Apr 18, 2009

ბატონო წამყვანო

დღეს, დღეს რა - ღამე. 

ერთმა გამთენებელმა მომმართა და ესაო ისაო, რაღაცა ციტატები გადმომიკოპირა ეს ვისია ეს ვისიაო, მეთქი მე გაუნათლებელი ვარ კოელიოს და მარკესებს არ ვკითხულობ თქვო, ხოდა მერე რაღაცეები ვილაპარაკეთ და ბოლოს მკითხა რა? სად? როდის? - ს რატომ არ თამაშობო.

მეთქი რავიცი მივედი იმ დღეს ტელევიზიასთან ტრაფარატებით და ერთკაციან პერმანენტულ აქციას ვმართავდი და არ შემიშვეს მაინცთქო (ნუ ეს არ მითქვია მაგრამ აზრი ეგ იყო). აღმოჩნდა, რომ არასატელევიზიო თამაშები ცალკე იმართება თსუ-ში. 

მანდ თსუ-ში არისო 5 ტური. ჩელენჯიდან 16 გუნდიდან შემდეგში გადის 3 გუნდი, მერე ორი, მერე ერთი და ბოლოს სუპერში რა ხდება ვერ გავიგე.

   ჩელენჯი 

  |

მესამე

    |

მეორე

    |

პირველი

     |

სუპერი

მე ვუთხარი, ვერ გავქაჩავ მანდ მეთქი. ჰო რავიო, დამიკოპირა რაღაც კითხვა, (ლინგვისტუსის აღმოჩნდა) და გავეცი პასუხი :ალაჰაკბარ:

მერე კიდე ერთი, იმაზე ვერ გავეცი იმიტომ რომ ლოგიკური არ იყო და იმის შემდეგზე ისევ კი. 

შემდეგ სტუდიაში შემოვიდა გიორგი ბაქრაძე, ნატამ დაამატა ხოდა გიორგიმაც დამისვა რაღაც კითხვები და ვუპასუხე რაღაცეები და მერე ესე მითხრა გიორგი ბაქრაძემ რო შენ უნდა წახვიდე იქო, დასაწყისში შენნაირი 1-2 არისო. მეც შევიფერე და მოკლედ ნატა დეიდა წამიყვანს შემდეგ კვირას :) და მერე ძია გიორგი ჩამოვა 10 მაისს და იმასთან ერთად ვითამაშებ, უფრო კვალიფიციურ გუნდში (ან რამე ეგეთი სიტყვა, პრივილეგიას რო აღნიშნავდეს რა)

გიორგი ბაქრაძე მახსოვს სუ სუ ადრე თამაშობდა ხოლმე, და ერთხელ კიდე ამას წინ ვნახე. ახლა არაა საქართველოში. 

ხოდა მისურვეთ ეხა წარმატებები, ჩელენჯში გავდივარ! სულ რაღაც 11 წელიწადში 25 წლის გავხდები და შემეძლება გადაცემაშიც გამოვიდე :D 

Dec 20, 2008

დეტალი :)

ცოტა ხნის წინ დავაფიქსირე, როდესაც ვინმეს ვთხოვ ბლოგროლში ჩამამატოს, ამას იმიტომ ვაკეთებ რომ მაინტერესებს თუ რას დამარქმევს, და არა ის რო იმის ბლოგროლში ვიქნები და ხალხი შემოვა :)

თქვენც ასე ხართ?

Dec 15, 2008

სხვიტების პარადოქსი.

ამას წინად, სხვიტების რეპეტიციაზე ვამუშავებდით ახალ სიმღერას ჩემს ერთერთ კომპოტ ლექსზე, რომელიც მელოდიით ნამეტანი გრუზია. ხოდა ოთარამ არ მოიწონა მისი გრუზობა და თქვა:

სხვიტების პრინციპია დაარღვიონ ყველა პრინციპი.

როგორც ჩემმა გონებამ გადახარშა, ოთარამ პარადოქსი თქვა, რადგან:

თუ სხვიტებს აქვთ პრინციპი, რომელსაც ისინი იცავენ, ეს პრინციპი ვერ იქნება პრინციპების დაცვა. რადგან თუკი ისინი არღვევენ პრინციპს, ისინი ვერ დაიცავენ იმ პრინციპს, რომელიც მათ პრინციპების დარღვევას კარნახობს.

