მოგესალმებით არდადეგებიდან დაბრუნებულო ხალხო, ასევე მათ, ვისაც აქვს ბედნიერება თან დაისვენოს და თან ინტერნეტთან ჰქონდეს კონტაქტი.
მაშ ასე, უნდა მოგახსენოთ რომ სხვიტებს ბათუმში ჰქონდათ ტურნე, სადაც შეასრულეს თავისი ახალი და ძველი ჰიტები ბათუმის ძველ ბულვარში შადრევანთან სპეციალურად აღმართულ სკამზე, 6 მაისი პარკში და სხვა.
ასევე, სხვიტები მომავალში შემოგთავაზებენ უახლეს ანიმაციას ლეგენდარული სუპერგმირის - Penis-man - ის შესახებ.
ცოტა ხნის წინ ბლოგზე დავპოსტე Cartoon Network-ის ძველი მულტფილმები, რომლებიც ყველა ჩემხელას ან ჩემზე დიდს ახსოვს.
დღეს შემოგთავაზებთ ძველ ანიმაციურ ფილმებს, რომლებიც ყველას ძალიან გვიყვარდა.
1. Visioneries:
ეს მულტფილმი არ მახსოვდა, ერთერთ ფორუმზე ვნახე ინტრო და ძველი დრო გამახსენდა. ძალიან, ძალიან მიყვარდა ეს ხალხი, ’მუცელში რომ არსებები ჰყავდათ ჩასახლებული’ და დიდი დროშის მაგვარი, ოთხკუთხედთავიანი ჯოხები ეჭირათ. ჩემი ერთერთი საყვარელი მულტფილმი იყო :(
2. Beast Wars
ტარანტულო! აბობოქრდი!
3D ანიმაციები მაშინ რაღაც არარეალური იყო, გამოქლიავებული უყურებდა ხოლმე ყველა. და, რა თქმა უნდა, ორი დასამახსოვრებელი ფრაზა - ტარანტულო! აბობოქრდი! & კინგ-კონგ, გაძლიერდი! მახსოვს, ბოროტები აბობოქრდის ამბობდნენ ხოლმე, კეთილები ’გაძლიერდის’. შვიდის ნახევარზე იწყებოდა ხოლმე, 6 საათიანი კურიერის შემდეგ :)) და ყველაზე მაგრა ასწორებდა ვიღაცა ახალი როჟა რო გაეძრობოდა, ერთხელ თეთრი ვეფხვი გაეძრო მახსოვს :D
3.ვარვარ კონანი
ეს მაგარი კაცი ვის ახსოვს? ხვლიკებს რომ ეომებოდა ხოლმე და ”იმ შუქზე” უშვებდა :დ ფარიდან გამოფრინდებოდა ხოლმე რაღაც ფრინველი და ეხმარებოდა ომში. აქ ერთი გოგო იყო ის მევასებოდა :დ
3. პაპირუსის თავგადასავალი
ო, სეტ! ომბოსის მბრძანებელო! <- დაუვიწყარი სიტყვები :D ნორმალურ ენაზე ვერ ვიშოვე :(
რა არის თანამედროვე მულტფილმი? მდარე, გაცვეთილი იუმორი, 3 განზომილება, ჰეფი ენდი, რობოტები, ომი, ძალადობა...
რა იყო იქამდე? რა შეიცვალა?
იყო პოზიტივი, ინოვაციური იუმორი, საყვარელი პერსონაჟები, სიმპატია... მოდით გავიხსენოთ 1992-2005 წლების მულტფილმები, რომლებიც დღეს უკვე სუპერ-რობოტებმა და ძალადობით თუ ”პახაბნობით” გაჯერებულმა სამგანზომილებიანმა უაზრობებმა შეცვალეს.
ქალბატონებო და ბატონებო, Cartoon Network 1992-2005 Presents.
The Top Cat.
მახსოვს რომ მაშინ სხვა მულტფილმები მერჩივნა, მაგრამ ახლა რომ ვიხსენებ ძალიან მენატრება. საუბედუროდ მალევე ამოიღეს ეთერიდან და პირველი ნაბიჯები გადადგეს თავიანთ нет Work ის ჩამოყალიბებაში.
Intro:
Wacky Races
ჩემი ერთერთი საყვარელი მულტფილმი, რომელსაც დიდი ხანია დავემშვიდობეთ. მთავარი პერსონაჟის - Muttleyს სიცილი მაგრა მიყვარდა. ღრმა ბავშვობიდან მიყვარს თავისებური პერსონაჟები ერთად რომ არიან შეკრებილი ხოლმე, მაგალითად ყველა სუპერგმირი ერთად - ჩემთვის ასეთი კინო ძალიან მაგარია მიუხედავად პრიმიტიულობის და მაგვარი სისუსტეებისა. მოკლედ, უაქი რეისერს!
The Atom Ant
მახსოვს, ეს მულტფილმი იშვიათად გადიოდა და დიდი ბედნიერება იყო თუ ვნახავდი. ეს მულტფილმი ამ არხზე სუპერ-ძალების საწყისი იყო. ჭიანჭველა სუპერგმირი და იმ იუმორის პირველი ეტაპი რომელიც დღეს რეკლამებშიც კი გვესმის.
Hong Kong Phooey
ამ მულტფილმის განსაკუთრებულად მუსიკა მიყვარს, მე რომ ვუყურებდი ჰონგ კონგ ფჰუი-ც ცოტაღა იყო შემორჩენილი და მალე ამოიღეს კიდეც. ადრე ვეძებდი კიდეც ამ მულტფილმს მაგრამ ვერაფერი ვიპოვე. ახლა რაღაც სერიები არის, Related Videos-ში შეგიძლიათ ნახოთ. ეს განსაკუთრებით ნოსტალგიური ანიმაციაა ჩემთვის, რატო არ ვიცი <3..>
Yogi Bear
აუჰ ცუდად ვარ :( ბავშვობა მინდა. მამა-შვილი დათვები, შინაარსი ნაკლებად მახსოვს, უბრალოდ უშველებელი ნოსტალგია :(
Pink Panther
ვარდისფერი პანტერა გაცილებით უფრო ძველი მულტფილმია, მაგრამ მახსოვს ჩემს დროსაც გადიოდა ხოლმე აქა-იქ. შემოვიდოდა დიდცხვირა კაცი ყველაფერს თეთრად შეღებავდა. მერე შემოვიდოდა ვარდისფერი პანტერა და ყველაფერს ვარდისფრად. ხან რითი ღებავდნენ, ხან რითი. ეეჰ, სტარიე დობრიე ვრემენა..
ახლა კი, კომენტარის გარეშე და უსაზღვრო ნოსტალგიით დანარჩენი მულტფილმები: