May 2, 2008

იბეჯითეთ ბავშვებო!

ადე შვილო ისწავლე,
ეხლა ცოტა იწვალე
დიდი რო გაიზრდები
კაი ბიჭი იქნები.

გენაცვალოს ბებია,
აჰა შენ პიტნის ჩაი
ამოძრავე ყბებია
დაამთავრე სმაი!

სწავლობს გიგლა ტიტინა
მზემ შემოუჭყიტინა
შუა თითი დაანახა,
ხედავ შვილო მზე რა უზრდელია ეგეთი რამე როგორ შეილება ბავშვი სწავლობს და ეს კიდე უზრდელობებს უჩვენებს!


არა ელემენტარულია ხო?

სტატია

საკურსო.
ზარის ხმამ გამაღვიძა - გუშინაც შემოვრჩი კომპიუტერთან. ერთი გავიზმორე და ის ტანსაცმელი შევისწორე, რომელიც კაი ერთი კვირაა არ გამიხდია ძილში თუ ფხიზელში. სანამ გარეთ მე სასაუზმოდ - თემო კი სასადილოდ გავიდოდით, უკნიდან ხელი მასწავლებელმა დამადო, შევუტრიალდი.
-დაიწყე შენ წერა გაიგე?
ნამდვილად ვერ გავიგე.
-გაიგო,გაიგო - სიტყვა მომაშველა თემომ და გარეთ გამათრია.
სახაჭაპურემდე სანამ მიმათრევდა უკან ვიყურებოდი. რო მივედით ხაჭაპური მომაჩეჩა და გადახდილიაო ყურში ჩამყვირა. და აი ასრულდა - გამოვფხიზლდი. რაო რა წერაო უნდა მეკითხა მარა სანამ პირი გავაღე იქამდე მივიღე პასუხი.
-რაო და თემა გაქ დასაწერი, რაზე ეგ თითონ უნდა აირჩიო, და ვინმესთან ერთად უნდა დაწერო.
- ნუ შენ იასნა არავინ არ აგირჩია :D - ვუკბინე რა ისე, მეგობრულად.
- ჰაა ეგეთები არ იყოს - უკბინა იმანაც ხაჭაპურს, ჯიგრულ პონტში.
და ასე სანამ ჩვენ საჭირო ცხიმებს,ნახშირწყლებს და ცილებს მივიღებდით ახალი ლექციაც დაიწყო. ვინ უნდა ამერჩია გასაგები იყო უკვე, მთავარი იყო რას ვწერდით. მთელი ლექციის განმავლობაში ჩემი შუბლი არ მოშორებია სპეტაკ და ცივ მერხს, რომელიც აი უკვე ექვსი თვე იყო ამას უძლებდა. ვფიქრობდი და მახსენდებოდა, რომ წინა დღეს გვერდზე ლევანი მეჯდა და იგივე მასწავლებელს გამომგლიჯა ხელიდან დასვენებისას..
- გამახსენდა! - დავიყვირე მე.
- Nuts-იიიიი!!! - შემომახარხარა კლასმა. დამუღამებული აქვთ უკვე, რას იზავ.
ახლა იმის გახსენებას მივყვე ხელი,თუ რა თემა მქონდა არჩეული . ცდა ბედის მონახევრეაო - ვინ მოიგონა ეს ფრაზა ნეტა?
რა დავწერო, რაზე დავწერო, სად ვსწავლობ ვაბშე? ავწიე თავი და გამახსენდა რომ ჟურნალისტიკაზე ვიყავი. დედუქციის მეთოდი რაშუაშია და.. თFუ რაზე დავწეროო დაა მოდი დავწერ სპირიტიზმზე. ავწიე თავი და შევხედე თემოს.
- თემო, რა უნდა გკითხო..
- ბუებზე თამუნას უწერია.
ჰო..
რაზე დავწერო,რაზე დავწერო..
სპირიტებზე - თამუნას უწერია
შოუ ბიზნესზე - ბანალურია
ქართულ შოუბიზნესზე - ბუებზე თამუნას უწერიაო და..
სიყვარულზე - არა, ნამდვილად ვიცი რომ პრეპადი სენტიმენტალისტი არაა...
პოლიტიკაზე - რაღა დავწერო, სათქმელი ითქვა უკვე სტუდია სპექტრში..
ინტერნეტზე - ინტერნეტზე! ჰო აი ეს შეილება :)
ავწიე მრებ შუა მოთავსებული ოვალური ორგანო, რომელსაც მე თავს ვეძახი, ხოლო თემო გოგრად მოიხსენიებს, მერე ერთი ჩავისუნთქე და ავდექი, ჩემი თემა უნდა დამეწერა.
-გოგობერიძე ასე დაუმშვიდობებლად სად მიდიხართ? დასჭექა ნაცნობმა ვოკალმა.
-მოვალ ახლავე, დასარეკი მაქვს.
გავედი ტუალეტში და ჩემს მეგობარს დავურეკე - კაც ინტერნეტს, კაც ფორუმს, კაც პოსტს, კაც ლეგენდას, კაც იოგურტს და კაც ჰტმლ კოდს.
- ალო მე ვარ, ბიჭო მალე მინდა რაც შეილება ინტერვიუ
- ვისთან ჩვეჩემა?
- შენთან.
- ვიცოდი რომ გიყვარდი
- ეე, მისმინე რა რას გეუბნები.
- გისმენ სიხარულო.
- შენ ბიჭო შიგ ხო არა გაქ? ქეთი ვარ.
- ვაა ბრატ როგორ ხარ? ხო არავინ გიტრაკებს?
- ნუ გაქ შენ მწარე ენა და მისმინე!!! მე აქ ბალი ბარათების საბადო კი არ აღმომიჩენია? მოკლედ და ლაკონურად სტატია უნდა დავწერო ინტერნეტზე და შენი ინტერვიუ მინდა როგორც მაგ სფეროში გაჩითული როჟის.
- ჯერესერთი ბატონი როჟის და მერე კიდე, გადახდა კითხვების მიხედვითაა თუ ჩანაწერის სიგრძის?
- კაროჩე დღეს მოვალ რა შენთან.

