Mar 16, 2009

"სად ვკვდებით" - კარი მეორე.

მოგესალმებით, და აღტაცებით გაუწყებთ, რომ წინა სტატიის შემდეგ, რომელმაც მოწონება დაიმსახურა, ვაგრძელებ მოღვაწეობას.

დღევანდელი ჩემი გასასაზიზღრებელი ობიექტია თათიას და ბაჩის კლიპი - ”პატარა მეგობარი”. ეს ერთობ საინტერესო კლიპი ეხება ერთ პატარა ბავშვს, რომელსაც უთუოდ დიდი მომავალი აქვს.

ну, жила была პატარა უფლისწული. კარგი მეგობრებიც ჰყავდა, მატერიალურად უზრუნველყოფილი უფროსი დაქალები, დამრიგებლები. ვინმე თუ გაუხურებდა, მის რეპერ ძმაკაცებთან ექნებოდა საქმე. უბანში დილას რომ გამოვიდოდა, ყველა ესალმებოდა, კაცურ პონტში სწორდებოდნენ და ბაზრობდნენ რა. ჟიგულიც ყავდათ, კარგი აწყობილი ნოლ-სემი.

თუ რამეა, იქვე ”კაპოტზე” შეუშვებენ სუფრას, კაცობას და ქართველობას გაიხსებენ.
რეჟისორი იმასაც აღნიშნავს რომ ბაჩოს მწეველ მეგობრებთან მეგობრობას არ უშლიან, რადგან მას მყარი გული აქვს და ის სხვა ბავშვებს არ ჰგავს, რომელიც შ
ეიძლება მოწევაში აჰყვებს უფროსებს.

ამ ლამაზი ქალაქური ეპიზოდის შემდეგ, მოქმედება გადადის რომელიღაც კიბეებთან, სავარაუდოდ ვაკის პარკში. ბაჩი დგას და მომაჯადოებელი ხელების ქნევის თანხლებით ასრულებს თავის გენიალურ სიმღერას. ნუ, აქ რაღაც კლიპის შინაგანი კონფლიქტი ჩანს, რადგან ვიდეო და აუდიო ნაწილები ერთმანეთთან ვერ არიან კარგად.
როგორც სანდო პირმა აღნიშნა, აუდიოს დაგინებულიჰქონია ვიდეოს არ
დავემთხვევიო. რაღა თქმა უნდა აღსანიშნავია ასევე ბაჩის
ძალიან მაგარი ლილოზე ნაყიდი მაისური, მატრიცა, ნეო ნეო! მაგარი ფილმია, ძალიან! ჩაცმულობაში თუმცა მას არც თათია ჩამოუვარდება, აშკარად დიზაინერი ყავს ამ კლიპს ამომავალი ვარსკვლავი.

ნუ, ჯერ მარტო უბნის სოციალურ-კომუნიკაციური თავისებურებანი რად ღირს, დიდია თუ პატარა, ქალია თუ კაცი, ყველა ერთად აბირჟავებს!

ქარმა შენი მოსვლა მახარა
გარს ფოთლები შემომაყარა
სიხარულით ივსება
შენი მეგობარი პატარა...

