რა არის თანამედროვე მულტფილმი? მდარე, გაცვეთილი იუმორი, 3 განზომილება, ჰეფი ენდი, რობოტები, ომი, ძალადობა...
რა იყო იქამდე? რა შეიცვალა?
იყო პოზიტივი, ინოვაციური იუმორი, საყვარელი პერსონაჟები, სიმპატია... მოდით გავიხსენოთ 1992-2005 წლების მულტფილმები, რომლებიც დღეს უკვე სუპერ-რობოტებმა და ძალადობით თუ ”პახაბნობით” გაჯერებულმა სამგანზომილებიანმა უაზრობებმა შეცვალეს.
ქალბატონებო და ბატონებო, Cartoon Network 1992-2005 Presents.
The Top Cat.
მახსოვს რომ მაშინ სხვა მულტფილმები მერჩივნა, მაგრამ ახლა რომ ვიხსენებ ძალიან მენატრება. საუბედუროდ მალევე ამოიღეს ეთერიდან და პირველი ნაბიჯები გადადგეს თავიანთ нет Work ის ჩამოყალიბებაში.
Intro:
Wacky Races
ჩემი ერთერთი საყვარელი მულტფილმი, რომელსაც დიდი ხანია დავემშვიდობეთ. მთავარი პერსონაჟის - Muttleyს სიცილი მაგრა მიყვარდა. ღრმა ბავშვობიდან მიყვარს თავისებური პერსონაჟები ერთად რომ არიან შეკრებილი ხოლმე, მაგალითად ყველა სუპერგმირი ერთად - ჩემთვის ასეთი კინო ძალიან მაგარია მიუხედავად პრიმიტიულობის და მაგვარი სისუსტეებისა. მოკლედ, უაქი რეისერს!
The Atom Ant
მახსოვს, ეს მულტფილმი იშვიათად გადიოდა და დიდი ბედნიერება იყო თუ ვნახავდი. ეს მულტფილმი ამ არხზე სუპერ-ძალების საწყისი იყო. ჭიანჭველა სუპერგმირი და იმ იუმორის პირველი ეტაპი რომელიც დღეს რეკლამებშიც კი გვესმის.
Hong Kong Phooey
ამ მულტფილმის განსაკუთრებულად მუსიკა მიყვარს, მე რომ ვუყურებდი ჰონგ კონგ ფჰუი-ც ცოტაღა იყო შემორჩენილი და მალე ამოიღეს კიდეც. ადრე ვეძებდი კიდეც ამ მულტფილმს მაგრამ ვერაფერი ვიპოვე. ახლა რაღაც სერიები არის, Related Videos-ში შეგიძლიათ ნახოთ. ეს განსაკუთრებით ნოსტალგიური ანიმაციაა ჩემთვის, რატო არ ვიცი <3..>
აუჰ ცუდად ვარ :( ბავშვობა მინდა. მამა-შვილი დათვები, შინაარსი ნაკლებად მახსოვს, უბრალოდ უშველებელი ნოსტალგია :(
ვარდისფერი პანტერა გაცილებით უფრო ძველი მულტფილმია, მაგრამ მახსოვს ჩემს დროსაც გადიოდა ხოლმე აქა-იქ. შემოვიდოდა დიდცხვირა კაცი ყველაფერს თეთრად შეღებავდა. მერე შემოვიდოდა ვარდისფერი პანტერა და ყველაფერს ვარდისფრად. ხან რითი ღებავდნენ, ხან რითი. ეეჰ, სტარიე დობრიე ვრემენა..
ახლა კი, კომენტარის გარეშე და უსაზღვრო ნოსტალგიით დანარჩენი მულტფილმები:
The Flintstones
Senor Droopy
Scooby Doo!
The Jetsons.
Dexter's Lab. (ესეც ამოიღეს :( )
Powerpuff Girls (Old Ones...)
The Addams Family
Hucklberry Hound
R.I.P კარგო ანიმაციებო!
Thank you Hanna-Barbera!!!

