ამას წინათ სარკეს ვკითხულობდი გადავშალე იმ ფსევდო ანეგდოტებზე და რო არც გამეღიმა მერე გადავედი განცხადებებზე, ყველაზე მეტს ამაზე ვკაიფობ ხოლმე. ვკითხულობთ :
QUOTE
"ვარ ქართულ ტრადიციებზე აღზრდილი გოგო, სამეგობროდ გავიცნობ ასევე კარგი სულის პატრონ მამაკაცს, რომელსაც შეეძლება დამაპუროს და გვერდით მიმყოფოს, იყოს ჩემსავით პატიოსანი და გამგებიანი. ვარ მაღალი და კარგი პროპორციების გოგო, ლამაზი კიდურებითა და დიდი ტუჩებით, ქერა თმით . დამირეკეთ ნაკითხმა და მაღალმა ბიჭებმა..."
ვინმეს შეუძლია მითხრას რატომ წერს ქართულ ტრადიციებზე აღზრდილი გოგო რომ სამეგობროდ უნდა მაღალი ბიჭი, თვითონ კი კაი პროპორციებით და დიდი ტუჩებით გამოირჩევა? :შემდეგ..
QUOTE
"ვარ თორმეტი წლის ლამაზი გოგო, დამიმესიჯეთ 13-14 წლის ბიჭებმა
ელე."
ხო აქ უკომენტაროდ, ვაგრძელებთ:
QUOTE
"ვეხმაურები ულამაზეს თეონას 27-ე ნომრიდან, ქერა თმების და სასიამოვნო გარეგნობის პატრონს. ცხვირის ოპერაციას გაგიკეთებ, ნელნელა ამოგიყვან ჭაობიდან!"
რა კარგი ამინდია გარეთ ატყობთ? :rolleyes: შემდეგი ციტატა:
QUOTE
"ეძებ ცხოვრების თანამგზავრს? ლამაზს და მშვენიერს? გაქვს სამუშაო და ბინა? მაშინ მორჩი ოცნებას და დამირეკე! თამარი, 54 წლის[!!!!]"
და კიდევ:
QUOTE
"პატიოსანო და ნაკითხო მანდილსნებო, დამიჯერეთ, თქვენ ასევე ჭკვიანი და პატიოსანი ადამიანი გჭირდებათ და არა სამსახურიანი და ბინიანი...!"
გამარჯვება პატიოსანო და ლამაზო საქართველო..
Aug 5, 2008
ავტორი: Secrets დრო: 2:29 AM
Subscribe to:
Post Comments (Atom)
4 Comments:
მე ვაფშე ესეთი ვნახე:
|ვეძებ ფულიან მამაკაცს!|
არც სახელი ეწერა, არც ასაკი, არც ტელეფონი :D
ფულიანს ეძებდა. იმედია იპოვის ^_^
aris ki, egeti shemtxvevebic :D
ქართული შრფიტით წერე რა :))
დავიგრუზე მაგრად : ((
აუუუუუ...
აი იცი რა მომენტია???
არ ვიცი, მოვკვდე სიცილით თუ დარდით...
სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, რომ ასეთი და ამდენი "ნემისლიაში" ადამიანი არსებობს...
ისე კი, მამენტ მეცინება და ვბჟირდები...
Post a Comment