ხო,
წინა პოსტს რაც შეეხება, თემა წამაკითხეს და ათიანი მივიღე, მარა რამე მეტს მეტყვის მასწავლებელი მეთქი, მარა მარტო ის თქვა საინტერესო გადაწყვეტააო, კარგად გიწერიაო და პატარა გრამატიკული შეცდომები კი იყო მარა არაუშავსო. მერე სხვა ააყენა და დავჯექი მე მეთქი მეტყოდა ან საპირისპიროს, კონტრარგუმენტს. კარგი მასწავლებელია წიპა ისეთი არაა ზეპირობას და იმეებს რო ითხოვდეს, ჩარჩოებსაც არ სვავს ხოლმე თემებზე მარა კონტრას ამბობს ყოველთვის.
დავჯექი და ვფიქრობდი მეთქი ეხა გაიგოო თუ ვერ გაიგო . .
დალშე, სკოლიდან თეატრალურზე წავედი ეგრევე და იქ პატარებიდან დამხვდა გოგონა. აი ძაააალიან დიდი და შრეკის კატას რო აქვს, ვერ გაარჩევ იმის თვალებს და ამისას. საყვარელია, ცხრა წლისაა და ძაან დიდია. ამ ბოლო დროს ამეკვიატა მეტროშიც და საერთოდ ყველგან სადაც დრო და საშუალება მაქვს ხალხს ვათვალიერებ თავიდან ბოლომდე. ხოდა დავუწყე ამასაც თვალიერება. მოქსოვილი, თეთრი ჟაკეტი ეცვა - მკლავები კი ქონდა ბოლომდე მარა ტანზე რაღაც ტოპიკივით იყო - ამან მიიქცია თავიდან ჩემი ყურადღება. იმის ქვეშ ეცვა ორი შავი როლინგი, თან ისე რო ზედა მაისური ქვედას არ ფარავდა. ძაან ჩანჩურულად ქონდა, მე რო ვიცი ხოლმე ისე. სუ აქეთ - იქეთ დარბოდა, რაღაცას ცეკვავდა, თავისთვის ლაპარაკობდა, მღეროდა, რაღაც ნაჭერი ეჭირა და ხან ასე შემოიხვევდა ხან ისე. ხან სუპერმენი იყო ხან სემიჩკის გამყიდველი. ამ დროს მასწი რაღაცას იწერდა ერთი ქაღალდიდან მეორეზე. ერთი ხელებზე არ დავკვირვებივარ ამ გოგოს რატომღაც, არადა ყველაზე კაი პონტია რო რაღაცეები გაიგო. შარვალიც სტრანნი ეცვა, წელთან და მუხლის ზემოთ გააანიერი-გააანიერი იყო, ზმეიკაც უაზროდ შეკრული - მეთქი ვინმესი იყო და მერე ამის ზომაზე შემოაჭრეს თქო. მუხლის ქვემოთ ტოტები ძაან ვიწროვდებოდა. ტოტის ბოლოს კიდე ყველაზე მაგარი დეტალი - ამ ჯინსს დაკერებული ქონდა შავი ნაჭერი, ნაკერთან და ტოტის ბოლოში ვარდისფერი ბისერების ორი ხაზი იყო. უეჭველი სახლში მიკერებული იყო,
ორი აზრი დამებადა, ან ღარიბულად ცხოვრობდა და ოჯახში ყავდა ვინმე ვინც ამ ტანსაცმელს ასე სტრანნად უკერავდა, ან კიდევ ეს ბავშვი იყო ძაან ფანტაზიორი და ჩალიჩა. ფეხზე ცეკვის ჩუსტები ეცვა, ბევრი ცეკვისგან გაცერცლილი. შარვალიც მამენტ ეგეთი იყო, მიკერება იყო ახალი გაკეთებული მარტო. ამ საცეკვაო ჩუსტებს ძირთან გამოხეული ქონდა კაი ხანია - ძაფები გამოცვენოდა უკვე იმ ნახევს. რასაც ეგ დარბოდა და ცანცარებდა, ცეკვაზე ვაბშე ყირას გადავიდოდა და გახუნება არც იყო მოულოდნელი.
მერე რამდენიმე კითხვა დავუსვი,
ოჯახში ვინმე თუ კერავს,
ბისერები თუ გიყვარს,
ბავშვობიდან ტანით დიდი ხარ თუ აიყარე უცებ მეთქი.
არც ისე ღარიბულად ცხოვრობს როგორც დავასკვენი, უბრალოდ ჩალიჩი და კერვა ევასება, თორე ვინმე რო მკერავი ყოლოდა სახლში ფეხსაცმელს დაუკერებდა პირველ რიგში და ნორმალურ ჟაკეტს მოუქსოვდა. თან დამოუკიდებელია და სხვას არ იკარებს, ამიტომაა ესე აჩანჩური დაჩანჩური რო დადის. გამოიღებდა ალბათ დედამისის ძველ შარვალს, გადაჭრიდა, მიაკერებდა - ასე ისე და ჰო.
ალბათ თვითონ იღებს ტანსაცმელს დილაობით და თვითონ გამორბის სკოლაში, ყოველშემთხვევაში სკოლიდან უკან თვითონ მირბის და კაი ტელეფონიც აქვს, ზნაჩიტ არც ღარიბია და არც ძაან დაბდურა. რაც უნდა რომ გამოუვიდეს გამოსდის, რაც უნდა რომ გააკეთოს აკეთებს :)
ამას ყველაფერს გავარკვევ მე ხვალე, რაღაც კითხვებს დავუსვავ თორე ვკვდები ინტერესით..
ხო, კიდე.
დღეს ვიყავით კლასელის დაბ დღეზე, ძაან გამიტყდა იმიტო რო ჯერ სკოლაში რო მითხრა ხვალ მაქვსო დაბადების დღეო და არ ვიცი ვიხდი თუ არაო, მე გავეკაიფე თუ არ მპატიჟებ კი არ მიტყდება მეთქი (მეც მაგარს ვღადილაობ :გივი:) ხოდა დამირეკა გუშინ აქა და აქ მოდიო, მეც დედაჩემს დავუბარე რამე საჩუქარი იყიდე რომ მოვალ ავიღებ და წავალ თქო.
მოვედი და რას ვხედავ, იუვენტუსის ზნაკიანი დისკების ჩასადებია, არადა ეს ბიჭი ლივერპულის ფანია :გივი:
ხოოდა ბოლოს გადავწყვიტე ჯანდაბას წავალ თქო. მივედი და სანამ საჩუქარს გადავცემდი:
-რააატი, როგორ ხაარ? გილოცავ დაბადების დღეს (რაც შემილია ვიჭიმები და ლაპარაკსაც ვჭიმავ უხერხულად)
-რაავი ტო, შემო თავად როგორ ხარ, მადლობა დიდი.
-ეხლაავე, სად დავკიდო?
-აქ დაკიდე და წამო იქეთ არიან ბავშვები
-ისა რატი, ეხლა მე შენ იუვენტუსი უნდა შეგაყვარო :გივი:
-ვააა, საღოლ :D რატო?
-იიიიმიტოროოო.... იიმიტორო მე დედაჩემს კი ვუთხარი ლივერპულის აქსესუარი წამოიღე თქო მაარა იმან რატომღაც იუვენტუსი გაიგო (გავს რა სიტყვები - იუვენტუსი - ლივერპული, იუვენტუსი-ლივერპული :))) )
-აა :)) არაუშავს დაიკიდე, ადრე იუვენტუსს ვბალეშიკობდი
-ხო აი ეგრეც ვიცოდი! ინტუიცია რაარის რა მაინც..
****
მეერე, დღეს ერთმა კლასელმა მომიყვა მოკლედ სკოლაშია სასწავლო ნაწილი, რომელსაც აქვს რაღაც გაურკვეველი მიმართულების წრე, ქველმოქმედებენ, ეხმარებიან გაჭირვებულებს და თან ლაშქრობებზეც დადიან. კაცია კაკ მინიმუმ შესდისიატს უკაკუნებს და მოოკლედ ეს საწყალი ჩემი კლასელი დაჭერილი ყავს სხვა არავინ არ დადის მგონი მაგ კაცთან (ესეთი სიტუაციები მევასება მაგრამ კაცია თვითონ ისეთი სულელი რო ბრრრრ.. ) ხოოდა, ადრე, სანამ კიდე ხალხი დადიოდა მანდ, ვიყავი და სიტუაცია ასეთია: ერთი მასწავლებელი უზის 8 ბავშვს წინ, და ყველა ერთად ლაპარაკობს თუ როგორ თახსირდება ერი, რატომ არ უნდა წაისვას მაკიაჟი გოგომ, რატომ არ უნდა ჩაიცვას შარვალი, რატომ არ უნდა დავივიწყოთ ვეფხისტყაოსანი რომელიც რატომღაც მითიურ სტატუსს ატარებს მთელ სკოლაში (არადა თავს დავდებ რომ სერიოზულად გაანალიზებული უმეტესობას არ აქვს [მათ შორის მეც, მაგრამ არ ვამტკიცებ მის სიდიადეს]).
დაუმატებია იმ კაცს სკაიპში ეს გოგო და საათობით ლაპარაკობდნენ თურმე,
მეერე ტელეფონის ნომერიო მომეცი დაგირეკავ და ისე ვისაუბროთო იმან
მეერე გაუბია საათობით იმ კაცს და რამდენიმე დღის მერე ამბობს რომ შენო ისეთი კაი გოგო ხარო შეილება შემიყვარდეო :D
ნუ ი გიმნაზია ნუუ :))
ხოდა, ამ კაცის სიბრძნეთაგანია ერთერთი რომ თურმე პარკებში და მაგვარ ადგილებში რო წყვილები კოცნაობენ მოგზავნილები არიან სხვადასხვა ქვეყნიდან, არეკლამებენ კოცნაობას, რყვნიან ქართველ ერს და ამაში ფულს იღებენ :ბის:
ბოდიშით ჭორაობის ტონით რო დავწერე, მარა ჩამოყალიბება დამეზარა :)
Nov 4, 2008
გრძელი დღის გრძელი პოსტი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 Comments:
ფრიდ გავხალისდი საღოლ!!1
: ))
რა გინდა შენ სკოლაში ?!
შენ ადგილას იმ დებილობებს ,რასაც ასწავლიან 9-10-11-12 კლასებში უცბად გადავხარშავდი და უნიში ჩავაბარებდი
ამდენი ტვინი რომ მქონდეს :))))
Post a Comment