არ ყოფილა, და ყოფილა რა, ღვთის უკეთესი იქნებოდა, იყო ერთი რუკო. იგი ზოდიაქოთი რკო იყო და ამით იგი ძალიან ამაყობდა, ისევე როგორც ბაბუამისის დიდი ბებიის ძმა რუკო. რუკოს ბაბუამისის დიდი ბებიის ძმის საპატივცემულოდ დაარქვეს რუკო რადგან ბაბუამისის დიდი ბებიის ძმა ყოფილა ფრანგი თავადი. იგი პირველი პოჟატიე იყო, რომელიც რუსეთიდან საფრანგეთში წასულა. პოჟატიე საფრანგეთში თავადურ გვარად ითვლება. რუკო პაჟატიე დიდი ფრანგი ჟესტი ყოფილა, მას დაუარსებია მისალმების თანასაზოგადოება და ხელთფხანოლოგთა საერთაშორისო საინფორმაციო ცენტრი. მისალმების თანასაზოგადოებაში გამარმჯობელის პოსტი ანატომიამიტინგიცის ეჭირა, რომელიც ერთობ საინტერესო პიროვნება გახლდათ, ერთობ საინტერესო სახელით.
მის თანამშრომლებს ვერ გაეგოთ თუ რატომ დაარქვეს ეს სახელი მას, მათი სახელები ხომ ძირითადად მათ წარმომავლობას და პიროვნებას ასახავდა - მაგალითად ჟარგონ-მეძმაკაცეს ვა ერქვა, გვარად ზდაროვა იყო, მართალია გოგო იყო მაგრამ ბიჭებსაც ძალიან კარგად უგებდა, ისიც რუსეთიდან იყო და რუკომ ამიტომაც დანიშნა.
დაცვის ბიჭს კუნ ერქვა და თი იყო გვარად - კორეიდან ჩამოსულა თურმე ჟესტიაში და აქაური მხოლოდ ორი სიტყვა ცოდნოდა - არშე და გიშვებ. ისეც მისი ბიძის სახელი იყო, ბიძამისი ცნობილი ჟესტიელი დარაჯი იყო, ძალიან ძლიერი აღნაგობის და მტკიცე სიტყვის კაცი. იმანაც მარტო თავისი სახელი იცოდა და იმასაც მაშინ ამბობდა როცა ვინმე მაწანწალა მოვიდოდა კარებთან. და მაინც, ვერავის გაეგო რატომ ერქვა ანატომიამიტინგიცი გამარმჯობელს. ზოგი თვლიდა რომ მისი წინაპრები ანატომიას ასწავლიდნენ, ზოგი თვლიდა რომ მამამისს ტომი ერქვა, ხოლო დედას ანა. ზოგის აზრით ფიზიკოსი წინაპარი ჰყავდა სახელად ატომი. ხალხი ირეოდა, ჭორებს ავრცელებდა.. რას არ გაიგებდი! ზოგს ყბიდან გაუვარდებოდა ხოლმე, მიამიტია ძალიანო და ანატომიამიტინგიცი მაგიტომ ქვია, ამხელა სახელი შეურჩიეს რომ მიამიტობა დაეფარა მაგრამ სახელის დარქმევის ტრადიცია არ დაერღვიათო. თანამშრომლების ერთი ჯგუფის მოსაზრებით ანატომიამიტინგიცი რევოლუციონერი ჩენგეზ ვარ რა-ს შთამომავალი უნდა ყოფილიყო. თვითონ რუკო პაჟატიე კი თვლიდა რომ ანატომიამიტინგიცი ძალიან ტინგიცა კაცი იყო. მოკლედ რას არ გაიგებდი, მაგრამ სიმართლე და ტყუილი ისე იყო ერთმანეთში აზელილი, როგორც სალათი ოლივიე და ქაფი.
ესეგი სად ვიყავით, პატარა რუკო, დიდი რუკოს შთამომავალიც ასეთივე დიდი ადამიანი უნდა გაზრდილიყო და თავისი სიახლე შემოეტანა გვარში - ასე თვლიდა იგი თვითონ. რუკოს მშობლები სხვა აზრზე იდგნენ, მათ უნდოდათ რომ რუკო ხელთფხანოლოგთა წარჩინებული წინამძღვარი ყოფილიყო. ამიტომ მას მსოფლიოს წამყვან დერმატოლოგებთან ატარებდნენ კერძო გაკვეთილებზე. დედამისს კონსერვ ატორი ერქვა, მამას კი წრი პაჟატიე. წრიპაჟატიე ერთობ მორცხვი კაცი იყო, კაციც არ ერქვა მას, სამას მც ს იწონიდა (მაცივარი ჟესტიის წონის ერთეულია, კაცი მაშინ ითვლება კაცად როცა შვიდას სამოცდა ერთ მაცივარს მოითვლის). რუკოს დედ-მამა ძალიან კეთილი ყავდა, უვლიდნენ, თავზე ჰყვებოდნენ მაგრამ რუკოს რაღაც მეტი უნდოდა, ძალიან უმადური იყო რუკო. მშობლები ვერაფერს იგებდნენ, რა ექნათ ყველაფერს უკეთებდნენ და მაინც ვერ ათქმევინეს რუკოს მადლობა... მაგრამ გამარჯობა იცოცხლე! კაცი რომ ტუალეტში შედიოდი ნახვამდისს გეუბნებოდა რუკო, გამოსვლისას კი გამარჯობას. აბა რის პაჟატიე იქნებოდა, თუკი არავის მიესალმებოდა?
ერთხელაც მამამ გვერდზე დაისვა რუკო და ჰკითხა
-რუკო, სალათა გინდა ოლივიე თუ კარგი აბაზანა?
-აბაზანა როგორი მამი, ქაფით? - მოიღუშა რუკოს რკოსებრი სახე, ამოსული ჰქონდა ეს ქაფი ყელში და რა ექნა!
-კი მამი, ჩვენი სოფლის ქაფით, წელს რო დავკრიფეთ. - შეურბილა მამიკომ.
-აუ მამი ქაფით არ მიყვარს ბანაობა, ისევ სალათა გამიკეთო ჯობია.
-კარგი რუკო, - თქვა მამამ და ოლივიესთვის სალათის ფურცლების და თუნგის ამოსატანად გაეშურა.
-ნახვამდის წრი! - თქვა რუკომ და თავის საკუთარ ბიაზის ლოგინზე წამოკოტრიალდა. ეს იყო და ჩაძინება დააპირა თუ არა რუკომ, ფანჯრიდან მხიარული ნაძვისუნა შემოფრინდა.
თავი პირველის დასასრული.
Sep 25, 2008
რუკო - პრელუდია.
ავტორი: Secrets დრო: 3:14 PM
კატეგორია: კითხვა, კომპოტები, რუკო, ჩანახატები
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 Comments:
vaiiiiiiiiiiiiiiiii რა დებილი ბოვში ხარ ::)))))))))))))))))))))))))))
:იმოუ:
:ს
Post a Comment