Dec 25, 2008

დეტექტიური გამოცანა.

ყოველთვის მიყვარდა დეტექტიური ისტორიები, მაგრამ ყოველთვის მიჭირს ვიპოვო ისტორია რომელიც ისეთ ფორმაშია, რომ დაუფიქრდე და გაარჩიო, გაანალიზო. ტვინის ჭყლეტვის ხასიათზე ვარ, ბევრი ფიქრის და რაციონალური ანალიზის.

რეალობაში მართალია არათუ ხშირად, არამედ მუდმივად ვხვდებით ფაქტებსა და გამოცანებს, რომლებზეც ფიქრი ღირს, მაგრამ ეს ისეთი ფონური და მუდმივია, მარტო მაშინ ვამჩნევთ როცა არ არის. გასაგებად რომ ვთქვათ, გამოცანა მაშინ გვინდება, როცა არ არის.

მარილს სუფრაზე მაშინ ამჩნევენ როდესაც არ დევსო :) ცხოვრებაში იმდენი დეტალია დასაფიქრებელი და ისეთი ფონურია მათი არსებობა, მათ არსებობას ვერ გრძნობ. და როდესაც არ არის, მაშინ ვხედავთ მის არ არსებობას და გვინდება ტვინის ჭყლეტვა, ხელოვნურად შექმნილი ისტორიების განხილვა ან გამოცანების გამოცნობა. ასე ვარ მე ახლა, ღამის ექვსი საათია და არაფერი გამოსაცნობი ჩემს გარშემო არ ხდება. ინტერნეტში ცოტა ვიარე თუ ბევრი, წავაწყდი დეტექტიურ ისტორიას, დეტექტივ სმიტზე.

თუ რამეა, ორიგინალი ბოლოშია.

”ოხ ეს წვიმა!” თქვა დეტექტივმა სმიტმა, რომელიც უკვე რამდენიმე საათი იყო ფანჯარაში იყურებოდა - ”სამი დღეა უკვე წვიმს და ჯერაც არ აპირებს გადაღებას”. ამ დროს სმიტს ურეკავს პოლიციელი და ატყობინებს მდიდარი კაცის მკვლელობის შესახებ. გვამი ნაპოვნია სახლში, თავში მოხვედრილი აქვს ტყვია. კაცი მოკლულია წინა დღეს. სმიტი მიდის დანაშაულის ადგილზე, და დასაკითხი ჰყავს ოთხი ადამიანი - გარდაცვლილის დისწული, გარდაცვლილის დისშვილი, მსახურთუფროსი და გარდაცვლილის ქალიშვილი.

ქალიშვილი ამბობს, რომ იგი იყო საყიდლებზე და დაბრუნებისას დახვდა მამა მკვდარი.

დისწული ამბობს, რომ იგი ირუჯებოდა, უსმენდა მუსიკას და არაფერი გაუგონია.

მსახურთუფროსი ამბობს, რომ იგი იყო გარდაცვლილის დისშვილთან ერთად და ასუფთავებდა აუზს.

დისშვილი ამბობს, რომ იგი იყო მეგობრებთან ერთად დასალევად, სახლში მოსულს დაუძინია და მეორე დღეს გაუღვიძია მისი ბიძაშვილის კივილს (ანუ გარდაცვლილის ქალიშვილის).

კითხვა: ვინ არის დამნაშავე კაცის მკვლელობაში?


"Darn that rain!" said Detective Smart. "Three days now, and it hasn't stopped." A few minutes later he gets a call from a policeman stating that a very rich man was found dead with a bullet on his head in his mansion. Immediately, Detective Smart goes to the mansion to interrogate the people living in the house....the nephew, the niece, the butler, and the maid. The maid said that she was out shopping, and came to check on him and found him dead. The niece said that she was outside sunbathing by the pool and was listening to music so she didn't hear anything. The butler said that he was with the niece, cleaning the pool. The nephew's answer was that he was out with friends drinking, and he got home late, passed out, and woke up when he heard the maid scream.
I know exactly who the murderer is said Detective Smart.
Who is the murderer?

6 Comments:

willow said...

ra iyo uf, yvelam daxoca ertad? diswuli ver gairujeboda imitom rom wvimda, msaxurtuprosi disshvils ver gayveboda megobrebtan auzis gasawmendad.... hm :D tan verc gawmindavda imitom rom wvimda :D memgoni yvelam ertad dabrides :D

willow said...

უი შესავალი არ წამიკითხავს . ბოდიში რო ქართულად არ დავწერე :)

OTO said...

The nephew : )

რატომღაც ასე მგონია

Secrets said...

აბა ვერსიები კიდე, ვერსიები :ბის:

Anonymous said...

the niece (და შეიძლება butler-იც მაგასთან ერთად)

Unknown said...

ქალიშვილის და დისშვილის მოსაზრება ერთმანეთს ემთხვევა ანუ ისინი მართლები არიან , დისწული კი იზაგრებოდა (თავიდან ვიფიქრე რადგან მდიდარი ოჯახი იყო იქნებ სოლარიუმში თქო მაგრამ ორიგინალში წერია "outside" ანუ გარეთ) ეს იმას ნიშნავს რომ მან მოიტყუა რადგან წვიმდა , ასევე მოიტყუა მსახურთუფროსმაც (როგორც ჩანს ადმინს შეცდომა გამოეპარა თარგმანში რადგან ორიგინალში წერია დისწულთან ერთად ვალაგებდი აუზსო ) მოკლედ მანაც მოიტყუა იმან წვიმაში ვიზაგრებოდიო და ამან იმასთან ერთად აუზს ვწმინდავდიო და მსახურთუფროსმა და დისწულმა მოკლეს ჩემი აზრით :D