გთავაზობთ ზღაპრის წერის თურთურიალს:
ეხ, არ იცით როგორ დაწეროთ საინტერესო ზღაპარი. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წინადადების ბანალური და ორდინალური დაწყება განაპირობებს მკითხველის ინტერესს წინადადების დანარჩენი ნაწილებისადმი, მიუხედავად ეს წინადადება მართალია თუ არა,ასევე უნდა ითქვას რომ ეს სულაც არ დაუდგენიათ მეცნიერებს მაგრამ ეს წინადადება მაინც საინტერესოდ აეწყო, რაც ამ წინადადების არსს ასაბუთებს. მაშ ასე, დავიწყოთ ზრაპრის წერა პირველი რჩევის გათვალისწინებით - დავიწყოთ იგი "იყო და არა იყო რა" - თი:
იყო და არა იყო რა.
ჩავრთოთ კრეაციონიზმი რადგან ჩვენი ქვეყანა ევოლუციონისტურ ნართვებს ბავშვების ფსიქიკაში არ დაუშვებს:
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?
უკვე ორი ეტაპი გადავლახეთ, ახლა კი ის უნდა მოვიგონოთ თუ რა იყო და არა იყო რა. ცხოველებზე და ტყეში უპატრონოდ დარჩენილი ტემპერამენტიანი გოგოების შესახებ ყველას ყველაფერი მობეზრებული გვაქვს, მაგრამ არის ალტერნატივა - ამოვირჩიოთ რამე ავეჯი:
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა? იყო ერთი ავეჯი.
უფრო კონკრეტულად:
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?
იყო ერთი კარადა.ახლა დავამატოთ უბრალო ეპითეტი, რომელიც მიესადაგება კარადას. მაშ ასე, იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი მუნჯი კარადა. არა კარგად არ ჟღერს... რაღაც აკლია, განა ყველა კარადა მუნჯი არ არის? ერტი პატარა ცვლილება გვინდა.
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა? იყო ერთი ფუნჯი კარადა.
To be continued.end of lesson 1
1 Comment:
ფუნჯი კარადა ლოოოოოოოოოოოლ
Post a Comment