 

რას ფიქრობთ ამ სვერისწესტვინნ საბიწიაზე, პარადოქსია თუ მეშლება?

Dec 3, 2008

აჯღაბუჯღობანა




ფორუმჯის თემიდან :D

Nov 30, 2008

Eazy way or hard way?

გაციებული ვარ ისევ, ხვალე კიდევ გამოცდა მაქვს.. ვიმეცადინე, დილას მეზარებოდა მარა 1 საათში მოვრჩი, მგონი არ უნდა გამიჭირდეს.

თან ბერძნული ცხვირსახოციც მაქვს :)

რა არის ახლა ბერძნული ცხვირსახოცი:

ბერძნულს რომ ერთი წელია სწავლობ, და ოთხი კლასის მასალას გაწერინებენ, შეიძლება რაღაც დაგავიწყდეს. ამიტომ პატარა შემხსენებელი კარგი იქნება სკოლაში, არაფერი დაშავდება.

ჩემი ბერძნული ცხვირსახოცი არც საბერძნეთიდანაა გამოგზავნილი, არც საბერძნეთს მახსენებს და არც ბერძნების ნახმარია.

ჩემ ბერძნულ ცხვირსახოცს ზედ ბერძნული ამბები აწერია, აქა იქ წიგნიდან ამოჭრილი წესები მიუკვრია და დაკეცილა, რო შეხედავ კი არაფერი ეტყობა :-)

ეს დღეებია ”ალისა საოცრებათა ქვეყანაში”-ს ვუტრიალებ, რაც მეტს ვიგებ უფრო იღვიძებს ჩემი ცხოველი ინტერესი. აი მე რომ მიყვარს ისაა, ზუსტად მე ვარ! ყველაზე დიდი მხიარულება კიდევ ამ მოთხრობაში ისაა, რომ არანაირი აზრი არ აქვს. ასე ვთქვათ

მისი აზრი იმაშია, რომ მას არანაირი აზრი არ აქვს.
ეს მოთხრობა ააშკარავებს ადამიანის სიდიადეს და ყოველ ინდივიდს საკუთარი ისტორიის დანახვა შეუძლია ამ შედევრში.

საოცრებაა, მაგიჟებს რასაც ქვია. ვისაც არ უნდა მივწერო, არცერთ თანატოლს არ აინტერესებს [(εγωισμό) - ესეც პატარა რუბიკი :>] პასუხები მრავალფეროვანია - ”რა შეი#ე მაგ ალისათი” ”ალისა მე ვიცი ნოთი ამერიკაში” ”you're just a kid. ვინ უყურებს ალისას? :))))”.
მარა არის მასში რაღაც!

ციტატა Mad Tea Party - დან:

`Have some wine,' the March Hare said in an encouraging tone.

Alice looked all round the table, but there was nothing on it but tea. `I don't see any wine,' she remarked.

`There isn't any,' said the March Hare.

`Then it wasn't very civil of you to offer it,' said Alice angrily.

`It wasn't very civil of you to sit down without being invited,' said the March Hare.



ხო, ეხა რაც სათაურს შეეხება. ამას წინათ მარიმ გადმომცა დოდის ნათქვამი, რომ ჩემ ბლოგზე უფრო ძირს უნდა დავეშვა და ”Dear Diary” პოსტები ვწერო. აი სკოლაში რა ხდება, რომ რეპრესიებს აქვს ადგილი და გვავიწროვებენ, დიქტატურა როა და საერთოდ რომ ნუ რა დონეა. ასე უფრო მეტი ვიზიტორები გეყოლებაო - მართალიც არის. მაგრამ, არის ერთი მაგრამ - ეს კომერციულია, It's not an art, it's eazy way.

არადა, მე სულ ასე ვარ - Hard way-ს ვეჭიდები და ბოლომდე ვერ მიმყავს. აჰა, ხომ ვხედავ რომ ჩაშუშულ მაჩვებზე ბისკვიტიან ნახევარმკრთალებზე ხალხს არ აინტერესებს პოსტები. იმიტომ რომ არ ევასებათ რუბიკები. ხალხს უფრო სწორედ კი უყვარს რუბიკები, მაგრამ რუბიკის ამოხსნისას გვერდზე რა დაიხატება, ამას აქვს მნიშვნელობა. ასე რომ, ცოტა უფრო ინტრიგული და ნაკლებად ზოგადსაკაცობრიო პოსტები გამოაცხვეო - ასე ამბობს დოდი დეიდა.

