Jan 5, 2010
Jul 9, 2009
დომენები - კრეატივი
თუ თქვენ გჭირდებათ მისამართი საიტისთვის და ვერ მოიფიქრეთ, ეს პოსტი ნამდვილად დაგეხმარებათ :) რამდენიმე იმ მისამართებიდან, რომლებიც ყოველ წუთს მაფიქრდება და მერე ისევ მავიწყდება :)
ხარ.ჯი
გა.ჯი
ჯიჯი.ჯი
ავე.ჯი
იმი.ჯი - სამოდელო სააგენტო :დ
ima.ge < ეს განსაკუთრებით მაგარია ქართული ფოტოხელოვნების დომენისთვის – I'm a GE = ima.ge = Image :D
msio.ge << წაიკითხეთ უკუღმა :D
გაი.გე - ზმნა გაგება და არა ”gay.ge" |-(
გამი.გე
გავი.გე
აა.გე - წიპა რაღაც ონლაინში რამის აგება ფიმფრინავის ან შენობის ხზ/პორნო დომენი
ფასკუნ.ჯი
გაა.ჯი - ეს მაგარია :D
gara.ge - მანქანების ონლაინ მაღაზია
განა.გე
garba.ge - სანაგვე
ამა.გე - პორნო დომენი წიპა :D
მოი.გე - უნამუსო ინტერნეტ კაზინო
წაა.გე - ნამუსიანი ინტერნეტ კაზინო
knowled.ge - ენციკლოპედია/შემეცნებითი საიტი
ed.ge - დანები, ხმლები და ასე შემდეგ.
linea.ge - 5000x shemodit all magari serveriaaaaa
გადაიხა.დე კომუნალური გადასახადებიგადააგ.დე - სიგარეტის / ნარკოტიკის გადამგდებების ურთიერთ მხარდასაჭერი საიტი. დამაცა.დე თ ხალხო და კიდევ მოვიფიქრებ :)
inspired by dodka's post
ავტორი: Secrets დრო: 2:02 PM 11 კომენტარი
Jul 3, 2009
Yes man!
დღეს კუს ტბაზე ვიყავით 5 მეგობარი, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა პროსტა 1 წყალში ჩამიყვანეს დიდი თხოვნის მერე და მაგარი სლეობა იყო.
ყველაზე საინტერესო წამოსვლისას დაიწყო, გზაზე რომ მოვდიოდით გივიკო მანქანებს ხელებს უქნევდა, გააჩერეთ გააჩერეთო. ჩემი რეჩები წიპა ”ოო გაჩე რაა” ”ნუ უქნევ” და მაგვარი სიტყვები. მიტყდებოდა მაგრამ თავში მიტრიალებდა აზრი რო მინდოდა გაბედული გავმხდარიყავი ოდნავ მაინც, და ”იეს” მეთქვა ცოტა ხნით.
ხოდა, კი მიტყდებოდა მაგრამ დიდი ქნევების მერე ერთმა გოლფმა გაგვიჩერა და იქიდან ბიჭმა თავი გადმოყო. ამ დროს გამიტყდა, სხვებსაც. გივიკომ უთხრა, იყოს, ბევრნი ვართ და ვერ ჩავეტევითო. იმ ბიჭმა ვინც ჩაეტევით ჩაჯექითო. შევხედე გივიკოს და წამო მეთქი ვუთხარი. ჩავჯექით.
რა სისწრაფით გვატარებდა ვერ აღვწერ, მოსახვევებში სიჩქარეს არ აგდებდა, უმატებდა მგონი. ჩვენი გამოცდა უნდოდა ალბათ ან რამე ეგეთი მაგრამ მე პირიქით მსიამოვნებდა :)) ხოოდა, რომ ჩავედით ქუჩაზე ჩამოგვსვა, მერე ვიარეთ ცოტა კიდე, და ვაკის პარკის ასახვევთან მოვხვდით. გადავჭერით გზა და მარშუტკა გავაჩერეთ. მართალია ფული არ მქონდა, მაგრამ გივიკო უკვე იქაც მიმათრევდა და ფეხზე მეკიდა გადავაგდებდით თუ არა :))
უნდა ჩავმჯდარიყავი და ჩემი დეიდაშვილის ხმა გავიგე, გადავკოცნე რამე რუმე დიდი ხანია არ მყავდა ნანახი. მოვუყევი ჩამოსვლის ამბავი და გაეცინა, მერე მოიცა ტაქსში ჩაგსვავთო, გაგვიჩერა ტაქსი და გამომიშვა სახლში.
ასე რომ, YES MAN! :D
ამ კინოშიც ხომ ასეა, გაბედე და ყველაფერი კარგად იქნებაო :)
თითქოს გაუბედავი არაფერი, მაგრამ მაინც მაგრად მესიამოვნა.
ავტორი: Secrets დრო: 9:22 PM 6 კომენტარი
კატეგორია: Cool :D, არდადეგები, დღიური, მეგობარი
Jun 17, 2009
დაეხმარეთ მიშოს! გთხოვთ.. :(
გაავრცელეთ!!!
*** ეს ის არ არის რაც შენ გგონია ***
გამარჯობა, მიშოს შენი დახმარება სჭირდება. ამ ლინკს კი მსოფლიოს 80 დღეში შემოვლა - http://help-misho.netne.net/misho.php . რომ გითხრა, თუ 20 დღეში მეგობრებს არ გაუგზავნი დაიწყევლებითქო ტრუხა იქნება, უბრალოდ გაავრცელე ეს და დაეხმარე მიშოს (happy)
თუ უახლოეს ნახევარ საათში გაუგზავნი ბევრ ხალხს, საჩუქრად მიიღებ თუნუქის ჩაიდანს. See And Gaavrcell !
ავტორი: Secrets დრო: 1:20 AM 2 კომენტარი
კატეგორია: Cool :D, ბიჭი, თოილეთფეიფა ფიქჩერზს
May 19, 2009
სკაიპის ლოგო - კრეატივი.
Skype აქუ
Skyderman
Skuperman
ვებერთელა
სიფრთხილე
ყლეო
თუ ბი ქონთინიუდ.
ავტორი: Secrets დრო: 8:14 PM 5 კომენტარი
კატეგორია: Cool :D, Skype, რესტრუქტურიზაცია
May 3, 2009
Spelling
ამ პოსტში წარმოგიდგენთ ცნობილი სახელების, ტერმინების დევიზების და სლოგანების რეალურ ვერსიას, რომელიც ინდონეზიის საიდუმლო სპეც სამსახურმა საიმედოდ გადამალა:
ინგლისური ვარიანტი:
Yahoo - Yummy Athlets Having Orgasm Online.
Skype - Sky Pee.
Google - (to) Go Ugly [goagli].
Youtube - You! Try Using Bed Earlier.
FaceBook - Face's Blown Off? OK!
Wordpress - Words Pushing Readers to Exact Sin - Suicide.
Blog - Being Lovely One-eyed Gay.
L G - Love Goats.
Adobe - American Deity - Oracle Banishing Everest
Pad - Posting Absurd Daily.
Apple - After Paying People Live Enraged.
Mac - Most Aromatic Crap.
Coke - Crap, Onion, Kickshaw & Elephant.
Tide - The Ideal Dirtyness Ever.
Condom - Contraceptive Demon Owning Malaysians.
Boy-Band - Boys Butts After Negative Day.
Post - Publish Ordinary Sucking Trash.
Crop on rock - Cock on rope
Save Now - Nave Saw
Twitter - ტვირთერ - Wet tit
Snickers - Sick earth
Option - ოF შენი - Potion - ფუ შენ!
Sign Out - საინა, უთო - Sing Out
ქართული მერე იყოს ბრაცი :)
ავტორი: Secrets დრო: 9:11 PM 5 კომენტარი
კატეგორია: Cool :D, კოდი, რესტრუქტურიზაცია, შიფრი
Apr 27, 2009
შეხვედრა მინისტრთან
დღეს ადრე გამაღვიძეს, სასწრაფოდ ჩამაცვეს და განათლების სამინისტროში წავედი. იქ შევედი, დავჯექი და ლოდინი დავიწყე. რამდენიმე ნაცნობიც შევნიშნე, ოღონდ ისეთი ნაცნობი, ორივეს რო უტყდება გამარჯობის თქმა ვაი და ვერ მიცნოსო. ორს მივესალმე და ორივემ მიცნო, საბედნიეროდ.
შემდეგ მოვიდა მინისტრი, ილაპარაკა, გვაქო, გაგვაცნო რა სიტუაციაა, სად რამდენი კაცი გავიდა და რა იქნება შემდეგ წელს. დაგვაიმედა, წარმატება გვისურვა, შემდეგ მეორე ადამიანმა დაიწყო ლაპარაკი, ქალი რომ არის ეროვნული გამოცდების ”უფროსი”.
ხოდა, მერე დააჯილდოვეს წინა ოლიმპიადის გამარჯვებულები, რომლებმაც უცხოურ კონკურსებზე მიაღწიეს წარმატება. ორი ათას-ორი ათასი ლარი გადასცეს ყველას, ზოგი ფიზიკაში იყო გასული, ზოგი მათემატიკა, ზოგი კიდე ინფორმატიკა.
მერე კითხვების დასმა დაიწყეს და კულმინაცია იყო ქერა მეექვსე-მეშვიდე კლასელი ბიჭი სახელად ჯიმი, რომელიც უეჭველი იყო რომ ოპოზიციურ ოჯახში იზრდებოდა.თავიდან რომ გამოვიდა ლაპარაკი დაიწყო და გაჩერდა, კიდევ დაიწყო კიდე გაჩერდა:
”ыыы... ისა რა ქვია.. ыыы.. ერთი წუთით.. კხმ. ” - ხალხი იცინის, მაგრამ ჯიმი არ იმჩნევს, იგი იწყებს მწვავე კითხვების დასმას:
-”ცოტა ხნის წინ ბატონმა მინისტრმა თქვა რომ სპეციფიური საგანია ინფორმატიკა ыы და მე მაინტერესებს, ыы.. აი რატომ არ არის ისეთ სკოლებში სადაც ინფორმატიკა ისწავლება ыы დაფინანსება ыыы...”
- ”იმიტომ რომ ამ მხრივ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, ეტაპობრივად” - სად ეცალა ჯიმის ამდენი, ჩაერია საერო გამოცდების ”უფროსს” სიტყვაში:
-”ыыы აი ხოდა ჩვენ სკოლაში თუ ისწავლება ინფორმატიკა რატო არაა შესაძლებლობა აი მაგალითად ჩემს სკოლაში დგას ძველი კომპიუტერები.” - ამ დროს ბატონი მინისტრიც დაბრუნდა და უპასუხა:
”-შენ რა გქვია?
-ჯიმი.
-ჩემო ჯიმი, რეგიონებში გაცილებით უარესი სიტუაციაა და იქ ძველი კომპიუტერებიც...
-არა უბრალოდ მე მაინტერესებს და რატო არ ხერხდება დაფინანსება ჩვენს სკოლაში სადაც ეს საგანი ისწავლება?”
და ასე ერთი თხუთმეტი წუთი როგორც იტყვიან ”ჯიმი ბჭობდა ხალხი იცინოდაო” თუ როგორც არის. შემდეგ რაღაც კიდე ერთი ორი კითხვა, ასე შემდეგ.
ამის მერე მე და ერთი გოგო რუსთავი ორის კიდს ნიუსში ჩაგვწერეს, რაღაცეები ვიბოდიალე მაგრად მეძინებოდა, არ მახსოვს. კვირას იქნება და ვნახავ.
მოკლედ უნდა გავიდე შემდეგ ტურში, პირველ ადგილზე 1კ გელაა, მეორეზე 700, მესამეზე 500. ზუსტად არ ვიცი ერთჯერადი თუ 1 წლიანი.
p.s. მეძინებაზე მეძინება, გრამატიკაზე და ეგეთ რამეებზე პასუხისმგებელი არ ვარ...
Apr 23, 2009
სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგები :bis:
დღეს მეგობარმა მითხრა რომ ოლიმპიადის პასუხები გამოქვეყნებულა. შევედი და ცხრილი გადმოვიწერე.
