Apr 27, 2009

შეხვედრა მინისტრთან

დღეს ადრე გამაღვიძეს, სასწრაფოდ ჩამაცვეს და განათლების სამინისტროში წავედი. იქ შევედი, დავჯექი და ლოდინი დავიწყე. რამდენიმე ნაცნობიც შევნიშნე, ოღონდ ისეთი ნაცნობი, ორივეს რო უტყდება გამარჯობის თქმა ვაი და  ვერ მიცნოსო. ორს მივესალმე და ორივემ მიცნო, საბედნიეროდ.

შემდეგ მოვიდა მინისტრი, ილაპარაკა, გვაქო, გაგვაცნო რა სიტუაციაა, სად რამდენი კაცი გავიდა და რა იქნება შემდეგ წელს. დაგვაიმედა, წარმატება გვისურვა, შემდეგ მეორე ადამიანმა დაიწყო ლაპარაკი, ქალი რომ არის ეროვნული გამოცდების ”უფროსი”. 

ხოდა, მერე დააჯილდოვეს წინა ოლიმპიადის გამარჯვებულები, რომლებმაც უცხოურ კონკურსებზე მიაღწიეს წარმატება. ორი ათას-ორი ათასი ლარი გადასცეს ყველას, ზოგი ფიზიკაში იყო გასული, ზოგი მათემატიკა, ზოგი კიდე ინფორმატიკა.

მერე კითხვების დასმა დაიწყეს და კულმინაცია იყო ქერა მეექვსე-მეშვიდე კლასელი ბიჭი სახელად ჯიმი, რომელიც უეჭველი იყო რომ ოპოზიციურ ოჯახში იზრდებოდა.თავიდან რომ გამოვიდა ლაპარაკი დაიწყო და გაჩერდა, კიდევ დაიწყო კიდე გაჩერდა:

”ыыы... ისა რა ქვია.. ыыы.. ერთი წუთით.. კხმ. ” - ხალხი იცინის, მაგრამ ჯიმი არ იმჩნევს, იგი იწყებს მწვავე კითხვების დასმას: 
 -”ცოტა ხნის წინ ბატონმა მინისტრმა თქვა რომ სპეციფიური საგანია ინფორმატიკა ыы და მე მაინტერესებს, ыы.. აი რატომ არ არის ისეთ სკოლებში სადაც ინფორმატიკა ისწავლება ыы დაფინანსება ыыы...”
 - ”იმიტომ რომ ამ მხრივ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, ეტაპობრივად” - სად ეცალა ჯიმის ამდენი, ჩაერია საერო გამოცდების ”უფროსს” სიტყვაში:
-”ыыы აი ხოდა ჩვენ სკოლაში თუ ისწავლება ინფორმატიკა რატო არაა შესაძლებლობა აი მაგალითად ჩემს სკოლაში დგას ძველი კომპიუტერები.” - ამ დროს ბატონი მინისტრიც დაბრუნდა და უპასუხა:
”-შენ რა გქვია? 
-ჯიმი.
-ჩემო ჯიმი, რეგიონებში გაცილებით უარესი სიტუაციაა და იქ ძველი კომპიუტერებიც...
-არა უბრალოდ მე მაინტერესებს და რატო არ ხერხდება დაფინანსება ჩვენს სკოლაში სადაც ეს საგანი ისწავლება?”
  და ასე ერთი თხუთმეტი წუთი როგორც იტყვიან ”ჯიმი ბჭობდა ხალხი იცინოდაო” თუ როგორც არის. შემდეგ რაღაც კიდე ერთი ორი კითხვა, ასე შემდეგ. 
 ამის მერე მე და ერთი გოგო რუსთავი ორის კიდს ნიუსში ჩაგვწერეს, რაღაცეები ვიბოდიალე მაგრად მეძინებოდა, არ მახსოვს. კვირას იქნება და ვნახავ. 

მოკლედ უნდა გავიდე შემდეგ ტურში, პირველ ადგილზე 1კ გელაა, მეორეზე 700, მესამეზე 500. ზუსტად არ ვიცი ერთჯერადი თუ 1 წლიანი. 

p.s. მეძინებაზე მეძინება, გრამატიკაზე და ეგეთ რამეებზე პასუხისმგებელი არ ვარ...

Dec 17, 2008

თოვლიი :) & და ქიმიის რკინის ლოგიკა!

თოვლი მოვიდა! მაგარიაა! :)

გუშინ ღამევე შევატყვე რომ დებდა, დღეს კიდე ჩემი ხელით შევეხე.. და პირითაც ცოტა. ძალიან მიყვარს თოვლის ჭამა, ახალი დადებული, ფუმფულა რომაა და სინათლეს ირეკლავს, მაგარია!

სკოლაში ორი გუნდით შევედი, ერთი მაგიდაზე დავდე და ტანით გადავეფარე, მეორე ხელში დავიჭირე. კლასში ჩემი კლასელი - ქეთი შემოვიდა.
-ჭილაია, როგორ ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ ტფუ!
-რავი შენ?
-აუ, რა დებილი ბავშვი ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ.

და როცა გუნდები გამითავდა...

-ეე გამანებე, რა პონტია! დამაცადე, ცოცხი გაწი! ვაიმე ბაბაიაგა მომსდევს!
-ჭიიილაიაა!!!!! მოდიიიააქქ!!!

ხო, მეორე გაკვეთილზე დავაგვიანეთ შესვლა 4მა ბავშვმა, მაგრამ ქიმიის მასწავლებლისთვის ეს პრობლემა არ აღმოჩნდა - ორ ბავშვას სიამოვნებით უხსნიდა გაკვეთილს მალიმიტირებელი რეაგენტების და რეაქციების შესახებ, თუ ამასაც ახსნა ჰქვია.

დაფაზე წერია:
მალიმიტირებელი რეაგენტი - რეაგენტი, რომელიც ბოლომდე იხარჯება.

ახლა მასწავლებელი კითხულობს კითხვას - რომელი რეაგენტი იქნება ჩვენს რეაქციაში მალიმიტირებელი რეაგენტი?
ბავშვები ვცდილობთ პასუხი დავასწროთ მასწავლებელს, მაგრამ ეს არც თუ ისე ადვილია.
მასწავლებელი იგნორირებას უწევს წინადადების დასასრულს და გადაბმით აგრძელებს კითხვას პასუხით:
-მალიმიტირებული იქნება ის რეაგენტი, რომლის რაოდენობაც ნულის ტოლია, ანუ - თუ მარილმჟავა დაიხარჯება ბოლომდე და მარმარილოს ნატეხები დარჩება - მარილმჟავა იქნება მალიმიტირებელი რეაგენტი და მარმარილოს ნატეხები არა. და თუკი მარმარილოს ნატეხები დაიხარჯება ბოლომდე და მარილმჟავა არა, მაშინ მარმარილოს ნატეხები იქნება მალიმიტირებელი და მარილმჟავა არა.

ასეთი ამომწურავი ახსნის შემდეგ მე აზრი გამოვთქვი:
-მას, ეს ეხა რაც ჩავიწერეთ ხო იგივეა რაც დაფაზე წერია?
-აბა კერძოდ რაზე ამბობ?
-ამხელა აბზაცის ჩაწერას, დაფაზე რომ წერია ”მალიმიტირებელი რეაგენტი ის რეაგენტია, რომელიც სრულად იხარჯებაო” დაგვეწერა არ ჯობდა? ერთი და იგივე არაა?
-აბა ეხა გააგრძელე წერა შე, შე შე... შე ზარმაცო!

აქ ცოტა დაკვირვებაა საჭირო, რომ გავერკვეთ რაოდენ დიდებულია მასწავლებლის ტექნიკა კითხვებზე გაცემის სფეროში, და წიგნის ნიჭი კითხვების დასმის სფეროში:

თავის დასაწყისში წერია, რომ მალიმიტირებელია რეაგენტი, თუ ის ბოლომდე იხარჯება. ისმის კითხვა : ჩვენ ვიცით რომ მალიმიტირებელია რეაგენტი, თუ ის ბოლომდე იხარჯება, რა იქნება ჩვენ ცდაში მალიმიტირებელი რეაგენტი?

