May 3, 2009

Spelling

ამ პოსტში წარმოგიდგენთ ცნობილი სახელების, ტერმინების დევიზების და სლოგანების რეალურ ვერსიას, რომელიც ინდონეზიის საიდუმლო სპეც სამსახურმა საიმედოდ გადამალა:

ინგლისური ვარიანტი:

Yahoo - Yummy Athlets Having Orgasm Online.

Skype - Sky Pee.

Google - (to) Go Ugly [goagli].

Youtube - You! Try Using Bed Earlier.

FaceBook - Face's Blown Off? OK!

Wordpress - Words Pushing Readers to Exact Sin - Suicide.

Blog - Being Lovely One-eyed Gay.

L G  - Love Goats.

Adobe - American Deity - Oracle Banishing Everest

Pad - Posting Absurd Daily.

Apple - After Paying People Live Enraged.

Mac - Most Aromatic Crap.

 Coke - Crap, Onion, Kickshaw & Elephant.

Tide - The Ideal Dirtyness Ever.

Condom - Contraceptive Demon Owning Malaysians.

Boy-Band - Boys Butts After Negative Day.

Post - Publish Ordinary Sucking Trash.

Crop on rock - Cock on rope  

Save Now - Nave Saw 

Twitter - ტვირთერ - Wet tit

Snickers -  Sick earth 

Option - ოF  შენი - Potion - ფუ შენ!

Sign Out - საინა, უთო - Sing Out 


ქართული მერე იყოს ბრაცი :)

Mar 13, 2009

Sxviting Roommates - პირველი სეზონი, ბოლო სერია.

სანამ კომენტარებს არ დაწერთ, იქამდე ბოზი ვიყო ახალი პოსტი თუ დავდო. ამისთვის ვდგავართ საათობით წვიმაში და უბედურობაში ამხელა კაცები? კაია - დაწერეთ, ყლეობაა- დაწერეთ.


ყურადღება, ლეგენდარული სერიალის პირველი სეზონი დასასრულს მიუახლოვდა!

წარმოგიდგენთ Sxviting Roommates - ის პირველი სეზონის ბოლო სერიას, რომელშიც ირკვევა თუ როგორი ადამიანია რეალურად ოთარა, და როგორია თარო. რატომ ამაყობდა, უკვირდა და მოსწონდა როდესაც თარო რაღაცას აკეთებდა ოთარას? ამ სერიაში თქვენ ნახავთ მის რეაქციას, როდესაც ყველაფერი ისე არაა, როგორც მას უნდა საკუთარი რუმმეითისგან.

რას შვება ოთარა, როდესაც თარო ბეზძელნიკობს? რა უნდოდა თაროს? რას ფიქრობს ოთარა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე? რაზე უკრავს კროკოდილი გენა?

ეს ყველაფერი, პირველი სეზონის ბოლო სერიაში:

Dec 25, 2008

დეტექტიური გამოცანა.

ყოველთვის მიყვარდა დეტექტიური ისტორიები, მაგრამ ყოველთვის მიჭირს ვიპოვო ისტორია რომელიც ისეთ ფორმაშია, რომ დაუფიქრდე და გაარჩიო, გაანალიზო. ტვინის ჭყლეტვის ხასიათზე ვარ, ბევრი ფიქრის და რაციონალური ანალიზის.

რეალობაში მართალია არათუ ხშირად, არამედ მუდმივად ვხვდებით ფაქტებსა და გამოცანებს, რომლებზეც ფიქრი ღირს, მაგრამ ეს ისეთი ფონური და მუდმივია, მარტო მაშინ ვამჩნევთ როცა არ არის. გასაგებად რომ ვთქვათ, გამოცანა მაშინ გვინდება, როცა არ არის.

