Jul 3, 2009

Yes man!

დღეს კუს ტბაზე ვიყავით 5 მეგობარი, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა პროსტა 1 წყალში ჩამიყვანეს დიდი თხოვნის მერე და მაგარი სლეობა იყო.

ყველაზე საინტერესო წამოსვლისას დაიწყო, გზაზე რომ მოვდიოდით გივიკო მანქანებს ხელებს უქნევდა, გააჩერეთ გააჩერეთო. ჩემი რეჩები წიპა ”ოო გაჩე რაა” ”ნუ უქნევ” და მაგვარი სიტყვები. მიტყდებოდა მაგრამ თავში მიტრიალებდა აზრი რო მინდოდა გაბედული გავმხდარიყავი ოდნავ მაინც, და ”იეს” მეთქვა ცოტა ხნით.

ხოდა, კი მიტყდებოდა მაგრამ დიდი ქნევების მერე ერთმა გოლფმა გაგვიჩერა და იქიდან ბიჭმა თავი გადმოყო. ამ დროს გამიტყდა, სხვებსაც. გივიკომ უთხრა, იყოს, ბევრნი ვართ და ვერ ჩავეტევითო. იმ ბიჭმა ვინც ჩაეტევით ჩაჯექითო. შევხედე გივიკოს და წამო მეთქი ვუთხარი. ჩავჯექით.
     რა სისწრაფით გვატარებდა ვერ აღვწერ, მოსახვევებში სიჩქარეს არ აგდებდა, უმატებდა მგონი. ჩვენი გამოცდა უნდოდა ალბათ ან რამე ეგეთი მაგრამ მე პირიქით მსიამოვნებდა :)) ხოოდა, რომ ჩავედით ქუჩაზე ჩამოგვსვა, მერე ვიარეთ ცოტა კიდე, და ვაკის პარკის ასახვევთან მოვხვდით. გადავჭერით გზა და მარშუტკა გავაჩერეთ. მართალია ფული არ მქონდა, მაგრამ გივიკო უკვე იქაც მიმათრევდა და ფეხზე მეკიდა გადავაგდებდით თუ არა :))

უნდა ჩავმჯდარიყავი და ჩემი დეიდაშვილის ხმა გავიგე, გადავკოცნე რამე რუმე დიდი ხანია არ მყავდა ნანახი. მოვუყევი ჩამოსვლის ამბავი და გაეცინა, მერე მოიცა ტაქსში ჩაგსვავთო, გაგვიჩერა ტაქსი და გამომიშვა სახლში.

ასე რომ, YES MAN! :D

ამ კინოშიც ხომ ასეა, გაბედე და ყველაფერი კარგად იქნებაო :)

თითქოს გაუბედავი არაფერი, მაგრამ მაინც მაგრად მესიამოვნა.


Jan 9, 2009

:) + :( = :-?

ხვალ ბაკურიანში მივდივარ და ნაუშნიკები არა მაქვს.

რაარი ბლიად რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ამ სააკაშვილის დედა რო მოვტ$ნ მე, ერთი სადღეღამისო ნაუშნიკების მაღაზია არ უნდა იყოს ქვეყანაში? :(

Jan 5, 2009

ბაკურიანში მივდივარ!

უაუ! მაგარიააა!! :)) ბაკურიანში მივდივარ! არც ვიცი დედაჩემს საიდან მოაფიქრდა, ადრე ვუთხარი მეგობრები მიდიან და გამიშვი თქო, მაშინ მითხრა არა, რამეს მოიწევო :D არადა ბევრს ვეხვეწებოდი, ვპირდებოდი მაგრამ უშედეგოდ.

დღეს კიდე მაკდონალდის მენიუც მომიტანა, და რატომღაც ბაკურიანზე დაიწყო რაღაცეების გარკვევა, როდის მიდიან შენი მეგობრებიო, ათში მეთქი. დარეკა გაარკვია რაღაცა და მოკლედ მივდივარ. არადა მე საერთოდ არ მითქვია, ნეტა საიდან დაარტყა თავში O_o მერე რაღაც მამაჩემის საფულე მომატანინა, რომელშიც ბებიაჩემის დაწერილი ’ქართული სამზარეულო და კულინარიას’ ახალი ტირაჟის გამოცემის ფული იდო, სტამბისთვის უნდა მიეცათ. აიღო გადარეკა გადმორეკა და ეგარი!

მივდივარ ბაკურიანში მეგობრებთან ერთად 10 ში :)

რო ვკითხე საიდან მოგაფიქრდა თქო, ამდენ ფულს ვხარჯავ ყოველდღე ოჯახის რაღაცეებშიო და ბარემ შენ გაგიშვაო

:) მაგარია!