29 ივნისს ქეთი ლონდონში გავაცილეთ, ახლა უკვე იქაა, ალბათ ტკბება ევროპული კულტურით და ბლექ ლეიბლს წრუპავს :) . არც ისეთი დაძაბული აღმოჩნდა ის დღე როგორსაც ველოდი - ყოველ შემთხვევაში სანამ მე იქ ვიყავი - პირველ საათამდე. ქეთი 2 საათზე აეროპორტში გამოცხადდა, ხუთის 10 წუთზე კი თვითმფრინავი მიწას მოშორდა.
მთელი საღამო სიცილ-ხარხარში გავატარეთ, მაგრამ მომენტებში ხალხს სევდა მოუვლიდა ხოლმე - ეს კამერამაც დააფიქსირა. თვითონ ქეთიც მხიარულად ალაგებდა ბარგს მეგობრებთან ერთად. მაგრამ, მასაც ეტყობოდა რომ არ უნდოდა ლონდონში წასვლა. საბედნიეროდ მე კამერა მქონდა და ყველაფერი გადავიღე. გავა დრო და ყველა ერთად ვიცინებთ :) ან ვიტირებთ - ეგეც შეიძლება. ყველა თავის ჩვეულ ამპულაში იყო - ია ჩუმად იჯდა, ალენა თიკოს ეკაიფებოდა, თიკო კიდევ მობილურით ხელში იჯდა და რაღაცნაირი სევდით იღიმოდა. ქეთი სიმღერ-სიმღერით ფაციფუცობდა და ჩემოდანზე ხტუნაობდა. როგორც იქნა შეკრა, მაგრამ სანამ შეკრავდა ჩუმად ნაწერი ჩავუტენეთ -
"გვიყვარხარ ძალიან,
ხიმში
სექრეთსი"
და ცოტა ხნის მერე მეორეც:
"უკვე მოგვენატრე....."
მაშინ ვერცერთი ვერ დაინახა, ალბათ ახლა უკვე წაკითხული აქვს. თუ რათქმაუნდა ლონდონის სილამაზემ ისე არ მოხიბლა რომ ბარგის ამოლაგება არ დაავიწყა :)
მოკლედ ემოციური და კარგი დღე იყო. არ ვიცი რა მოხდა გაფრენისას, მაგრამ ჩემი იქ ყოფნის დროს არავის უტირია :) თიკოსაც კი :).
Jun 30, 2008
29 Jun
ავტორი: Secrets დრო: 1:10 AM 5 კომენტარი
კატეგორია: დღიური
Jun 26, 2008
პირობა დაირღვა
მოკლედ მე პირობის დაცვა არ ვიცი.. დღეს უკვე მოვახერხე და ვიხეტიალე, ჩემგან არაფერი არ გამოვა :)
მაგრამ მაინც მშვენიერი დღე იყო, სახლში ჯდომას ჯობდა. ძალიან არც დავღლილვარ, ალკოჰოლი ჩემი ტკივილია, ძალიან მალე მეკიდება :) . აბა აწი ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
პანკის სტიქიაზე მოვედი, ხასიათიც გამომიკეთდა. მოკლედ კაი სიტუაციაა. თავიდან ძალიან მეზარებოდა გასვლა, მაიძულეს და დგე მშვენივრად განვითარდა, მოკლედ კაი დრო ვატარე - უბრალო მაგრამ კარგი დღე იყო.
პ.ს. -Offspring - Get A Job
ავტორი: Secrets დრო: 11:21 PM 2 კომენტარი
კატეგორია: დღიური
სახლში ჯდომა რულზ!
ამ ბოლო დროს გარეთ დავხეტიალობ, იშვიათად მწყინდება. გაცილებით აქტიური და მრავალფეროვანი გახდა დღის რეჟიმი, მაგრამ უბრალოდ დავიღალე. ცოტა ხანი პაუზას ავიღებ, დავისვენებ - წინ ხომ ზაფხულია!
P.S. - ჩემი ბლოგი დღეიდან უფრო დაემსგავსება ყოველ-დღიურს. მარტო ჩანახატების გამოქვეყნებას მოვეშვები.
ავტორი: Secrets დრო: 5:53 PM 2 კომენტარი
კატეგორია: დღიური
Jun 16, 2008
400
400 მარიონეტი
400 დაკარგული ბავშვობა
400 ჭურჭელი
400 გაუჩენელი კითხვა
400 თანხმობა, ყველაფერზე..
400 გაუაზრებელი ცოდნა
400 კმაყოფილი ადამიანი.
ავტორი: Secrets დრო: 3:15 PM 6 კომენტარი
Jun 13, 2008
დაგცინი
მზეო მზეო, ცხრათვალა!
ვის უცინი, ვისა?
ცინიზმი ხომ დაცინვაა,
ჩაგვრა მორალისა!
ცხოვრებაში ეგ ღიმილი
არას გარგებს იცოდე.
ხალხს ზემოდან ნუ უყურებ,
თავმდაბლურად იცხოვრე!
დიდთან დიდი იყავი,
პატარასთან - პატარა,
მეგობრობის ფასი იცი,
ხან იხუმრე, ხან - არა!
ეცადე ყველას გაუგო,
ნუ იქნები გულცივი,
სარკაზმით ნუ მიუდგები,
გაიჭირვე სხვის ჭირი
ავტორი: Secrets დრო: 10:43 PM 2 კომენტარი
Jun 10, 2008
მზის ნიჩვრიტოვანი ნათება
აგერ უკვე რა ხანია გაურკვევლობაში გახლავარ, სიახლეების რიდი მაქვს და გამოსავალსაც მასში ვეძებ, ახლის მეშინია - ძველი კი არ მშველის. თითქოს ყველას პირი აქვს შეკრული და მე მატყუებენ. რას მიმალავს ხალხი? საერთოდ აღარ მინდა აღარაფერიო ვამბობ მაგრამ ყველაფერი მინდა, ასე ერთ ადგილას ხომ ვერ გავიყინები, თან ისეთ ადგილას სადაც არ დამედგომება. სინათლემ რომ გზა უნდა გამინათოს, თვალს მჭრის და რამისაა გზასაც ავცდე. საუკეთესო გამოსავალს ვეძებ და უარესისკენ მივიწევ. სიმართლეს და ტყუილს ვეღარ ვარჩევ, აღარავის ვენდობი. ჩემი კრიტიკით სხვას თავი მოვაბეზრე, არადა თვითონ ჩემ თავს ვერაფერს ვშველი. არსებობს რო ისეთი ადამიანი ვისი ნდობაც ბოლომდე შეიძლება? ვის უნდა ვენდო საკუთარი თავის იმედი აღარ მაქვს.. ამაზეა ნათქვამი რა უნდა არ იცისო. ოხ ეს ასაკი რა..
ავტორი: Secrets დრო: 1:20 AM 1 კომენტარი
ზოგადად კომპოტი.
ესეა, ესე. ცხოვრება ეგეთია, ყველასთვის თანაბარი - ვინც წვალობს თავისას შოულობს, ვინც არა და უჩნდება.. გავაგრძელოთ, რას შევცვლით. ეს ხომ ჩვენი სამშობლოა, ის უნდა გვიყვარდეს... საკუთარი ნაგავი სხვის ტორტზე უფრო გემრიელია.
შეგეცით მორალში - ცხოვრება კომპოტია, კომპოტი!
ავტორი: Secrets დრო: 12:40 AM 0 კომენტარი
კატეგორია: კომპოტები