მარილს სუფრაზე მაშინ ამჩნევენ როდესაც არ დევსო :) ცხოვრებაში იმდენი დეტალია დასაფიქრებელი და ისეთი ფონურია მათი არსებობა, მათ არსებობას ვერ გრძნობ. და როდესაც არ არის, მაშინ ვხედავთ მის არ არსებობას და გვინდება ტვინის ჭყლეტვა, ხელოვნურად შექმნილი ისტორიების განხილვა ან გამოცანების გამოცნობა. ასე ვარ მე ახლა, ღამის ექვსი საათია და არაფერი გამოსაცნობი ჩემს გარშემო არ ხდება. ინტერნეტში ცოტა ვიარე თუ ბევრი, წავაწყდი დეტექტიურ ისტორიას, დეტექტივ სმიტზე.

თუ რამეა, ორიგინალი ბოლოშია.

”ოხ ეს წვიმა!” თქვა დეტექტივმა სმიტმა, რომელიც უკვე რამდენიმე საათი იყო ფანჯარაში იყურებოდა - ”სამი დღეა უკვე წვიმს და ჯერაც არ აპირებს გადაღებას”. ამ დროს სმიტს ურეკავს პოლიციელი და ატყობინებს მდიდარი კაცის მკვლელობის შესახებ. გვამი ნაპოვნია სახლში, თავში მოხვედრილი აქვს ტყვია. კაცი მოკლულია წინა დღეს. სმიტი მიდის დანაშაულის ადგილზე, და დასაკითხი ჰყავს ოთხი ადამიანი - გარდაცვლილის დისწული, გარდაცვლილის დისშვილი, მსახურთუფროსი და გარდაცვლილის ქალიშვილი.

ქალიშვილი ამბობს, რომ იგი იყო საყიდლებზე და დაბრუნებისას დახვდა მამა მკვდარი.

დისწული ამბობს, რომ იგი ირუჯებოდა, უსმენდა მუსიკას და არაფერი გაუგონია.

მსახურთუფროსი ამბობს, რომ იგი იყო გარდაცვლილის დისშვილთან ერთად და ასუფთავებდა აუზს.

დისშვილი ამბობს, რომ იგი იყო მეგობრებთან ერთად დასალევად, სახლში მოსულს დაუძინია და მეორე დღეს გაუღვიძია მისი ბიძაშვილის კივილს (ანუ გარდაცვლილის ქალიშვილის).

კითხვა: ვინ არის დამნაშავე კაცის მკვლელობაში?


"Darn that rain!" said Detective Smart. "Three days now, and it hasn't stopped." A few minutes later he gets a call from a policeman stating that a very rich man was found dead with a bullet on his head in his mansion. Immediately, Detective Smart goes to the mansion to interrogate the people living in the house....the nephew, the niece, the butler, and the maid. The maid said that she was out shopping, and came to check on him and found him dead. The niece said that she was outside sunbathing by the pool and was listening to music so she didn't hear anything. The butler said that he was with the niece, cleaning the pool. The nephew's answer was that he was out with friends drinking, and he got home late, passed out, and woke up when he heard the maid scream.
I know exactly who the murderer is said Detective Smart.
Who is the murderer?

Nov 18, 2008

შიფრი:3

ვაგრძელებ შიფრების სერიას და გთავაზობთ ახალ დაშიფრულ ტექსტს, ტექსტი ადვილი ამოსაცნობია, უბრალოდ ყველა ვერსია ზერელედ განიხილეთ და ყოველ მათგანს დიდი ფიქრი და დრო არ დაუთმოთ.

მინიშნება:PB.SE2.L3TT3R. 2.LINKFROMLJ
კიდევ ერთი რჩევა: გაშიფვრა შეიძლება მინიშნების გარეშეც, თუკი ის ვერ გაიგეთ, გაბნევთ ან გაიგეთ და გეზარებათ მინიშნებული ინფორმაციის მოძიება/გამოყენება გაანებეთ თავი, ისეც გამოვა.
სიძნელე:ადვილი.

