Aug 4, 2008

კითხვა, (ოჰ, თაო ჩემო...)

წეღან მეგობარს ვეხვეწებოდი, საკუთარი ბლოგი გახსენი მეთქი. დავათვალიერებინე საქართველოს ბლოგშესანიშნაობები და ვორდპრესის საოცრებები, აღსანიშნავია რომ ბლოგი ადამიანის წარმოჩენას უწყობს ხელს. მე კი ჩემს ბავშვობის ძმაკაცზე მოვინდომე მეტის გაგება. მაინტერესებს მართლა როგორია, ვერ ვხვდები მის პრინციპებს. საინტერესოს ყველაფერს საინტერესო ადამიანები ქმნიან, რაც უფრო მეტად ხარ იდეებით დატვირთული და სიზარმაცეც არ გაწუხებს (ოჰ, თაო ჩემო...) მით ხშირად ანახლებ შენს პირად ინტერნეტ დღიურს. მე კი რაღაცის დაწერის სურვილით შემოვედი აქ ყველაფერი ამის მერე და შევხედე იმ ადგილს სადაც პოსტი უნდა დავწერო, უცებ ნერვები ამიტოკდა და გამოვედი. დავიწყე ძებნა "რამის", ისეთი "რამის" რის შესახებაც დავპოსტავდი. ძიების მერე დავუსვი ჩემს თავს კითხვა : საერთოდ რისთვის გამოიყენება ბლოგი? რა დანიშნულებისაა, უბრალო დომენი ხომ არაა, რითი გამოირჩევა ის სხვა საიტებისგან?

მე როგორც ვხედავ იდეები მაკლდება და ბლოგის განახლებაც ისე-რა ხალისით მიწევს. როდესაც შემოვდივარ და ვხედავ რომ არაფერი დასაწერი არ მაქვს და იმ მომენტისთვის (ეს მომენტი რაგატკის რეზინისავით იწელება) არაფრის შექმნა არ შემიძლია, ჩემი თავი აღარ მომწონს. რას გვიშვება ეს ბლოგი? რაუნდა ჩვენგან..

4 Comments:

Dv0rsky said...

მუზას მიუტოვებიხარ, მეგობარო.

მეტი არაფერში არაა აქ საქმე, ნუ გეშინია.

ბლოგზე უნდა წერო შენი განწყობის შესახებ, ან ავტობუსში რომ ანეკდოტი მოისმინე, ან რამე კარგი რეცეპტი, რაც იცი, ან ვინმე თუ გიყვარს, ან ვინმე თუ გძულს, ან რამე კარგი ვიდეო თუ გაქვს, ან რამე საკაიფო სურათი, ან მსოფლიოს ისტორიიდან ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ძალიან საინტერესო ამბავი, ან სამი წლის რო იყავი და მეზობლის ძაღლმა რომ შეგაშინა, ან ცხვირში თითის შეყოფის 1001 ხერხი, ან კურიოზები სექსში, ან რამე დემონსტრაცია თუ იყო სადმე და შენ რას ფიქრობ, ან კა-2-ზე რომ ალპინისტები დაიღუპნენ გუშინ, ან ჯომარდობაზე რომ გინდა წასვლა, ან რავი, რამე დაწერე რა კაროჩე :) :) :)

Secrets said...

anu yvelaferi xo :)

Anonymous said...

უჰუმ, დვორსკის ვეთანხმები ზოგადად )

და კიდევ, მე როგორც წესი, დღის განმავლობაში რამე თუ ხდება ისეთი, ვფიქრობ - უი, ამას ბლოგზე დავწერ-თქო :დ

sabaha said...

მასეთი ცხოვრება ყოველ დღე რამე ღირსშესანიშნავი და ბლოგზე დასაწერი რმ იყოს სად არის :))