Apr 18, 2009

ბატონო წამყვანო

დღეს, დღეს რა - ღამე. 

ერთმა გამთენებელმა მომმართა და ესაო ისაო, რაღაცა ციტატები გადმომიკოპირა ეს ვისია ეს ვისიაო, მეთქი მე გაუნათლებელი ვარ კოელიოს და მარკესებს არ ვკითხულობ თქვო, ხოდა მერე რაღაცეები ვილაპარაკეთ და ბოლოს მკითხა რა? სად? როდის? - ს რატომ არ თამაშობო.

მეთქი რავიცი მივედი იმ დღეს ტელევიზიასთან ტრაფარატებით და ერთკაციან პერმანენტულ აქციას ვმართავდი და არ შემიშვეს მაინცთქო (ნუ ეს არ მითქვია მაგრამ აზრი ეგ იყო). აღმოჩნდა, რომ არასატელევიზიო თამაშები ცალკე იმართება თსუ-ში. 

მანდ თსუ-ში არისო 5 ტური. ჩელენჯიდან 16 გუნდიდან შემდეგში გადის 3 გუნდი, მერე ორი, მერე ერთი და ბოლოს სუპერში რა ხდება ვერ გავიგე.

   ჩელენჯი 

  |

მესამე

    |

მეორე

    |

პირველი

     |

სუპერი

მე ვუთხარი, ვერ გავქაჩავ მანდ მეთქი. ჰო რავიო, დამიკოპირა რაღაც კითხვა, (ლინგვისტუსის აღმოჩნდა) და გავეცი პასუხი :ალაჰაკბარ:

მერე კიდე ერთი, იმაზე ვერ გავეცი იმიტომ რომ ლოგიკური არ იყო და იმის შემდეგზე ისევ კი. 

შემდეგ სტუდიაში შემოვიდა გიორგი ბაქრაძე, ნატამ დაამატა ხოდა გიორგიმაც დამისვა რაღაც კითხვები და ვუპასუხე რაღაცეები და მერე ესე მითხრა გიორგი ბაქრაძემ რო შენ უნდა წახვიდე იქო, დასაწყისში შენნაირი 1-2 არისო. მეც შევიფერე და მოკლედ ნატა დეიდა წამიყვანს შემდეგ კვირას :) და მერე ძია გიორგი ჩამოვა 10 მაისს და იმასთან ერთად ვითამაშებ, უფრო კვალიფიციურ გუნდში (ან რამე ეგეთი სიტყვა, პრივილეგიას რო აღნიშნავდეს რა)

გიორგი ბაქრაძე მახსოვს სუ სუ ადრე თამაშობდა ხოლმე, და ერთხელ კიდე ამას წინ ვნახე. ახლა არაა საქართველოში. 

ხოდა მისურვეთ ეხა წარმატებები, ჩელენჯში გავდივარ! სულ რაღაც 11 წელიწადში 25 წლის გავხდები და შემეძლება გადაცემაშიც გამოვიდე :D 

Jan 1, 2009

ახალი წელი!

ამ ღამეს ჩემთან იყვნენ სხვიტი ოთარა, და ხიმში ჯუნიორი, ხიმში შუათანა და მურთაზა ვახო (თვითონ თვლის რო ხიმში ჯუნიორი არაა, ხიმშიზე დიდია მარა არაა ეგრე ). აესეგი მაგარი იყო, თავიდან მე და სხვიტმა ოთარამ დავუკარით, ვითოხლავეთ, მერე ვახოც მოვიდა და მერე თავიდან ვითოხლავეთ. მერე ვახომ და სხვიტმა ოთარამ ღადაობა დაიწყეს და უპირატესობა სასმელს მივანიჭე, ჰუუ! მაგარი იყო! იმენა საკაიFო ახალი წელი იყო, მერე ხან აქ ვეგდეთ, ხან ზალაში და ხან აივანზე.

რო დაგვცხებოდა აივანზე, რო შეგვცივდებოდა ზალაში და ლაინეიჯი რო მოგვინდებოდა აქ. თან შემოსწრებაზე ვიდეოები, ჩვენი უგზოუკვლო რეპლიკები, იმენა ვისი ვისაშია სიტუაცია. არავის არაფერი არ გვესმოდა :D ჩვენ პონტში ვუბერავდით. ოთხს რო გადაცდა დაიწყეს ამათმა უკვე ჩაყვინთვები და მეც ბოროტად ვსარგებლობდი (ვიდეო დაიდება). მიხეილაც უნდა მოსულიყო მარა #ლეა და ვერ მოვიდა, წავიდა სადღაც გეი კლუბში (გეი კლუბში მეთქი! რამდენიც არ უნდა მაგინო არ მჯერა რო გეი კლუბში არ იყავი!) გამოტყვრა, არწყია და სახლში მივიდა. რაც იქამდე სკაიპში დებატ-დაJმისას დავაკელი, დილას რო მომწერა მაშინ დავუპირე დამატება მარა ისაო ესაო მერწყევინებაო და თან ატრაკებდა და ამ ერთხელ მოვუთმინე :d

ხო, სად ვიყავი ესეგი მერე დავუკარით Tenacious D - ს ვეშები და ვახოს ვაყურებინეთ 2 ეპიზოდი Angel of disguise (მეორე ნახევარი. პატარა და კაიფია, უყურეთ :) ) და Inspirado. მერე კიდე დავუკარით, მერე კიდე დავლიეთ, მერე კიდე დაეძინათ, იქამდე კიდე ვიღადავეთ, მერე ვახო გავაღვიძე, მერე ოთარას თვალზე წავუსვი კბილის პასტა, წამოხტა და თვალი გაახილა თუარა ეგრევე ”მე მეგონა ფოქსიმ წამისვაო” უნდოდა ეთქვა ფოქსიმ ამლოკაო, მერე კიდევ ჩაეძინათ მერე კიდევ დავლიეთ და აქა ვარ ეხა :)))

მაგარი იყო, ვიდეოებში იკაიფებთ :)) თან ეს პირველი არ იყო, შარშანაც ესე გავათენეთ პროსტა მე და ვახომ. იმის ვიდეოებსაც დავდებ :D

თოვლმაც გაასწორა ახალ წელს :)