Apr 27, 2009

შეხვედრა მინისტრთან

დღეს ადრე გამაღვიძეს, სასწრაფოდ ჩამაცვეს და განათლების სამინისტროში წავედი. იქ შევედი, დავჯექი და ლოდინი დავიწყე. რამდენიმე ნაცნობიც შევნიშნე, ოღონდ ისეთი ნაცნობი, ორივეს რო უტყდება გამარჯობის თქმა ვაი და  ვერ მიცნოსო. ორს მივესალმე და ორივემ მიცნო, საბედნიეროდ.

შემდეგ მოვიდა მინისტრი, ილაპარაკა, გვაქო, გაგვაცნო რა სიტუაციაა, სად რამდენი კაცი გავიდა და რა იქნება შემდეგ წელს. დაგვაიმედა, წარმატება გვისურვა, შემდეგ მეორე ადამიანმა დაიწყო ლაპარაკი, ქალი რომ არის ეროვნული გამოცდების ”უფროსი”. 

ხოდა, მერე დააჯილდოვეს წინა ოლიმპიადის გამარჯვებულები, რომლებმაც უცხოურ კონკურსებზე მიაღწიეს წარმატება. ორი ათას-ორი ათასი ლარი გადასცეს ყველას, ზოგი ფიზიკაში იყო გასული, ზოგი მათემატიკა, ზოგი კიდე ინფორმატიკა.

მერე კითხვების დასმა დაიწყეს და კულმინაცია იყო ქერა მეექვსე-მეშვიდე კლასელი ბიჭი სახელად ჯიმი, რომელიც უეჭველი იყო რომ ოპოზიციურ ოჯახში იზრდებოდა.თავიდან რომ გამოვიდა ლაპარაკი დაიწყო და გაჩერდა, კიდევ დაიწყო კიდე გაჩერდა:

”ыыы... ისა რა ქვია.. ыыы.. ერთი წუთით.. კხმ. ” - ხალხი იცინის, მაგრამ ჯიმი არ იმჩნევს, იგი იწყებს მწვავე კითხვების დასმას: 
 -”ცოტა ხნის წინ ბატონმა მინისტრმა თქვა რომ სპეციფიური საგანია ინფორმატიკა ыы და მე მაინტერესებს, ыы.. აი რატომ არ არის ისეთ სკოლებში სადაც ინფორმატიკა ისწავლება ыы დაფინანსება ыыы...”
 - ”იმიტომ რომ ამ მხრივ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, ეტაპობრივად” - სად ეცალა ჯიმის ამდენი, ჩაერია საერო გამოცდების ”უფროსს” სიტყვაში:
-”ыыы აი ხოდა ჩვენ სკოლაში თუ ისწავლება ინფორმატიკა რატო არაა შესაძლებლობა აი მაგალითად ჩემს სკოლაში დგას ძველი კომპიუტერები.” - ამ დროს ბატონი მინისტრიც დაბრუნდა და უპასუხა:
”-შენ რა გქვია? 
-ჯიმი.
-ჩემო ჯიმი, რეგიონებში გაცილებით უარესი სიტუაციაა და იქ ძველი კომპიუტერებიც...
-არა უბრალოდ მე მაინტერესებს და რატო არ ხერხდება დაფინანსება ჩვენს სკოლაში სადაც ეს საგანი ისწავლება?”
  და ასე ერთი თხუთმეტი წუთი როგორც იტყვიან ”ჯიმი ბჭობდა ხალხი იცინოდაო” თუ როგორც არის. შემდეგ რაღაც კიდე ერთი ორი კითხვა, ასე შემდეგ. 
 ამის მერე მე და ერთი გოგო რუსთავი ორის კიდს ნიუსში ჩაგვწერეს, რაღაცეები ვიბოდიალე მაგრად მეძინებოდა, არ მახსოვს. კვირას იქნება და ვნახავ. 

მოკლედ უნდა გავიდე შემდეგ ტურში, პირველ ადგილზე 1კ გელაა, მეორეზე 700, მესამეზე 500. ზუსტად არ ვიცი ერთჯერადი თუ 1 წლიანი. 

p.s. მეძინებაზე მეძინება, გრამატიკაზე და ეგეთ რამეებზე პასუხისმგებელი არ ვარ...

Mar 4, 2009

სად ვკვდებით aka კლიპმეიკერების მორიგი მარაზმი

მეგობარმა გამომიგზავნა ამ კლიპის ლინკი, ქართველი ვინმე შოთიკო ბოჭორიშვილის - ხელები ცისკენ. კლიპი სტატიის ბოლოს. აუცილებლად წაიკითხეთ ბევრი ვიწვალე!!!