იმის გათვალისწინებით, რომ ცდას 100% ჭირდება პრაქტიკული მუშაობა, მასწავლებელს კი ამის საშუალება არ აქვს, იგი პოულობს ოპტიმალურ პასუხს:

მალიმიტირებელი იქნება ის რეაგენტი, რომელიც ბოლომდე დაიხარჯება. ხო კაია? :))

შემდეგ კი ქვისმლეწავი ახსნა - თუკი პირველი დაიხარჯება პირველი იქნება, თუ მეორე მეორე :)

წიპა გეუბნებიან, ორი სხეულიდან ისაა უფრო მუქი, რომელიც უფრო შავია. აქედან გამომდინარე - ღუზა უფრო შავია თუ კამეჩი?

და შენ პასუხობ:

ორი სხეულიდან ისაა უფრო მუქი, რომელიც უფრო შავია.

:D

Nov 30, 2008

Eazy way or hard way?

გაციებული ვარ ისევ, ხვალე კიდევ გამოცდა მაქვს.. ვიმეცადინე, დილას მეზარებოდა მარა 1 საათში მოვრჩი, მგონი არ უნდა გამიჭირდეს.

თან ბერძნული ცხვირსახოციც მაქვს :)

რა არის ახლა ბერძნული ცხვირსახოცი:

ბერძნულს რომ ერთი წელია სწავლობ, და ოთხი კლასის მასალას გაწერინებენ, შეიძლება რაღაც დაგავიწყდეს. ამიტომ პატარა შემხსენებელი კარგი იქნება სკოლაში, არაფერი დაშავდება.

ჩემი ბერძნული ცხვირსახოცი არც საბერძნეთიდანაა გამოგზავნილი, არც საბერძნეთს მახსენებს და არც ბერძნების ნახმარია.

ჩემ ბერძნულ ცხვირსახოცს ზედ ბერძნული ამბები აწერია, აქა იქ წიგნიდან ამოჭრილი წესები მიუკვრია და დაკეცილა, რო შეხედავ კი არაფერი ეტყობა :-)

ეს დღეებია ”ალისა საოცრებათა ქვეყანაში”-ს ვუტრიალებ, რაც მეტს ვიგებ უფრო იღვიძებს ჩემი ცხოველი ინტერესი. აი მე რომ მიყვარს ისაა, ზუსტად მე ვარ! ყველაზე დიდი მხიარულება კიდევ ამ მოთხრობაში ისაა, რომ არანაირი აზრი არ აქვს. ასე ვთქვათ

მისი აზრი იმაშია, რომ მას არანაირი აზრი არ აქვს.
ეს მოთხრობა ააშკარავებს ადამიანის სიდიადეს და ყოველ ინდივიდს საკუთარი ისტორიის დანახვა შეუძლია ამ შედევრში.

საოცრებაა, მაგიჟებს რასაც ქვია. ვისაც არ უნდა მივწერო, არცერთ თანატოლს არ აინტერესებს [(εγωισμό) - ესეც პატარა რუბიკი :>] პასუხები მრავალფეროვანია - ”რა შეი#ე მაგ ალისათი” ”ალისა მე ვიცი ნოთი ამერიკაში” ”you're just a kid. ვინ უყურებს ალისას? :))))”.
მარა არის მასში რაღაც!

ციტატა Mad Tea Party - დან:

`Have some wine,' the March Hare said in an encouraging tone.

Alice looked all round the table, but there was nothing on it but tea. `I don't see any wine,' she remarked.

`There isn't any,' said the March Hare.

`Then it wasn't very civil of you to offer it,' said Alice angrily.

`It wasn't very civil of you to sit down without being invited,' said the March Hare.



ხო, ეხა რაც სათაურს შეეხება. ამას წინათ მარიმ გადმომცა დოდის ნათქვამი, რომ ჩემ ბლოგზე უფრო ძირს უნდა დავეშვა და ”Dear Diary” პოსტები ვწერო. აი სკოლაში რა ხდება, რომ რეპრესიებს აქვს ადგილი და გვავიწროვებენ, დიქტატურა როა და საერთოდ რომ ნუ რა დონეა. ასე უფრო მეტი ვიზიტორები გეყოლებაო - მართალიც არის. მაგრამ, არის ერთი მაგრამ - ეს კომერციულია, It's not an art, it's eazy way.

არადა, მე სულ ასე ვარ - Hard way-ს ვეჭიდები და ბოლომდე ვერ მიმყავს. აჰა, ხომ ვხედავ რომ ჩაშუშულ მაჩვებზე ბისკვიტიან ნახევარმკრთალებზე ხალხს არ აინტერესებს პოსტები. იმიტომ რომ არ ევასებათ რუბიკები. ხალხს უფრო სწორედ კი უყვარს რუბიკები, მაგრამ რუბიკის ამოხსნისას გვერდზე რა დაიხატება, ამას აქვს მნიშვნელობა. ასე რომ, ცოტა უფრო ინტრიგული და ნაკლებად ზოგადსაკაცობრიო პოსტები გამოაცხვეო - ასე ამბობს დოდი დეიდა.

მაგრამ ასე ხო ჩემი ბლოგის ჩემბლოგობას ვკარგავ?

მე ართი მინდა...

მარა კომენტარებიც რო მინდა? :გივი:

I need a better blogosphere?

no! i need better society :D

p.s. ეს იზი ვეი იყო :მო:

Nov 28, 2008

ოხ ეს გაცივება :მსხტ:

გავცივდი :მსხტ:

ჯერ მარტო სურდო ხველებ-ცემინი მაქ და მომავალში მგონი სიცხეც შემომივლის..

დღეს სკოლაში მათემატიკაში გამოცდა გვქონდა, ნორმალურად დავწერე. ოღონდ მე არა :::

მასწავლებელი არ მეხმარებოდა მარა მერე დავუმუღამე, ესეგი დავუჯდებოდი, და ვითომ ჩემთვის ვამბობდი რაღაც სირ ვერსიებს დაახლოებით ”შუახაზი ბისექტრისაზეა ტუ -ტოსტერების ფირმა?” ნერვები მოეშლებოდა,
-ტოსტერების ფირმა არა ის!
-აბა ბისექტრისაზეა მას?
-არ ვიცი, არ ვიცი..
-.... (აქ ჩუმად ვარ რო დავაცდენინო კიდე რამე)
-შეიძლება
-....
-მიდი დაწერე ეხა რას მელოდები ბარემ დანარჩენსაც მე ამოვხსნი და ნიშანს მე მივიღებ!

მერე მივუჯდები ისევ სადაც მივა და..

”ჩახაზული წრეწირი ნეტა ფერდს 6:3 შეფარდებაზე ყოფს თუ კატლეტი და პიურე..”
აქაც იგივე ვითარდება და ა.შ

--

შემდეგ ქართულში საკონტროლო, ჭილაძის ”კაცი გაზეთის სვეტში” ანალიზი დავწერეთ.
ხალხი იზუთხავდა აბა ისა აბა ესა შპარგალკები ერთი ამბავი ხოდა მე არ მქონდა როგორც საჭირო იყო გამზადებული და წერისას ის აღარ გამოვიყენე, თავიდან მოვიფიქრე (არა ვის ვგავარ რაა ასეთი ტვინის კოლოფი :>)

შემდეგ იყო ქიმია, ქიმიის მასწავლებელი ვაბშე ცალკე თემაა, ტიპია იმენა რუბიკის კომპლექსი აქვს, ამბიციური და რამე. ქიმიას ისე ასწავლის გეგონება გენერალია და ჯარს უძღვებაო :)))


ახსნა რა საჭიროა, შემოვა, ”ფანჯარა გააღეთ” ან ”რა სიბინძურეში ზიხართ”-ს შემოსძახებს, დაიწყებს ამოცანების წერას, ამოხსნის დიდი შემართებით, შესვენებაზეც დაგვტოვებს, აი მიყურეთ რა მაგრა ვხსნიო, მერე გაგვიშვებს და ეგაა.



დანარჩენი და საინტერესო ხვალე :)