მაგრამ ასე ხო ჩემი ბლოგის ჩემბლოგობას ვკარგავ?

მე ართი მინდა...

მარა კომენტარებიც რო მინდა? :გივი:

I need a better blogosphere?

no! i need better society :D

p.s. ეს იზი ვეი იყო :მო:

Nov 23, 2008

ბელია ფოსტერ - გულაბელაშვილი

[შენიშვნა  :  ეს პოსტი დადრაფტული იყო რადგან ვიღაცვიღაცეები თვილდნენ რო არ შეილებოდა მარა მარის ბლოგის წარმატებამ დამადებინა ისევ :დ]

წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომელიც ბევრად ადრე გადავუღე ჩემ დას, ვიდრე წინა პოსტში მოცემულ ვიდეოს ვნახავდი (!) ხოდა ესეგი რა ხდება, ბევრი მუშაობის შემდეგ, ხან რაო და ხან რაო, დავჯექი და ჩემ დას კითხვების სმა დავუწყე. მერე გადავიღეთ შემოსვლა, მერე ის კითხვები ჩემი დასმული ჩავანაცვლე მარის კითხვებით და ეგ იყო & ეგ.





ველი შეფასებებს :)

Nov 22, 2008

არ ვიჩი და რაავქნააა :(

თინჯური სიბრძნე

[*** მეასე პოსტი.]
ახლა შევამჩნიე რო მეასე ყოფილა, თავში კიდე სამეასეპოსტო არაფერი მომდის, ხოდა იყოს რა...

ტაკს, გათიშული იყო როგორც იცით (კავკაზუსისდედამოვტყან:mad:) ბლოგერ.ქომი და ვერ დავპოსტე. თინ.ჯი ზე ვბოდიალობდი, ბევრ ძალიან საინტერესო რამეს წავაწყდი. მაგალითად, თემა ”ჩვენი ბრძნული აზრები”.

აქ წარმოგიდგენთ ისეთ ფრაზებს, რომლის ავტორებსაც დღეს-ხვალ ნობელის პრემია უნდა მიანიჭონ მე თუ მკითხავთ.

myudro-nati
ეს კი მარტო ჩემი ხასიათიდანაა გამომდინარე:
მიყვარს ყველა,ვისაც ვუყვარვარ.

chiqo17
გამარჯვების იმედი გქონდეს... მაგრამ მზად იყავი დამარცხებისთვის....

wadi sheni !...
თუ თვალებს დაიბრმავებ აღარც გული აძგერდება.
მთავარია, ცხოვრებაში "ოქროს შუალედი" დაიცვა... და არ იყო რადიკალური და კატეგორიული... არც თვალებით ყურებაა უკეთესი და არც გულით... თვალისა და გულის მხედველობის არე ერთმანეთთან უნდა იყოს დაკავშირებული, თუ გინდა რამე დაინახო.

darkness

girls created for boys

myudro-nati
დაგიკიდა?!დაიკიდე.

საკუთარია.იმედია მოგეწონათ

wadi sheni !...
We can't live without women... women are created for us !!! and as we can't live without woman... women can't live without us.
so... it is a way of life... it's a mode of living.

wadi sheni !...

ცხოვრება ერთი დიდი კითხვის ნიშანია,რასაც ჩვენი ამქვეყნად არსებობის განმავლობაში პასუხი უნდა გავცეთ.


იტოგში ბევრი მიწერია...



BoYs_R_Ma_ToYs
ყველაფერს გულით უყურე და არა თვალებით...

mio
ისე გიყვარდეს ადამიანი, როგორც გსურს შენ უყვარდე
მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარუტით შორს ვერ წახვალ (ეგ იგივე ეგოიზმია)
საკუთარი თავის იმედი თუ არ გაქვს ცხოვრებას აზრი არ აქვს (თუ სხვაზე ხარ დამოკიდებული რა)