ტექსტი:

სტოკჰოლმში ვიზრდებოდი, სუსექსში გადამიყვანეს. ვინ მისმენდა მე
წამათრიეს საყვარელი ეზოდან. მაშინ არაფერი ვიცოდი, წამომცდომია ”შენ
ვინ გკითხავს რო მიგყავარ მეთქი,ბაბუას გავუბედე.მროზგეს,სანამ მიყვარხარ
არ ვეძახე. არადა როგორ მეზიზღებოდა, ვერ ვიტანდი, ვერა! სანამ ცოცხალი
მქვია,ჩემს ჩაძმარებულ ბავშვობას არ შევარჩენ,ახლაც მტკივა,გაბოროტებული ვარ,
ყველაფერს ვიზავ,ის გოგო რომ ჩამეკლა საკუთარ ხელებში,რომ მიყურებდა და
იცინოდა, ეგრე ცემე ბაბუ,პატივს არ გვცემს ეგ მონის შობილი, დავპირდი მალე
მოვალ, დაბადებას გაწყევლინებ-მეთქი. ახლაც გპირდები, გნახავ
და ყველაფერზე შურს ვიძიებ!

Nov 15, 2008

შიფრი:2

[Updated:ეს შიფრი პირველმა გაშიფრა OTO-მ(და ლილიანმაც, ისე რა :D). პასუხი იხილეთ პოსტის ბოლოში]

ტაკს, წინა შიფრის გაშიფრვისას რატომღაც ყველას ეგონა რომ ყოველი მესამე სიტყვა უნდა ყოფილიყო ამოწერილი. არადა გლორია სკოტში წერილის გაშიფრვისას შერლოკ ჰოლმსმა ტექსტში ყოველი წინადადების ბოლო სამი სიტყვა ჩაინიშნა. ჩემ ტექსტში განსაკუთრებული აზრი არ დევს, მაგრამ მიხვდები რო გზას ადგეხარ.



შედეგად მივიღეთ:

ხვალე სკოლა მეზარება.თავმოუბმელი ვარ რა. არადა წუთიც და ეგაა. მარტო მეცადინეობაა რა.უაზროდ ვბოდავ ტექსტს.საცემი არა ვარ?!

----

ახლა კი შემდეგი ნაწილი, აქ უფრო აზრიანად შევეცდები:

შიფრი მეორე, სიძნელე საშუალო.
მინიშნება: ქართულ ანბანში ყველა ასოს თავისი ციფრული მნიშვნელობა აქვს. ციფრული მნიშვნელობა და არა ნომერი. , - სიტყვის სასრული;

წავიდა:

6 9 40,1 80, 9 900 40 50 2 90, 2 1 2 1 5000 1 40 1 90?


პ.ს. არც თუ ისე რთულია, მოკლე წინადადებაა.

[პასუხი:]
[ვინ არ იცნობს ბაბაჯანას?]

Nov 13, 2008

შიფრი:1

ესეიგი, პერიოდულად გამოვაქვეყნებ ხოლმე დაშიფრულ ნაწერს, სხვადასხვა სირთულის. ვინც მიხვდება მიხვდეს, დაწეროს კომენტებში რაზეა საუბარი, შიფრითვე მიპასუხოს და ა.შ.

ვიწყებ,

შიფრი ნ1, სიძნელე ადვილი.
მინიშნება - გლორია სკოტი.


ფერმერული საქმისა არაფერი ვიცი, ტაპორიც არ მჭერია ხელში და თან ხვალე სკოლა მეზარება.როდის უნდა ვისწავლო ჭამის წინ ხელის დაბანა, თავმოუბმელი ვარ რა. ასე ვტრიალებ ხოლმე ცაში კამარას ვკრავ, არადა წუთიც და ეგაა. დამებანა ხელი, რა დრო მაგას უნდა, ან რამეს მოვუვლიდე, გადავხტები ლოგინს ავჩეჩავ,ვარჯიშია ეგეც და მარტო მეცადინეობაა რა.ხან რომელ ოთახში გავვარდები, ხან რომელში,ასე უაზროდ ვბოდავ ტექსტს. მოკლედ, მოკლედ ის ქათმები ისევ ჩემი მოსავლელია, ნახე რა, საცემი არა ვარ?!