ბოლო ლექციიდან დიდსულოვნად წამოვედი და კიბეები ამაყად ჩამოვიარე. მეტროს ჩასასვლელში ბუტკის ანზორას ლარი და ზუსტად 15 თეთრი გავუწოდე, მან კი ლუდი გამომიწოდა. იქვე დავჯექი, "ჩვენ რომ ვიცით"-ად წოდებულ მონგრეულ მარმარილოს ფილებზე დავდე სამ განზომილებიანი სითხე და "კოხტად, ჯიგრულად" წავგორდი. გავიდა ლექციის დრო, მე უკვე მესამედ გავუწიე თანამშრომლობა ანზორას და როგორც მამაჩემი იტყოდა ცოტა შეზარხოშებულიც ვიყავი.
თემოს ფიგურაც შევამჩნიე შორს, დასაკარგავში. ახლოს მოვიდა თუ არა, წუწკად მოვახსენე რომ ჩემ ფეხებს დავუტოვებდი, და ერთსაც არ მოვაყლუპინებდი. თემომ მშრალი სახით შემომხედა და ღრმა ჯიბიდან lovenbrau ამოიღო. თვალის მოუცილებლად გამომგლიჯა ჩემი ცარიელი ბოთლი ხელიდან და სანაგვეში სტყორცნა. ახლა კი მეორე ქილა ლუდი ამოიღო და მე მომაწოდა. არაფრის დალევა აღარ მინდოდა მაგრამ ზრდილობა ზრდილობააო და მოწოდებული ორ სახელმძღვანელოს შორის ჩავაკვეტე.
- მოგისწრია.. - მომაძახა თემომ სანამ მეტროში გავუჩინარდებოდი. მეტრო ჩემი ტკივილია, მეტროს მუსიკოსები კი მელისალია ჩემი... ცუდი ორიენტაცია გარემოში, გულის რევა, ბნედა და სიკვდილი მეტაკა. ცოტაც და კაი ხარება და გოგიასაც დავცხებდი. მივედი, გამოვაღე კარები და შევედი... მოიცა სად შევედი კაცო, რა გამოვაღე გამოსაღები იქ არაფერი იყო - შესასვლელი მითუმეტეს. გამოვედი იქიდან და ესკალატორს დავადექი. უკნიდან ინსტრუქტორის ნაზი წყევლა მომესმა და მივხვდი რომ ისევ გამოსასვლელიდან შემოვედი. მატარებელიც გაჩერებული დამხვდა ნაზად მივფარფატდი მატარებელთან, ის ის იყო ფეხი უნდა შემედგა , რომ ზედმეტი აირებისგან დაცარიელდა და კარები ცხვირ წინ მომიჯახა. რას ვიზავთ, შემდეგიც იქნებაო ტვინმა შემახსენა, გულმა კი მიკარნახა ამ ცხოვრების დედა მომიკითხეო.






გაგრძელება იქნება. :D

May 1, 2008

იღბლიანი.

    ბიჯებო,
      მოდი ამ ცარიელი ჭიქით და სავსე გულით, აი იმ კაცს გაუმარჯოს, დედა რო    გარდაეცვლება და სახლში საშოვარზე მამა რო დარჩება მარტო. ის მამა სახლში რო ღამის   პირველზე მოდის და ეს კაცი ტუალეტში რო იქნება ჩაკეტილი, ზარს რო ვერ გაიგებს და  მამა გარეთ რომ შემოეყინება, დილას რომ ნახავს მამამისს და რო ატირდება, სულ რომ დალეწავს პადიეზდს, ციხეში რო წაიყვანენ,3 წლის მერე რომ გამოვა, სახლში დამპალ ფუნთუშას რო იპოვის, შეჭამს და მოიწამლება. რო გამოჯანმრთელდება და მათხოვრობას  რომ დაიწყებს.
     აი მათხოვრობითაც არაფერი რო არ შეუვა და საშოვარზე რო გავა,გზაში მანქანა დაარტყავს, რო წაიყვანენ საავადმყოფოში, გზაში კურტკას რომ დაინახავს დაგდებულს და გადმოხტება, ეს კურტკა მე მჭირდებაო!
წავა და ამ კურტკას აგერ გამყიდველ ჟანას ერთ პოლიტრა რუსკი რაზმერში რო გაუცვლის, დაჯდება და თავის ბედისას რომ დალევს, აი რა კაი კურტკა ვიპოვეო.


აი ამ კაცს გაუმარჯოს რა!