Apr 27, 2009

შეხვედრა მინისტრთან

დღეს ადრე გამაღვიძეს, სასწრაფოდ ჩამაცვეს და განათლების სამინისტროში წავედი. იქ შევედი, დავჯექი და ლოდინი დავიწყე. რამდენიმე ნაცნობიც შევნიშნე, ოღონდ ისეთი ნაცნობი, ორივეს რო უტყდება გამარჯობის თქმა ვაი და  ვერ მიცნოსო. ორს მივესალმე და ორივემ მიცნო, საბედნიეროდ.

შემდეგ მოვიდა მინისტრი, ილაპარაკა, გვაქო, გაგვაცნო რა სიტუაციაა, სად რამდენი კაცი გავიდა და რა იქნება შემდეგ წელს. დაგვაიმედა, წარმატება გვისურვა, შემდეგ მეორე ადამიანმა დაიწყო ლაპარაკი, ქალი რომ არის ეროვნული გამოცდების ”უფროსი”. 

ხოდა, მერე დააჯილდოვეს წინა ოლიმპიადის გამარჯვებულები, რომლებმაც უცხოურ კონკურსებზე მიაღწიეს წარმატება. ორი ათას-ორი ათასი ლარი გადასცეს ყველას, ზოგი ფიზიკაში იყო გასული, ზოგი მათემატიკა, ზოგი კიდე ინფორმატიკა.

მერე კითხვების დასმა დაიწყეს და კულმინაცია იყო ქერა მეექვსე-მეშვიდე კლასელი ბიჭი სახელად ჯიმი, რომელიც უეჭველი იყო რომ ოპოზიციურ ოჯახში იზრდებოდა.თავიდან რომ გამოვიდა ლაპარაკი დაიწყო და გაჩერდა, კიდევ დაიწყო კიდე გაჩერდა:

”ыыы... ისა რა ქვია.. ыыы.. ერთი წუთით.. კხმ. ” - ხალხი იცინის, მაგრამ ჯიმი არ იმჩნევს, იგი იწყებს მწვავე კითხვების დასმას: 
 -”ცოტა ხნის წინ ბატონმა მინისტრმა თქვა რომ სპეციფიური საგანია ინფორმატიკა ыы და მე მაინტერესებს, ыы.. აი რატომ არ არის ისეთ სკოლებში სადაც ინფორმატიკა ისწავლება ыы დაფინანსება ыыы...”
 - ”იმიტომ რომ ამ მხრივ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, ეტაპობრივად” - სად ეცალა ჯიმის ამდენი, ჩაერია საერო გამოცდების ”უფროსს” სიტყვაში:
-”ыыы აი ხოდა ჩვენ სკოლაში თუ ისწავლება ინფორმატიკა რატო არაა შესაძლებლობა აი მაგალითად ჩემს სკოლაში დგას ძველი კომპიუტერები.” - ამ დროს ბატონი მინისტრიც დაბრუნდა და უპასუხა:
”-შენ რა გქვია? 
-ჯიმი.
-ჩემო ჯიმი, რეგიონებში გაცილებით უარესი სიტუაციაა და იქ ძველი კომპიუტერებიც...
-არა უბრალოდ მე მაინტერესებს და რატო არ ხერხდება დაფინანსება ჩვენს სკოლაში სადაც ეს საგანი ისწავლება?”
  და ასე ერთი თხუთმეტი წუთი როგორც იტყვიან ”ჯიმი ბჭობდა ხალხი იცინოდაო” თუ როგორც არის. შემდეგ რაღაც კიდე ერთი ორი კითხვა, ასე შემდეგ. 
 ამის მერე მე და ერთი გოგო რუსთავი ორის კიდს ნიუსში ჩაგვწერეს, რაღაცეები ვიბოდიალე მაგრად მეძინებოდა, არ მახსოვს. კვირას იქნება და ვნახავ. 

მოკლედ უნდა გავიდე შემდეგ ტურში, პირველ ადგილზე 1კ გელაა, მეორეზე 700, მესამეზე 500. ზუსტად არ ვიცი ერთჯერადი თუ 1 წლიანი. 

p.s. მეძინებაზე მეძინება, გრამატიკაზე და ეგეთ რამეებზე პასუხისმგებელი არ ვარ...

1 Comment:

Khatia Caroline said...

და მაინც, რატომ არაა დაფინანსება? აი მაგათ სკოლაში როა არაა ...

:D