მიჩნდება ესეთი კითხვა - ხომ ვიცი რომ ხვალე კარგი დღე მელის? კი ვიცი. ხომ ვიცი რომ თუ ახლა არ დავწექი ისევ 6 საათზე ავდგები? ესეც ვიცი. მაშინ რატომ ვეწინააღმდეგები ჩემს თავს და რატომ ვზივარ აქ, მონიტორის წინ და რატომ ველოდები მუზებს, ფრთებით რომ შემოფრინდებიან ჩემს ფანჯარაში და ჩემი თითებით აკრიფავენ გენიალურ ნაწარმოებს? ესეთი რამე არ მოხდება. დიდი-დიდი რაც შეიძლება მოხდეს, ინსომნია დამემართოს და მომიწიოს ღამეების თენება. არა რა, ჩემს თავს იმაზე მეტს ვთხოვ ვიდრე მე შემიძლია გავაკეთო. დესტრუქციული თვითკრიტიკა დაანგრევს ჩემს მომავალს. ჯერ რა მაქვს, მერე რა მექნება, ან მექნება და ან არა და იმასაც ვანგრევ? არა არა.. დავწვე უნდა. ნახვამდის!
Jul 7, 2008
Subscribe to:
Post Comments (Atom)
1 Comment:
არც გაბედო ინსომნიის აკიდება!!
ცოტახანი თავს ძალაა დაატანე და ადრე დაიძინე!
ჰოოდა
გამოძინებულ და დასვენებულ გონებაზე უფრო
მაგარი 'მუზები' მოფრინდებიან
დამიჯერე : )
:*
Post a Comment