ფორუმ.ჯიზე ერთ დახურულ თემას წავაწყდი, რომელშიც ზემოთ აღნიშნული საიტის მისამართი ეწერა.
მოკლედ, საიტის მიზანია მოგვაწოდოს პოზიტიური ემოცია, რაც აშკარად არ გამოვიდა.
როგორც კი შევედი ეგრევე მივხვდი რომ რაღაც ნი-ტო იყო. ნერვები მომეშალასავით, თან აზრი ვერ გავიგე რა ხდებოდა. მერე კიდევ, როცა პოზიტიურ ბლოგს აკეთებ კი არ უნდა დაიწყო ”ჩვენ მაგრები ვართ, კრეატიულები ვართ და პოზიტიურ ხასიათზე დაგაყენებთ”,
ჯასთ ადამიანი უნდა დააყენო პოზიტიურ ხასიათზე, ამაზე ბევრი არ უნდა ილაპარაკო ”ეხა ჩიტი გამოფრინდება” ბაზარით. პირდაპირ საქმეზე უნდა გადახვიდე.
დალშე, რეგისტრაციას არ გადის, ეს ცალკე ნეგატივია. მოკლედ მთელი რიგი ნეგატიური ემოცია მოიტანა ამ საიტმა.
მერე კიდე აღმოჩნდა რო პლაგიატი საიტი იყო :D
პ.ს. ეს პოსტი არ გაკეთებულა იმიტომ რომ საიტი ბლოგერების კონკურენტია, ჯასთ ნერვები მომეშალა და ავღნიშნე :)
რას გავს იცით? ქაინდა ”ჩვენ მაგარი იდეინები ვართ, ეხა ნახე რა განახოთ” და რო შეგამზადონ და მერე პირზე თითის ვერტიკალური ქნევით წარმოთქვან ”ბიბიბიბიბიბიბიბი” .
ზეთს ოლ.
Oct 4, 2008
POSITIVE.GE
ავტორი: Secrets დრო: 7:11 PM
კატეგორია: ylee, შუბლი, ჩანახატები
Subscribe to:
Post Comments (Atom)
3 Comments:
მე ჩვეულებრივად დავრეგდი და რაღაცეები დავათვალიერე მარა დიდად შინაარსი ვერ გავიგე რა უნდათ
პრივეეეეტ :lol:
პირველრიგში დიდი მადლობა პროექტის რეკლამისთვის ნუ ყველა ისე არეკლამებს როგორც შეუძლია =D რაც შეეხება პლაგიატს თემას თუ ყურადღებით კითხულობდი (მესმის რომ გვიანი იყო მაგრამ მაინც) წაიკითხავდი რომ ეგ დროებითი იყო :) და თემა გაიხსნა იმისთვის რომ ხალხს ენახა საიტის შიგთავსი , ასე რომ Just Relax man :) და ითანამშრომლე ჩვენ პროექტთან !
მმმ, თქვენი საიტის დარეკლამებასთან და პოპულარობასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, ეს ჩემი ბლოგია და დავწერე ის რასაც ვფიქრობდი.
ახლაც ვსვავ კითხვას, რაში მდგომარეობს პროექტის აზრი, უფრო კონკრეტულად )
Post a Comment