მთელი საქართველოს მასშტაბით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში 8-9-10 კლასებში (დაახლოებით 20 000 ბავშვი) გავედი მეორეზე
ძალიან გამიხარდა, დიდი ხნის მერე ისევ ვიგრძენი რო დებილი არ ვარ და ეტალონში აღებული მეოთხე ადგილის იმედგაცრუება რაღაცნაირად ამინაზღაურდა. ძალიან მიყვარს დიდი რიცხვები, 20 000 ში მეორე მართლა რაღაც კარგი რამეა!
მომილოცეთ :)
Apr 11, 2009
чужие
ჩემთან ჩაიარეს ეხა ბევრი ბევრი ხალხი იყო და წიოდნენ. ერთმა დაიყვირა გუშინ ლაწირაკებმა ცემეს ჩვენი პატარა ბიჭები, მათ შორის ქალებიო
პაზორ პაზორ...
ავტორი: Secrets დრო: 6:06 PM 0 კომენტარი
კატეგორია: Cool :D
Mar 28, 2009
listverse.com - მაგარი საიტი!

მოკლედ, მინდა წარმოგიდგინოთ ერთი ძალიან სახალისო საიტი - Listverse.com
ჰო, ნუ რაში გამოიხატება ამ საიტის მაგრობა: ამ საიტზე შეგიძლია ნახო ტოპ 10 თითქმის ყველაფერი - ყველაზე საშინელი დაავადებბი დედამიწაზე, ყველაზე უცნაური ცხოველები, ყველაზე ცუდი რაღაცეები ბუნებაში, ტოპ 10 ბოლო სიტყვები, ტოპ 10 გამოთქმები, ტოპ 10 რავიცი კიდევ რა.
მოკლედ, მინდა ავღნიშნო რო ძალიან საინტერესო საიტია (რომელი ფრაზა ჩამეკოპირებინა სკაიპის სტატუსში აღარ ვიცოდი :გივი:). ზოგადი განათლებისთვის ძალიან ინფორმატიულია, თან ეტყობა რო ვიღაცა პიკზოკომმა არ გააკეთა, საკმაოდ ამომწურავი ინფორმაციებია თავის ვიდეო-ფოტო მასალითურთ.
აი მაგალითად, თქვენ იცოდით ასეთი ცხოველის არსებობის შესახებ "Honey Badger" ჰქვია, რომელსაც არაფრის, დიახ არაფრის ეშინია! მაჩვს ჰგავს გარეგნულად ძალიან, შეხედავ საყვარელი ვინმეა, მაგრამ ხან ლეოპარდებს დასდევს, ხან შხამიან გველებს, შეუძლია 15 წუთში 5 გველი მოინადიროს! ასევე ულაპარაკოდ უვარდება სკაში ერთერთ ყველაზე შხამიან ფუტკარს - აფრიკულ თაფლისმკეთებელ ფუტკარს მხოლოდ იმის გამო, რომ თაფლი უყვარს :)
შეიძლება გესლიან კობრასთან ბრძოლაში გველმა შხამი შეუშხაპუნოს, მაგრამ არაფერია ეგ მისთვის. გამოიძინებს ცოტა ხნით და ახალი შემართებით შეუდგება თავისი უშიშრობის დამტკიცებას :)
ასევე, ძალიან სახალისოა ბოლო სიტყვები, მაგალითად: ერთი მკვლელი სახელად ჯეიმს ფრენჩი (James French) დაიჭირეს და ელექტროსკამზე სიკვდილი მიუსაჯეს. სიკვდილის წინ მან მთელი ძალით დაიძახა:
ეი! მეგობრებო, რას ფიქრობთ ამგვარ სათაურზე ხვალინდელი გაზეთისთვის - ”ფრენჩი შეიწვა!”
რაც ინგლისურად ძალიან საინტერესოდ ჟღერს:
Hey, fellas! How about this for a headline for tomorrow’s paper? ‘French Fries’!
ასევე:
”It's Stopped"
ჯოზეფ ჰენრი გრინი - მისი ბოლო სიტყვები, რომელიც მან თავისი პულსის გაზომვისას თქვა.
”Now, why i did that?"
გენერალი ვილიან ერსკინე, სიტყვები წარმოთქვა მას შემდეგ, რაც ის ფანჯრიდან გადახტა. ლისაბონი, პორტუგალია 1813.
მოკლედ, ეწვიეთ ამ საიტს!
ავტორი: Secrets დრო: 1:18 AM 1 კომენტარი
Feb 13, 2009
Sxviting Roommates! პირველი სერია :)
ბევრი ლაპარაკის გარეშე, გადავწყვიტეთ სხვა ფორმატში გაგვეკეთებინა სხვიტური კინო,
წარმოგიდგენთ სხვაითინგ რუმმეითს (გამოსხვიტებული ოთახის მეზობლები).
უყურეთ ბოლომდე, მუღამი ტიტრებშია პრაქტიკულად :) აბა ველი შეფასებებს :))
ლინკი - http://www.youtube.com/watch?v=1bS_DbL7JQw#
დასაქაჩი ლინკი - ატვირთვა მეზარება :) კაი ხარისხისთვის დააჭირეთ შოუ ინ ჰაი ქუალითის ლინკზე.
ავტორი: Secrets დრო: 9:07 PM 12 კომენტარი
კატეგორია: Cool :D, The Sxvites, TVიური, თოილეთფეიფა ფიქჩერზს, ოთარა, სხვიტები
Feb 8, 2009
Sxvites, The MOVIE! სენსაცია!!
download - Sxvites The MOVIE TRAILER! - download
უყურეთ აქვე, პოსტის ბოლოში. იქამდე წაიკითხეთ პოსტი :უსერ:
თქვენს წინაშეა Sxvites The MOVIE! - ს თრეილერი! ექსკლუზიურად შენთვის! ერთი ჯგუფის ამბავი, ელოდეთ, მალე დიდი სენსაცია წარდგება თქვენს წინ. ნუ, თუ არ წარსდგება ლოდინით კაცი არ მომკვდარა - ტრეილერის ყურებას კიდე დაჯერებულაო!
MOTION PICTURE ASSOCIATION OF ZIMBAMBWE
დღევანდელი, ცხელცხელი ნამუშევარი!
როლებში: მე და ოთარა.
ოპერატორები: მე და ოთარა.
რეჟისორები: მე და ოთარა.
მუსიკის ავტორი: კარლ ორლფი.
დანარჩენი ყველაფერი: მე და ოთარა.
ენა: ინგლისური (დომენიკის რესპუბლიკური ტიტრებით)
სენსაცია! დაგვიფასეთ ნაშრომი! იცინეთ! რო გაიზრდებით შვილებს მოუყევით და იხორხოცეთ!
მართლა მაგარია :ობიექტივიტი: :დ იუტუბიც დაიდო
ავტორი: Secrets დრო: 9:51 PM 7 კომენტარი
კატეგორია: Cool :D, The Sxvites, TVიური, თოილეთფეიფა ფიქჩერზს, მუსიკა, ოთარა, სხვიტები
Dec 6, 2008
ანციკლოპედია :გივი:
რაა მაგარი რამე ვიპოვეე :D :D :D
http://anciklopedia.wikia.com/
ციტატა:
ტოქსი არის თბილისელი რეპერი, რომელიც ითვლება ქართული სპონტანური აბსურდ-რეპის დამაარსებლად. მის სიმღერებს ახასიათებს ურითმო ტექსტები, სხვა ცნობილი რეპერებისგან მოპარული მელოდიები და აბდაუბდა საუბარი. აღსანიშნავია, რომ ტოქსი არ იყენებს სტუდიურ სპეცეფექტებს და ვოკალზე ექოს ეფექტის შექმნისას საკუთარი ხმით ახდენს მის იმიტაციას.
სარჩევი
[დამალვა]
ჰაჰააა :D
ავტორი: Secrets დრო: 3:25 PM 5 კომენტარი
Dec 3, 2008
Nov 22, 2008
თინჯური სიბრძნე
[*** ]
ახლა შევამჩნიე რო მეასე ყოფილა, თავში კიდე სამეასეპოსტო არაფერი მომდის, ხოდა იყოს რა...
ტაკს, გათიშული იყო როგორც იცით (კავკაზუსისდედამოვტყან:mad:) ბლოგერ.ქომი და ვერ დავპოსტე. თინ.ჯი ზე ვბოდიალობდი, ბევრ ძალიან საინტერესო რამეს წავაწყდი. მაგალითად, თემა ”ჩვენი ბრძნული აზრები”.
აქ წარმოგიდგენთ ისეთ ფრაზებს, რომლის ავტორებსაც დღეს-ხვალ ნობელის პრემია უნდა მიანიჭონ მე თუ მკითხავთ.
myudro-nati
ეს კი მარტო ჩემი ხასიათიდანაა გამომდინარე:
მიყვარს ყველა,ვისაც ვუყვარვარ.
chiqo17
გამარჯვების იმედი გქონდეს... მაგრამ მზად იყავი დამარცხებისთვის....
wadi sheni !...
თუ თვალებს დაიბრმავებ აღარც გული აძგერდება.
მთავარია, ცხოვრებაში "ოქროს შუალედი" დაიცვა... და არ იყო რადიკალური და კატეგორიული... არც თვალებით ყურებაა უკეთესი და არც გულით... თვალისა და გულის მხედველობის არე ერთმანეთთან უნდა იყოს დაკავშირებული, თუ გინდა რამე დაინახო.
darkness
girls created for boys
myudro-nati
დაგიკიდა?!დაიკიდე.
საკუთარია.იმედია მოგეწონათ
wadi sheni !...
We can't live without women... women are created for us !!! and as we can't live without woman... women can't live without us.
so... it is a way of life... it's a mode of living.
wadi sheni !...
ცხოვრება ერთი დიდი კითხვის ნიშანია,რასაც ჩვენი ამქვეყნად არსებობის განმავლობაში პასუხი უნდა გავცეთ.
იტოგში ბევრი მიწერია...
BoYs_R_Ma_ToYs
ყველაფერს გულით უყურე და არა თვალებით...
mio
ისე გიყვარდეს ადამიანი, როგორც გსურს შენ უყვარდე
მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარუტით შორს ვერ წახვალ (ეგ იგივე ეგოიზმია)
საკუთარი თავის იმედი თუ არ გაქვს ცხოვრებას აზრი არ აქვს (თუ სხვაზე ხარ დამოკიდებული რა)
Nov 1, 2008
This is Halloween
გუშინ იყო ნანატრი, ნალოდინები, ნაცდავი, და ასე შემდეგ ჰელოუინიი! :)
ოჩენ საინტერესო და მაგარი ფორმები ეცვათ, საჰელოუინო და საშიში - დრაკულები, ბოროტი სტომატოლოგები,ნეკროები, სორსერერი.მე მრცხვენოდა ჩემი ფორმის იმიტო რო თითქმის არაფერი მეცვა, მითუმეტეს მასკას თუ მოვიხსნიდი :D
ძაან მაგარი იყო, თავიდან ხალხმა დააგვიანა და შესაბამისად დაწყებასაც დავუცადეთ.
მეერე თამაშები იყო, რაღაც გოგრის ნახატები უნდა გვეპოვა. მე ერთი ცალი იქამდე დავინახე სანამ დაიწყებოდა პროგრამა, ხოდა ეს უეჭველი რაღაც თამაშის იქნება მეთქი და კიდე მეორეც ვიპოვე მარა არ ამიღია (ნეტა რატო :)) ) გავვარდი და ნაცნობ ადგილებს მივაშურე, საბოლოოდ 5 ცალი ავიღე და ვერ მოვიგე.
აბა რისი ლუზერი ვიყავი :D
ზატო შემდეგ თამაშში მომიწია მოგება, წივწივამ მომაგებინა ოღონდ აშკარად :))
ჩეემი გოგრა :ჩუპს: ეხა ვფიქრობ შევჭამო თუ შევინახო :?
მერე ჩქარები და ცეკვები დაიწყო, ვინც ვერ ვცეკვავდით ვქადაგებდით.
მერე კარაოკე.
ვინც ვერ ვმღეროდით, ბექვოკალში ვიწყევლინებოდით და ვპყეეეეეეეეეეეეეეეობდით.
მერე ლინკს (მაგარი კაცი)ჰქონდა ბევრი დალეული და რაღაცეებს მაბოლებდა, მაგარი კაცი ხარო და რავიცი, ყველა მე მატყუებს :user:
მოკლედ საღამო შედგა ნაღები საზოგადოების დამსახურებით :)
ვისაც ვიცნობდი ხო ვიცნობდი და ვისაც არა - ძაან მაგარი ხალხი იყავით! (ეს გამოთქმა არ მიყვარს მაგრამ სხვას ვერ ვიფიქრებ)
ბევრი ფოტოები და ვიდეოები უნდა იყოს და რავიცი მე არ მაწვდიან :(
ბოდიშით რაღაც დაულაგებელი და მახინჯი პოსტი გამოვიდა,მაგრამ როგორც ვხედავ არც სხვებს დაუწერიათ დიდი და ლამაზი პოსტები :)
ავტორი: Secrets დრო: 4:13 PM 9 კომენტარი
Oct 7, 2008
john mccain :loool:
ლოოლ წეღან School Of Rock - ის ვიდეოებს ვუყურებდი და ერთერთი იყო ქოვერი School show ზე შესრულებული, ნუ მაგარი ბანძი კი იყო მარა აზრი მაგაში არ დევს :D
იუზერი thatmexicanguy5 აკომენტებს:
john mccain is fucking 72 years old1!!!!!!!!
ვინც არ იცის, ჯონ მაკკეინი ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატია :D
ტვინს ვიჭყლიტავ და ვერ ვხვდები რა შუაშია ჯონ მაკკეინი ამ ვიდეოსთან
იხილეთ ვიდეო :D
ავტორი: Secrets დრო: 1:14 AM 0 კომენტარი
Sep 20, 2008
ბოზდიიიშ
აჰაჰაჰააა
EMO RANGER KIDS
ემო რეინჯერები არიან დეპრესიული ბავშვები რომლებიც შეპყრობილი არიან სუიციდის სურვილით თუმცა გამბედაობა არ ყოფნით. დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ მარტოობაში. ინეტი, მესენჯერი, ფორუმები ეს ის ადგილია სადაც ისინი სულ იმყოფებიან. ისინი არ გვანან სხვა ემოებს რატომ? იმიტომ რომ ისინი ასე თვლიან. უყვართ ცხოველები, არიან ანტი ფაშისტები და ანტი სკინხედები.ემო რეინჯერები არიან ძალიან კეთილები და ძალიან მშვიდები მათ ჩვეულებრივ ადამიანებთან შედარებით ორჯერ უფრო კეთილი გული აქვთ და უფრთხილდებიან თავიანთ გულს.
EMO RANGER GIRL
Gogo rangerebis chacmuloba dzalian moduri da seqsualuria mati garegnoba dzalian gavs Fairy Gothebs mati umetesoba qorwinebamde qalishvila yovel shemtxvevashi wesia aseti . . .
EMO RANGER BOY
Rogorc gogo rangerebi aseve bji rangerebic dzalian germovnebianebi arian ar uyvart sakutari tavi da garegnoba icmeven dzalian viwro sharvlebs . . . butilkebs . . . satvaleebi … dzalian uyvart kubikebi vansebi da sk8 shusebi. . . cholka romlitac orive tvals iparaven grdzeli bakebi da aprexi tmebi . . .
ამაყენეთ ბოზიიიიშ :ლოოოოოოოოოოოოოოოლ:
იხილეთ აქეთ http://teen.ge/index.php?showtopic=22003
ვაიმეეეეეეეეეეეე
ავტორი: Secrets დრო: 7:14 PM 4 კომენტარი
Aug 26, 2008
I Want to be a popstar!
ვაიიმემეეეეე ამაყეენეეეთ ჰააა მაგარიააა ქუუულლ :D:D:D
James In War - Popstar.
ავტორი: Secrets დრო: 3:31 AM 0 კომენტარი











