაიშალა.. ჩემი ვბს ფაილები, ჩემი კომპიუტერის გამთიშველიც, ჩემი "Desktop" პაპკაც, ყველაფერი რომ შიგ მეგდო.. წაიშალა კონცერტებზე გადაღებული ვიდეოები და სურათები.. წაიშალა ფანკლუბის სურათები და ყველაფერი ყველაფერი წაიშალა... .. . ცუდია ცუდი.

თან ხვალე, უკვე დღეს სოფელში მივდივარ :) ერთ თვეში აქ ვიქნები. ძაან მინდაო ვერ ვიტყვი მაგრამ აქ უკვე მცხელა. ბევრი ადამიანის ნახვა მინდოდა მაგრამ, ალბათ ერთი თვის მერე მომიწევს. ასე თუ ისე თქვენი ნახვა ძალიან მინდოდა † eN..De †, kosh-mari, ti_shto, khimshi, harry, ALeNA, herion, anuka, sweet baby girl, puskuna, ano, violet (:mo:), ??????? და კიდევ ბევრი.. . .
რავიცი წავედი მე და არ დამიჩაგროთ ბლოგი :* კომენტარებს თუ დამახვედრებთ ყველანი, კარგს იზამთ :)

Jul 15, 2008

Nature In Trouble

                   თოილეთფეიფა ფიქჩერზს პრიდსტავლაეტ:

ვიდეო კლიპი :
Nature In Trouble (სათაური ჩემმა დამ მოიგონა)
ოპერატორი:მე
რეჟისორი:მე
პროდიუსერი:მე
როლებში: კარტოფილის სათლელი, ტუალეტის ქაღალდი, ქილა, ორი ფანქარი, ნათურის ხრახნი, ჩემი დის ხელი.



http://ipicture.ru/uploads/080715/LnMKhVbRG8.gif

გიF ანიმაციაა,არც ისე დიდია მაგრამ მე მომწონს :mo:



გადაარჩინე ბუნება, ნუ გაატუალეტისქაღალდებ!

Jul 14, 2008

დეპრესია ვითომ??!

აუუ საშინელ ხასიათზე ვარ დილიდანვე გამიფუჭდა ხასიათი! წეღან კოდაკში ვიყავი, პასპორტის სურათი გადავიღე. სახლში ცხრაჯერ დავივარცხნე თმები და მერე კიდე ცხრაჯერ გადამვარცხნეს, ცუდად ვაარ! არ ვიცი რატო მაგრამ ფაქტია რო ყლეურ განწყობაზე ვარ!


ვიცი რო აქ დაწერა არაფერს არ მიშველის მარა მინდა და ვწერ

ვოტ!

აუ არ მინდა მარა ვწერ და ესე!


DEDAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAC

Jul 12, 2008

You Are a Total Brainiac!

აი ხედავთ? სკრიპტები მაფასებენ მარტო 

You Are a Total Brainiac 

You're amazingly brilliant. Some would even say genius.
You're curious, thoughtful, analytical, and confident.

You take on difficult subjects because you want to... not because you have to.
No field of knowledge is too complicated or intimidating for you.

You've got the brains to do anything you want.
It's possible you end up doing everything you want.


http://www.blogthings.com/areyouabrainiacquiz/ - აჰა შეავსეთ თქვენც :)


იმედია ყველა ვერსიაზე მაგ დასკვნას არ იძლევა :D

რაღაცა არსებობს!

დოდის ბლოგზე ვნახე ესეთი რამე - სახელს წერ და ის თითოეულ ასოზე ეპითეტს გიგდებს

აი მე ესე შემხვდა

G - Is for Goofy

I - Is For industrial

O - Orderly

არ მემთხვევა.. .

სიქრეთსზეც რაღაც სენტიმენტალისტი, ემოციური და ასეთი რაღაცეები ამომიგდო :)

შემდეგ კი აქუბარდია ჩავწერე

A is for Artistic

Q is for Quixotic

U is for Unreal

B is for Brilliant

A is for Ambitious

R is for Remarkable

D is for Dazzling

I is for Insane

A is for Astounding


ჰეჰე რაღაცა არსებობს  



P.S.

* - is for Devillish

* - is for Useful

* - is for Daredevil

* - is for Alluring

ნდაჰ   

Jul 9, 2008

:(

ეეი.. რა პონტია.. კარგი რამეების დაწერა მინდოდა აქ მაგრამ..
მოკლედ სთარ აქადემის ფორუმი დაიხურა და იქ ჩაყვა ჩემი კაი კაი ნაწერები.. ცოტა ხნის წინ იქაური ხალხი ვიყავით სხოდკაზე და იმაზეც მეწერა გრძელი ამბავი. მართალია პიზდეცინტელექტუალური ხალხი ჭარბობდა, მაგრამ მაინც კარგ დროს უკავშირდებოდა და მომწონდა ეგ ფორუმი. ხო, კიდე რაღაც გოჭებზე და ტრანსსერფინგზე მეწერა და იმასაც დავწერდი აქ. რას ვიზავთ, კიდევ ერთი დიდრონი ფორუმი მოაკლდა ქართულ ვებ სივრცეს, თავისი დიდრონი მემბერებით. ერთი დიდი მარაზმი იყო ყველაფერი, განსაკუთრებით თემა - ენიგმა :) ყველაზე მეტად იქ დატოვებული ნაწერები დამენანა :( ხოდა კიდევ, რაღაც ზეფილოსოფიურია ეს ბლოგი და უმეტესობას რასაც ვკრიფავ არ ვპოსტავ, თვითკრიტიკული ვარ ნამეტანი. ნაკლებად სერიოუზული უნდა გახდეს ეს ბლოგი თორე პოსტების დეფიციტი გაჩნდება მალე. ასე რომ ჩემი სიბრძნის შადრევანი აღარ გაგწუწავთ ხოლმე :) თუ რათქმაუნდა Sweety მოიცლის :D

Jul 7, 2008

რატო არ მძინავს ეხლა მე?

მიჩნდება ესეთი კითხვა - ხომ ვიცი რომ ხვალე კარგი დღე მელის? კი ვიცი. ხომ ვიცი რომ თუ ახლა არ დავწექი ისევ 6 საათზე ავდგები? ესეც ვიცი. მაშინ რატომ ვეწინააღმდეგები ჩემს თავს და რატომ ვზივარ აქ, მონიტორის წინ და რატომ ველოდები მუზებს, ფრთებით რომ შემოფრინდებიან ჩემს ფანჯარაში და ჩემი თითებით აკრიფავენ გენიალურ ნაწარმოებს? ესეთი რამე არ მოხდება. დიდი-დიდი რაც შეიძლება მოხდეს, ინსომნია დამემართოს და მომიწიოს ღამეების თენება. არა რა, ჩემს თავს იმაზე მეტს ვთხოვ ვიდრე მე შემიძლია გავაკეთო. დესტრუქციული თვითკრიტიკა დაანგრევს ჩემს მომავალს. ჯერ რა მაქვს, მერე რა მექნება, ან მექნება და ან არა და იმასაც ვანგრევ? არა არა.. დავწვე უნდა. ნახვამდის!

დამდაგველი

ტკივილით ხედავს წყარო თეთრი, ანკარა წყლისა,
მთით დაშვებული ბარში ვერ ხედავს ის თავის მიზანს.