არ შემიძლია არ ავღნიშნო გარეგნობის კონტრასტი - ბიჭი მატრიცას მაისურში & მოტკეცილ ჯინსსა და ტოპიკში გამოწყობილი ”ბლანძინკა”. ასევე მათი უჩვეულოდ ბუნებრივი მოძრაობები, ეს ყველაფერი დაგვიანებულ აუდიოსთან ერთად ერთ საშიშ ეიფორიას ქმნის, რომელიც შეუძლებელია შეუმჩნელი დარჩეს.
ამ სანახაობის შემდეგ, სცენა ზოოპარკის ქვემო ტერიტორიებზე, მეგობრები ერთად მოდიან-მოიხარიან!
თანაც, გზაზე ბატი-ბუტიც იყიდეს, шоб перекусить. თანაც, საერთოდ არ ენანებათ ერთმანეთისთვის ბატიბუტი, დიდი განაწილება მიდის ბედინას, კვენეტაძის თათიას და ბაჩის შორის. ჩემი მოკრძალებული აზრით, ამ მომენტში გამოხატულია მათი არამატერიალისტური პოზიციები, მათი მეგობრობა და ურთიერთგაგება. ის, რომ ცხოვრებაში მთავარი არაა ბატი-ბუტი - მთავარია მაატრიცაა! ნეო! ნეო! მააგარი კაცია ტელევიზორში ვნახე!
ჰო, აქ კი მე თვითონ ვერ მივხვდი რატომ აქვს ბაჩის აწეული ხელები ასე არაბუნებრივად, ხოლო თათიას ფეხები. საწყალი ბაჩი, ალბათ ამ ძლივს ჰაერში შეკავებული ხელით გვანიშნებს მის პროტესტს მსოფლიოში ომიანობის შესახებ.
აქვე უნდა აღინიშნოს კარუსელის, როგორც რეკვიზიტის გავლენა სცენაზე.
ნუ დაგვავიწყდება რომ იგი წრიულ მოძრაობას ასრულებს, წრე და ცირკულაცია კი მარადისობის სიმბოლოა. როგორც ექსპერტები ამბობენ, ამ სცენაში არის გარკვეული ქვეტექსტი, რომ ბაჩო სულ პატარა დარჩება და თათიაც მუდამ მისი მეგობარი იქნება - და არავითარი Boy Grew Up & Time To Change Relationship. ისინი ერთმანეთის მეგობრებად დარჩებიან სამუდამოდ, და ამაში ხელს მათ ვერავინ შეუშლის!
ამის მერე უკვე სცენა მანქანების ატრაქციონზე, რაც სანდო პირთა მოსაზრებით სწრაფვას, მიზანდასახულობას უნდა ნიშნავდეს. შემდეგ უკვე გვაქვს პატივი ვნახოთ სცენა, რომელშიც თათია გვანახებს, როგორი იქნებოდა ის, ქუსლებზე რომ არ იცოდეს სიარული.

დაბოლოს, თქვენ გაქვთ პატივი ეზიაროთ კლიპს:

10 Comments:

OTO said...

THEY DESERVE GRAMMY : D

AnNGeE said...

ერთ საშიშ ეიფორიას ქმნის << :-<

რითმას რითმაში აჯენენ O.O

awww ეს ის საოცარი ქმნილება არაა გუშინ რომ მაგის სხვა ნამუშევარს რომ მაზიარე? რა ბედნიერი ვარ გავსხივოსნდი XD ცხოვრებას აზრი მიეცა :-<

Mixeila said...

ეს ძალით ქერა გოგო მაგარია რაა, უეჭველი თმები გარიკასთან შეიღება... და ის დამევასა კიიდე ნეო! ნეო! მაგარია მეც ვნახე ტელევიზორში ეგ.

misha said...

ეჟიმავათ მაინც...

Anonymous said...

არა აშკარად ფაქტია, ეს ბავშვი ყველას კიდია, უბრალოდ ამ რაპერებს ნაშა უნდათ, ნაშას კი - "ხელოვან ოთხეულთან" კაი გრუპავუხა...ერთმანთეს კი ვერ ეუბნებიან...საააწყლები....;(

khimsh said...

vaa es ra dzerski klipia :D :))

alex said...

es ra ubedurebaaa

All Wrestling News said...

ჰააჰაა მაგარი იყო
ბოლოში იპოდრომმა დაგლიჯა
მეც მინდა ესეთ ბალნძნკებთან ჟიმაობა =–))

გურამი said...

დედა რა დღეში ვართ.. :(

მარა აღწერამ დაგლიჯა, იმის დედა რა! საღოლ. აშკარად აზროვნებს ეს ბავშვი. :up:

`Clarrisa said...

შენ ეს კლიპი ნახე =3
შედევრია
http://www.youtube.com/watch?v=9FE54pLPYwY
ესეც ღირსია შენი "აღწერის" =D