Mar 15, 2010

კონტრასტი!

გუშინ ძალიან, ძალიან დავიღალე.

დილას ოლიმპიადა მქონდა, ქართულის მეორე ტური. პირველზე უკეთესად დავწერე და სხვებმაც თუ არ გააუმჯობესეს ნაწერი, წესით, პროგრესი მექნება. 

   ოლიმპიადის მერე გაგა და ლენე ვნახე, მერე მე და გაგა ავედით "რა? სად? როდის?ზე”. ჩელენჯიდან იდეაში ახალ შექმნილ ’მეოთხე’ ლიგაში უნდა ჩავესვით. ძალიან ბევრი გუნდი დარეგისტრირდაო და დაამატეს ეგ ახალი ლიგა. 

    ჰოდა, მე მანდ მინდოდა თამაში, თან ლეკოს გუნდიც მანდ თამაშობს, რომელიც რატომღაც პირდაპირ მეოთხეში ჩარეგისტრირდა xD მაგრამ, ადგილი აღარ იყო და მაღალქულიანი გუნდები გადაგვსვეს მესამე ლიგაში.  იმდენი ხანი მოუნდნენ გუნდების გადალაგ-გადმოლაგებას, რომ თამაშის დასაწყისშივე დაღლილი ვიყავი.

   ძალიან ცუდი კითხვები იყო! სულ ფაქტობრივ ცოდნაზე, გატეხა. ცუდადაც ვითამაშეთ, მაგრამ ორი ლიგით აწეულები ვართ და შევეჩვევით აქაურ გარემოს -.-

   ერთი წამოვიძახე, რანაირი კითხვებია, რა ჰქვია მამაჩემს? მეთქი და მოსიძემ გაიგო, გაეცინათ xD

   თამაშისას მეგობრებიც ვნახეთ, ნატალი, მანქი, იკა და ნათ-ნათი. ნათნათი და ნატალი მოვიდნენ ისე, თორემ მანქი და იკა მანდ მუშაობენ ისედაც =.= 5 საათზე ძალიან, ძალიან დაღლილი გამოვუყევით ვაჟა-ფშაველას და ბოლოს პოპულში შევედით, რაღაცები ვიყიდეთ და მერე მე სახლში ავედი.

   დრო არ მქონდა, დედაჩემთან ძველი თანამშრომელი იყო მოსული, რომელიც დიდი ხანია გერმანიაში გაჰყვა ცოლად ვიღაც ძალიან უცნაურ კაცს, ინტერნეტით გაცნობილს. ავიღე გიტარა, ფული გამოვართვი და რეპეტიციაზე წავედი. გზაში 900 კაცი მირეკავდა, ტელეფონი რო ჩავრთე ათამდე მესიჯი იყო. ცოტაღა მაკლდა და ვაგინებდი ყველას.. 

   მერე ავედით რეპეტიციაზე, თორნიკე მოვიდა. მერე ჩავედი ჩემი კლასელი სოფოები ამოვიყვანე. იდეაში, უკეთესიც შეიძლებოდა მაგრამ ნორმალური რეპეტიცია გამოვიდა. ძირს მიწოლილი ვუკრავდი.


   ა, ჰო. სარეპეტიციოს პატრონმა სხვა ჯგუფიც დაიბარა თურმე 6ზე და ჩვენ რომ ვაწყობდით ინსტრუმენტებს მაგ დროს შემოვიდნენ ისინიც xD მერე გვთხოვეს, 7დან 9მდე არ შეგიძლიათ თქვენო? არა-მეთქი. იმიტომ, რომ ძალიან, ძალიან დაღლილი ვიყავი.

  სახლში რომ მოვედი ძლივს დავდიოდი. მერე დედაჩემმა გამომკითხა მთელი დღე, ოლიმპიადის ამბები.. 

და რატომ კონტრასტი? 


  სკოლაში არ წავედი, ყელი და ყური მტკივა
ახლა იმდენად მოწყენილი ვარ, რომ ამხელა პოსტის დაწერა არ დამეზარა. 
  ამიტომ კონტრასტი.

აღჰჰ!!


3 Comments:

monkey said...

გეფიცები ისე საცოდავად გეწერა, შემოვედი შენს მდგომარეობაში და ხმაც მესმოდა რომ გათანგული ხარ.. მიუხედავად იმისა რომ გუშინ ეგ ბლაბლა ორჯერ მეტად გადამხდა. ასევ გუშინწინ. და დღეს მაინც მედგრად ავდექი 7ზე და ლექციაზე წავეთრიე.
პ.ს. ბექემმა დაგლიჯა
:დ

ტემპალგინი said...
This comment has been removed by the author.
Suigetsu Hozuki said...

მეორედ ვტოვებ კომენტარს, ბლოგსპოტმა შემსცა, სხვა ლინკს აჩვენებს :ს
ეხლა საქმე
ჯერ ერთი რო კონტრასტი კი არა, კანტრასტი! და მეორე. მეორე დამავიწყდა