ჩემში ბაბაჯანამ იყივლა
ოცნებეთის დიდთავა შახს
კარზე ვაზირები ადგას:
მოთუხთუხა, საოცარა
ციცქნა, ცარცა და ცანცარა
მოცუცქნული, ტაფა, ჯაფა,
დურბინდა და ბრძენი დაფა.
გაიღვიძებს შახი იტყვის -
ვინ შეჭამა ჩემი ფაფა?!
მივარდება მოთუხთუხა,
ითუხთუხებს, ითუხთუხებს,
უბოდიშებს, ეტყვის ნუგეშს,
მოეხვევა შახის მუხლებს.
თითქოს ესა არა კმარა,
იქ გაჩნდება საოცარა.
საოცრება თუ მოთხარა,
გაიღიმებს შახი დარად.
თუკი დარი ავდრად თვრება
საქმეს ციცქნა ჩაერთვება,
გასაოცრად ასეც ხდება,
ციცქნას ხმა აქვს უშველება.
რომ მორჩება დახველებას,
ციცქნას სწრაფად შეცვლის ცარცა,
გზაში ბევრი იბარბაცა
თეთრმიანმა თეთრმა კაცმა.
ცარცა ისე ქათქათაა
ლაპარაკიც აღარ იცის,
შახისთვის კი ესეც კმარა,
არ ჭირდება მას ხმა ფიცის.
ვერ მოასწრო წასვლა ცარცამ,
უცებ ვიღაც მოცანცარდა,
ზუსტად ოთხნახევარ წამში
ცხრა მთას იქით გადაქანდა
მოცუცქნულიც ციცქნასა გავს,
ბიძაშვილი არის მისი
მაგრამ მეტად უვლის თავს და
არაფერი უნდა სხვისი.
მოცუცქნულმაც ორი სიტყვით
შახის ქცევა დააფასა
ბოდიში რომ მოიხადა
მაშინ შეკრა ბოლო თასმა.
ტაფამ სული რომ მოითქვა
ბოხორა თავი დახარა,
მსუქანი ხელით მის ბატონს
საჭმლის მზაობა ახარა.
სული დალია კინაღამ
ქანც გაწყვეტილმა ჯაფარამ
ფაფის გზა არა ვიცითო,
სიტყვას აღგითქვამთ პირითო.
დურბინდამ შორით დალანდა
შახთან თურმე რა ხდებოდა,
ფაფის შესახებ ვეზირებს
აზრიც არ დაბადებოდათ.
უკან სიცილით მობრუნდა,
და ნელა სარკმელს მოცილდა
ამოიოხრა, მოდუნდა,
ნელა უარა სიცილმა.
ნავთი მოაკლო ნელ-ნელა
მიაკრთო ძველი ლამპა,
ოთახში სულ მთლად დაბნელდა,
მიიჭრაჭუნა კარმა..
კუთხეში დარჩა ერთი რამ,
თვითონ ოთახის გარდა,
იჯდა ის პირახვეული,
ყვერებმოჭრილი დაფა.
Oct 28, 2008
შახი და 10 ვეზირი - ანუ ლექსი - ანუ პოემა.
ავტორი: Secrets დრო: 5:05 PM
კატეგორია: კომპოტები, შუბლი, ჩანახატები
Subscribe to:
Post Comments (Atom)
4 Comments:
bavshvo shen me dgitidge maoceb 0_o
ჩვენი ნიჭიერა არის ეს :1349025კისს:
:1kkkissez:
:*
[color=#99aadd]Музыкальная группа [url=http://dejavu-group.ru/svadba.php]Дежа вю[/url] - это коллектив виртуозных вокалистов и музыкантов.
[url=http://dejavu-group.ru/svadba.php]Dejavu-group[/url]- один из лидеров в области организации и проведения торжеств, музыкальных мероприятий, корпоративок .
В репертуаре музыкальной группы Deja Vu около 3000 произведений.
Только живое исполнение. Поп, хиты 70-80-90-х, диско, джаз, ретро, современная музыка, европейские хиты, фоновая музыка, шансон .
ВИА Deja Vu обладает мощной качественной аппаратурой, позволяющей заполнить приятным и плотным уху звуком как маленькое помещение (фуршет), так и огромное пространство (корпоратив до 1000 человек).
Андрей +7 910 483 8294 [/color]
Post a Comment