დღეს კუს ტბაზე ვიყავით 5 მეგობარი, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა პროსტა 1 წყალში ჩამიყვანეს დიდი თხოვნის მერე და მაგარი სლეობა იყო.
ყველაზე საინტერესო წამოსვლისას დაიწყო, გზაზე რომ მოვდიოდით გივიკო მანქანებს ხელებს უქნევდა, გააჩერეთ გააჩერეთო. ჩემი რეჩები წიპა ”ოო გაჩე რაა” ”ნუ უქნევ” და მაგვარი სიტყვები. მიტყდებოდა მაგრამ თავში მიტრიალებდა აზრი რო მინდოდა გაბედული გავმხდარიყავი ოდნავ მაინც, და ”იეს” მეთქვა ცოტა ხნით.
ხოდა, კი მიტყდებოდა მაგრამ დიდი ქნევების მერე ერთმა გოლფმა გაგვიჩერა და იქიდან ბიჭმა თავი გადმოყო. ამ დროს გამიტყდა, სხვებსაც. გივიკომ უთხრა, იყოს, ბევრნი ვართ და ვერ ჩავეტევითო. იმ ბიჭმა ვინც ჩაეტევით ჩაჯექითო. შევხედე გივიკოს და წამო მეთქი ვუთხარი. ჩავჯექით.
რა სისწრაფით გვატარებდა ვერ აღვწერ, მოსახვევებში სიჩქარეს არ აგდებდა, უმატებდა მგონი. ჩვენი გამოცდა უნდოდა ალბათ ან რამე ეგეთი მაგრამ მე პირიქით მსიამოვნებდა :)) ხოოდა, რომ ჩავედით ქუჩაზე ჩამოგვსვა, მერე ვიარეთ ცოტა კიდე, და ვაკის პარკის ასახვევთან მოვხვდით. გადავჭერით გზა და მარშუტკა გავაჩერეთ. მართალია ფული არ მქონდა, მაგრამ გივიკო უკვე იქაც მიმათრევდა და ფეხზე მეკიდა გადავაგდებდით თუ არა :))
უნდა ჩავმჯდარიყავი და ჩემი დეიდაშვილის ხმა გავიგე, გადავკოცნე რამე რუმე დიდი ხანია არ მყავდა ნანახი. მოვუყევი ჩამოსვლის ამბავი და გაეცინა, მერე მოიცა ტაქსში ჩაგსვავთო, გაგვიჩერა ტაქსი და გამომიშვა სახლში.
ასე რომ, YES MAN! :D
ამ კინოშიც ხომ ასეა, გაბედე და ყველაფერი კარგად იქნებაო :)
თითქოს გაუბედავი არაფერი, მაგრამ მაინც მაგრად მესიამოვნა.
Jul 3, 2009
Yes man!
ავტორი: Secrets დრო: 9:22 PM 6 კომენტარი
კატეგორია: Cool :D, არდადეგები, დღიური, მეგობარი
Jun 28, 2009
ბიბიდი, ბაბიდი, ბუმ!
მოკლედ, გუშინ და დღეს იყვნენ ჩემები წასული სოფელში. მე თბილისში დავრჩი, მიშო და გაგაც იყვნენ სტუმრად და დარჩნენ ღამე.
ეს კიდევ ერთადერთია რაც გადავიღე მძინარე ადამიანით თამაშის 1000 ხერხიდან.
მანიკურები, ცივი ყინული, პირში თითების თხრა, ფოქსის ტლოკვა, და ასე შემდეგ. ამ ვიდეოში კი ნახავთ შვიბიდი-ბაბიდი ბუმცს :)
ავტორი: Secrets დრო: 8:23 PM 5 კომენტარი
კატეგორია: TVიური, თოილეთფეიფა ფიქჩერზს, მეგობარი, ძილი
Apr 14, 2009
ხიმში გაბლოგერდა!
პოზნი ზაჟიგანიე ვარ ვიცი.
მაგრამ, ხიმში მაინც გაბლოგერდა!
გაბლოგერდა ხიმში!
გოუ ხიმშ გოუ, ბევრი მუზა და საინტერესო პოსტები! იცოდე რო ერთხელ პოსტის ვერ დაწერა, ერთხელ ბლოგზე გულის აცრუება არაფერი არაა, ასეთი ბევრი შეგხვდება, მაგრამ დაიმახსოვრე:
ნამდვილ ბლოგერებს თავისი ბლოგის პაროლი ბოლომდე არასდროს ავიწყდებათ!
ავტორი: Secrets დრო: 12:37 AM 3 კომენტარი
Dec 26, 2008
My Christmas Wishlist.
ავტორი: Secrets დრო: 5:31 PM 4 კომენტარი
კატეგორია: დღესასწაული, მეგობარი, შობა, შუბლი