გენიალური კლიპია, ჯერ დასაწყისია ისეთი, ჯერარდ ვეიმ რო ნახოს, მთელი მაი ქემიქალ რომანსი თავს მოიკლავს და საფლავში გადატრიალდება.
ეს ბიჭი დევს რაღაც პროსტინაზე, დასაფლავებაა (პროსტინაში უნდა გაახვიონ ალბათ) და გოგოები ვარდებით ხელში დგანან. ამ დროს შოთიკო თავს მოაბრუნებს და მთელი გოგოები გამორბიან იმერულ ესკიზების მაგვარად მიიცვალებული აღსდგა მიიცვალებული აღსდგაო დაფეთდებიან. მთლად ქემიქალ რომანსური არ გამოუვიდათ, იმიტომ რომ გოგო უნდა იწვეს იმ კუბოში კიარადა, მაპატიეთ, პროსტინაში. სავარაუდოდ გოგო ვერ დაითანხმეს და შოთიკომაც, თავი კუბოში სადებად არც მე მინდა და მოდი პროსტინაზე დავწვებიო.

My chemical romance და იმერულ ესკიზებს ვინ გაკმარებთ, ჯერ ყველაფერი წინაა. ვიდეოკლიპი შემდეგნაირად ვითარდება - შოთიკო სახეზე კაპიტალური რემონტით და ექსტრავაგანტული თმებით გვევლინება ცხრასართულიანი შენობის სახურავზე, შუქის გიტარასთან ერთად, რაც რათქმაუნდა სიმბოლურია და შოთიკოს როკიზმისკენ მიდრეკილებას ააშკარავებს.

ლირიკაც არ ჩამოუვარდება კლიპს ორიგინალურობაში:

”ხელები ცისკენ
ვიმღეროთ ისევ
აქ ყველა გვისმენს
სიცოცხლეს იწყებს

სამყარო სივრცეს
ქვეყანას მისცემს
და ამ სივრცეში
მე ვერავინ მიგებს

ამ ემო ნოტაზე დავპაუზდეთ, რადგან სახურავიდან უკვე სიტუაცია ერთობ აღსანიშნავს სცენაზე გადადის - შოთიკო შეჩქვიფებული სახით კუსტბაზე არბის. უი, უკაცრავად სახურავი არსად წასულა, დაბრუნდა თან შოთიკოსთან ერთად იქ მისი მეგობარი სუპერ გიტარისტი ბიჭია, პირობითად არჩილი დავარქვათ.

არჩილი ძალიან ნიჭიერი ბიჭია, თან ეს აკორდი უყვარს ძალიან -
უეჭველად ძალიან უყვარს, თან ისე უყვარს რომ სოლოს დროსაც ეგ აკორდი უჭირავს, ნუთუ დაფასება არ უნდა? ასეთ ვირტუოზულ სოლოს უკრავს, წარმოიდგენ რომ თითები დამტვრევაზე აქვს მაგრამ ნურას უკაცრავად, მას მედგრად უჭირავს მისი საყვარელი აკორდი, რომელიც როგორც სპეციალისტები ამბობენ, Dm#7-ის ევოლუციური შთამომავალი უნდა იყოს.

არჩილი ისეთი ძლიერი გიტარისტია, რომ მისთვის ეგრედ წოდებული ”რემენი” საჭიროებას არ წარმოადგენს. მას შეუძლია ერთდროულად დაუკრას გიტარაზე თავისი Dm#7 აკორდი ოთარ რამიშვილისებრი რიტმით, და თან მაჯით გიტარა დაიჭიროს. ერთი შეხედვით ზემოაღნიშნული აკორდი გვაგონებს ”რემენის” არ ქონის დროს გამოწვეული დისკომფორტის ძლევას - თითქოს არჩილს ორივე ხელით უჭირავს გიტარაო, მაგრამ არჩილისგან ეს არარეალურია.

ლირიკის გაგრძელება:
ხელები ცისკენ, სულები ღვთისკენ

ახლა უკვე მოქმედება შიგ კუს ტბაში გადადის, შოთიკო და არჩილი დგანან შიგ კუს ტბაში, ნუ შოთიკო თუარა, არჩილი მაინც. თან არჩილს ეტყობა ძვირადღირებული ჯინსები აცვია, აკაპიწებული აქვს მუხლებამდე.

აქ უკვე სოლო მოდის, Dm#7maj სოლო, აქ თან ოპერატორი ვირტუოზულ თითებს ახლოდან გვანახებს, რომელიც მედგრად იღებენ არჩილის საყვარელ აკორდს. ძალიან მიყვარს ეს მომენტი.

სოლოს დასასრული ისე ვითარდება, თითქოს არჩილი სახურავიდან ისვრის გიტარას, მაგრამ სადაა მაგდენი გიტარები, დასაწყისი გვაჩვენეს და უშუალოდ ხელის გაშვების პროცესი უნდა წარმოვიდგინოთ. კრიზისია მსოფლიოში!

ნუ შემდეგ უკვე სახურავი სიბნელეში, შოთიკოს სირბილი, და დასასრული კარგად ვერ გავიგე, შოთიკოს გაიტანს მანქანა, რომელშიც ზის შოთიკო და შოთიკოს ეღვიძება... დაახლოებით ასეა...

ახლა კი თვითონ კლიპი: