Feb 4, 2009

Day After Yesterday.

მიუხედავად იმისა რო გუშინ დიდი იმედი მქონდა სკოლის გაცდენის - დღეს მაინც ამაყენეს. გამაღვიძეს თუარა მალევე ავდექი, ჩავიცვი, ვჭამე და ვივარჯიშე (იუპ). დიდი იმედი მაქვს რომ დილის ვარჯიშს მომავალშიც გავაგრძელებ, იმედია ის ბოროტი ძალა ხელს არ შემიშლის, არადა ახლაც ხელს მიშლის პოსტის დაწერაში.

სკოლაში ადრე მივედი როგორც ყოველთვის, მერე იბისიში გადავედი, ლაზერი ეკიდა ხომე მანდ და ყოველთვის მინდოდა მაგრამ ფულს ვერ ვიხდიდი, იმიტომ რომ დიდ შესვენებამდე (ანუ იქამდე, სანამ იბისი გადაგვიშვებენ) სულ დახარჯული მაქვს ხოლმე ფული. ეხა ეგეთ ხერხს მივმართე და თავიდანვე იქ შევედი. მაგრამ რად გინდა, ლაზერები აღარ გვაქვსო. წამოვედი უკან.

ცოტა ხანი გვალოდინეს, მერე დამრიგებელი მოვიდა და კარიც გაგვიღო. პირველი რა გვქონდა აღარ მახსოვს, ალბათ მეძინა.მეორე ქიმია, და შემდეგ ინგლისური.

ინგლისურმა გამიძახა, არაფერი არ ვიცოდი. მკარნახობდა ქართულად სიტყვებს, ვთარგმნიდი და დაფაზე ვწერდი. ჰოდა ისეთი რაღაცეები მიკარნახა, რო აქა-იქიდან მახსოვდა. ბოლოს სახელი და გვარი მკითხა და კაიბიჭიხარო 10 დამიწერა :უსერ:. მერე რუსულმაც გამიძახა, სიტუაცია იგივე იყო ტექსტი ერთხელ გაკვეთილზევე წავიკითხე მარა მოყოლა ვეღარ მოვასწარი, ზარი დაირეკა. ფსიქოლოგის შემოყვანა გვინდოდა, მივედი და ძაან დაღლილი ვარო, არ შემილიაო. არადა ჩვენ გვეუბნებიან კაცი შრომით არ იღლებაო Oo . მერე იყო საღვთო სჯული - გაკვეთილი ჩვეული სცენარით ჩატარდა: თავიდან სახარების მონაკვეთების გარჩევა, მერე რაღაც წამოსროლილი თემა და გაკვეთილის ბოლომდე დისკუსია პრინციპით: იცინის ის ვინც მეტია.

ჩემმა ერთმა კლასელმა დასვა ერთობ გადაღეჭილი კითხვა - თუ ვიღაც ირანში დაბადებული მაჰმადიანი თავის მხრივ იცავს ათ მცნებას და პატიოსნად ცხოვრობს, მოხვდება თუარა სასუფეველში.

- მასწავლებელი; - გიო, მე ანუ; - სოფო ანუ დისკუსიის მეორე მხარე; - ანი, ანუ კითხვის დამსმელი.

ა: - მას, აი მაჰმადიანი თუ იცავს ათ მცნებას და კარგად ცხოვრობს, ცხონდება თუ არა? ის ხო იმ ქვეყანაში გახდა და მის ნებაზე ხო არ არის რო ქრისტიანი გახდეს, ანუ ხო ნაკლები შანსი აქვს უფლის გზას დაადგეს?
მ: - უფალი ამბობს, რომ მხოლოდ მონათლულნი ცხონდებიანო.
ს: - მას და იმან რა დააშავა?
: - არაფერი, ყველას აქვს არჩევანის საშუალება, შეუძლია მაგასაც რო გაქრისტიანდეს.
: - ისეთ სახელმწიფოებში, როგორიცაა ირანი, საუდის არაბეთი, ინდოეთი, ერაყი, როგორ ფიქრობთ მას, ხალხი არ თვლის რო მათი რელიგია ჭეშმარიტია? როგორც ჩვენთვისაა ჩვენი რელიგია ჭეშმარიტი(Kidin), ისეა იმათთვის თავისი.

ასე დაიწყო ყველაფერი, შემდეგ ზარი დაირეკა და მასწავლებელი გავიდა. ბოლოს უკვე მე და სოფო ვკამათობდით, ოღონდ სოფოს დამხმარეებიც ყავდა.

ს: ის თუ კარგად ცხოვრობს, არაფერს არ აშავებს, რატო არ მოხვდება სამოთხეში?
: კარგი კითხვაა, მოდი ვნახოთ სახარება, რას გვეუბნება სახარება? გვეუბნება რომ იმიტომ არ მოხვდება, რო მონათლული არაა. ხო საინტერესოა?
: კაცო შენ რა იცი, მოვა განკითხვის დღე და..
: .. და ღმერთი თავის შეხედულებებს გადახედავს?
: აბა რატომ დაჩაგრავს იმას ვისაც არჩევანი არ აქვს?
: კარგი კითხვაა, აშკარად რაღაც ნიუანსი ან გარემოება გამოგვეპარა..
(ქეთი გოგოლაძე): დგაჰდჯგ ფდჰადგჰს ფჯკსდკასსგდჰ (ამ ბავშვის ლაპარაკს ვერასდროს ვერ ვიგებ)
ს:ოო ესეგი არაა მართალი რაა და მოხვდება ისიც!
:ჰო, რა საინტერესო სიტუაციაა. სახარებაში რა წერია ამაზე მომაწოდეს ორი აზრი, ერთი რასაც სოფო ფიქრობს და მეორე, რაც თვითონ სახარებაში წერია. რომელს დავუჯეროთ? :?
:საშუალებაც აქვს თუ ეგრეა, აგერ აბო თბილელი ხო წმინდანია?
გ:კი, შენთვის წმინდანია, მაჰმადიანებისთვის სამშობლოს მოღალატე.
--აქ დიდი პაუზა სოფო ფიქრობს--

-აქ კიდევ გაჟღერდება არგუმენტი, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს--
ს: და რა გინდა ჭილაია მაგითი რო თქვა? შენ ქრისტიანი ხარ ბოლო ბოლო თუ არა?

The End.

მინდოდა კიდე ერთი ამბის მოყოლა, საზოგადო მოღვაწე მძღოლი რო შეგვხვდა მარშუტკაში მე და მამაჩემს, მუსიკალურ მაღაზიაში დალინა ჩუდნაია დალინას მერე მიუზის ჰისტერია რო ჩაირთო და ავარიაში რო კინაღამ მოვყევით მარა მეზარება :უსერ:

3 Comments:

OTO said...

”მოვა განკითხვის დღე და..” : D

LadyCrow said...

"შენ ქრისტიანი ხარ ბოლო ბოლო თუ არა?"

ბრრ...აი როგორც კი ამ თემაზე კამათი იწყება, მაშინვე ამ კითხვას სვამენ :D საკმარისია იკითხო რამე და ვსო - იეღოველი ხარ? :სპყ: :D

Mixeila said...

"შენ ქრისტიანი ხარ ბოლო ბოლო თუ არა?" როცა სათქმელი აღარ რჩება ხშირად ჟღერდება ეს კითხვა... ჩემთვის უკითხიათ ამდაგვარ მომენტში: "ეკლესიაში ვაფშე დადიხარ?"