Sep 13, 2008

Cowboolety

როდის მოდი? (c) აჭარა.

აბა ცხელი სიმინდი, მოხალული თხილი, ნედლი თხილი, მიწის თხილი, სემიჩკა, ბაქლავა, ცივი სასმელები, ნაყინი, ლეღვი, აპელსინი, ლიმონი, გრეიფრუტი, კამერები, ქუდები, მკითხაობა..... (c) გამყიდველი ქობულეთის პლაჟზე.
(აქ კიდევ თქვა ალბათ ვაშლი, ატამი, ევკალიპტის ფოთლები, ნაკოლკები, ნიჟარები და ცეპებიო მაგრამ იმდენად შორს იყო უკვე რო აღარ მესმოდა)

იქინე მირქინე (c) ქობულეთსკი ძველი ბიჭი ("კიდე რა გინდა" აჭარულად).

ტაქსი გინდა თუ ბინა ჰა, ჰა! ამოირჩიე მალე! (c) ახალმოსულ მატარებლის ვაგონთან მდგომი ერთერთი საშოვარზე გამოსული კაცი.

აბა აპელსინი გემოვნებით (c) პლაჟი ისევ.

აბა გასეირნება განვადებით (c) ისევ, პლიაჟი.

მკითხაობა სამართლიანად (c) პლაჟი.

აბა ბანანზე ჯდომა (c) ბანანი-ატრაქციონის მეპატრონე.

ვსო მგონი, მეტი არ მახსენდება.

0 Comments: