Well,
გუშინ და გუშინწინ აქ არ ვიყავი, გერმანიიდან სტუმარია ჩემთან სახლში და განმამწესეს ”შენი მოვლის თავი სადა გვაქო”
ხოდა, მოკლედ ესე ესე და წავედი მეც ბებიაჩემთან. ძალიან მიყვარს ეგ სახლი რატომღაც, პატარაა და მყუდრო, თბილი.
ხოდა კომპიუტერის ფუფუნება არ მაქვს იქ და წიგნის კითხვა დავიწყე (არის აღსრულდა, ძლივს..), ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკა წავიკითხე - ”საქართველოს მოამბეზედ”, ”აი, ისტორია” და ”ზოგიერთი რამ”.
პირველ წერილში ყველაზე დიდი აზრი შესავალში დევს, და ზომითაც დიდია გამოსული. ილიას აზრით (ორი ხელი და ორი ფეხით ვეთანხმები) ცხოვრება დასაბამიდან დღევანდელამდე და დღეიდან საუკუნოდ არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც აქვს თავისი ერთგვარი გაზაფხული და შემოდგომა.
იგი იძლევა ნაყოფს და ასრულებს სიცოცხლეს, ხოლო ნაყოფიდან კიდევ ერთი მცენარე - უფრო დახვეწილი და უკეთესი მცენარე ამოდის.
თუკი მცენარეს ფუჭად არ უცხოვრია იგი აუცილებლად მოიტანს განვითარებას და მისგან წარმოსული ახალი მცენარე აუცილებლად იქნება მასზე უკეთესი.
ეს განახლება ცხოვრებას მოაქვს და არ ელოდება როდის მიიღებს ამას ადამიანი და როდის იქნება მზად ახალი მცენარისგან მიღებული ნაყოფის მოსაკრეფად.
ცხოვრების ფესვიდან ორი ტოტი ამოდისო, მეცნიერება და ხელოვნება. კულტურაც ისეთივე ცოცხალი ორგანიზმია, როგორც მეცნიერება და საერთოდ ცხოვრება.
მეცნიერება შეცნობას და ცნობიერებაში მოყვანას ემსახურება, ხოლო ხელოვნება კი კულტურის განვითარებას და ადამიანში განხორციელებას შეცნობილი ნაყოფის.
”ყველა კაცი, ვისაც თვალთ რამე არ აქვს ჩამოფარებული ხედავს რომ რაც გუშინ იყო, ის დღეს აღარ არის” - ესე იწყება ეს წერილი, მაგრამ ილია სულაც არ დარდობს ამას, მისი აზრით ცხოვრების ინტენსიური ტემპის აყოლა პროგრესი და განვითარებაა.
ადრე მეგობარი მიმტკიცებდა რომ ქმარი თუ ცოლს ღალატობს ეს ჭეშმარიტი ქართული საქციელია (კაკ მინიმუმ ეპატიება), ხოლო თუ ცოლი ქმარს ღალატობს ბოზია.
”შენ ვაბშე ილია ჭავჭავაძე იცი ვინ იყო?” ეს იყო მისი ფრაზა მაშინ, როცა კამათი ბოლოსკენ გადავწიე. :))
მამენტ, რასაც მიმტკიცებდა ვეთანხმები უბრალოდ ”ჭეშმარიტი ქართველობის” გაგება არის ჩვენ შორის სხვადასხვანაირი :))
მოკლედ, ჩემს კლასელებს, ბავშვობის ძმაკაცებს, ძველ კლასელებს, ინტერნეტ მეგობრებს და ყველას ვისაც ჩემთან ამ თემაზე უკამათია მინდა ვუთხრა რომ
კულტურული სუნთქვა და პროგრესი უზნეობა და არაქართველობა არ არის!
სორიწე, ძაან პიზდეცინტელექტუალური პოსტი კი გამომივიდა და..
Oct 10, 2008
ილია.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
0 Comments:
Post a Comment