Aug 3, 2009

ბნელდება

სახალხოდაც ისმის ის ხმა

სიცრუის ხე ბევრს რომ ისხამს

რომ ბნელდება დილას, სისხამს

ვინმე წყალს თუ გადაისხამს?

ისმის ფრაზა, სულელური

შემდეგ ტაში - სულ ველური

ატყუებენ, აბოლებენ

ფრაზებია ბანალური

ტყუილია გარეული

მასში ყველა გარეული

საღი აზრი სადღა არის

სადღაც გაქრა ის ეული

შავი ყველას რომ ედება

ბრბო რომ სიკვდილს თავს აბარებს

სისხამ დილით რომ ბნელდება 

ნუთუ ვინმეს ადარდებს?

გზას უთმობენ მწიფე ტყუილს

თქვეს რომ გემრიელია

მისი გემოს მოტრფიალე

ნუთუ მთელი ერია?

ბრაზის ეფექტი 

კარგად მოქმედებს ღრუბლის ზომაზე

და ცრუ ბერეტი

პოლიტიკურად ხელობს ვნებაზე

ეგზომ პერფექტოს

გაღორებულნი საუბრობენ ხელოვნებაზე

საქმის პრეფექტოს

ვის ჭირდება კაცი ფხიზელი

კვამლია მხოლოდ

და არ-ნათება ცეცხლი დიზელის

ნურავინ გლოვობთ

თქვენ ხომ გძინავთ და წინ გაქვთ ის ოქროობა

ჯერ რომ ვერ ჰპოობთ

ქრონიკულია ნუთუ ბრბოობა

სიმართლის კენკრა მრცხვენია რომ ვჭამო მარტომ

რა სიბნელეა? როდემდე? რატომ?

ხალხო, ნელა

ქალაქში ბნელა

თვალახვეულნი ატარებენ ტყუილმობილებს

თუ დაეჯახა ტყუილმობილი

ჭეშმარიტებას დაიმორჩილებს

ხალხნო, ტყუილი ისმის ყოველგან

გაბოლებს მამა, დედა, კოლეგა

ტელევიზორში გვესმის იდეა

ახალი შვების, რევოლუციის

ცხოვრების სადაც არ ჩანს კიდენი

ვგრძნობ მე ამ სურნელს, სიცრუის ცივის

აგერ - გავაძღეთ! ახლა გავუშვათ უკან ვარდებით

ღორები აღარ, გოჭების დროა დასაზარდების

მუცლიდან მოდის ეს საერბერო დიდი დარდები

ბოლოს ყველანი ტყუილის ხევში გადავვარდებით.

May 12, 2009

ნივთები

გარეთ წვიმდა, ციოდა...
ციდან ფენი ცვიოდა.
ტანწერწეტა რვეული
ხიდზე გადადიოდა.

სახლში უთო დარბოდა,
ვაზა ლექსებს ამბობდა.
და სარეცხის მანქანა
კიპიწელნიკს ართობდა.

მაცივარი ტაფაზე
რძის ყინულებს ალღობდა.
იქვე მიკროვანოვკა
საგალობელს გალობდა.

შავი ტყავის ტროიკა
ტუალეტთან ომობდა.
და ფეხსაცმლის კარადა
ჩუმად მანტიორობდა..

Apr 17, 2009

ფლუდკონტროლი

ფლუდკონტროლის კაი მომჭერ
დედას მოვტყნავ ასოთხმოცჯერ!

Feb 25, 2009

ჯარჯის ბეღურა დააჯდა.

ჯარჯის ბეღურა დააჯდა,
-გავფრინდე, გამოიქეო.
ჯარჯიმა თვალი დაადგა,
გორად ამოი მზეო.

ჩიტმა თქვა თუკი დამიჭერ,
შენი ხმა ამოიღეო.
ჯარჯიმა თავი გამოდო,
წამიღე მაჩვენე დღეო.

ჩიტმა თქვა თუკი დამიჭერ,
ნატვრა თქვი წამს აგიხდენო.
ჯარჯიმა თავი ასწია,
მითხარ, ჰე რა ვქნა მზეო?

გაფრინდა ჩიტი პაწია,
დარჩა ჯარჯი ყლეზე!

Dec 20, 2008

ხვალე.

დილას - "ადრე დამეძინა",
ღამით - "გავიღვიძებ დილას",
დილას - "რას ვერჩოდი ნეტავ ჩემს თავს",
ღამით - "ცოტა ხანიც, რაღაც მინდა"

ძილისპირულს ვფიქრობ მიზანს,
"ვივარჯიშებ ხვალე დილას,
ხვალ მე მაშინ დავიძინებ,
როცა სახლში ყველას სძინავს,

ამ ყუთს აღარ დავუჯდები,
ნუთუ მხოლოდ მისთვის მღვიძავს?
ხვალ მე ვნახავ ჩემს მეგობრებს,
მე თუ არა, სხვა ვინ ნახავს?

ავასრულებ ჩემს კარგ გეგმებს,
ჩემს თავში რომ ჰპოვენ ალაგს.
თავს მივხედავ, გარეთ გავალ,
მოვიშორებ დარდს და ვარამს.

გავასწორებ დღეს და ღამეს,
კაცს ვემგვანები მე მალე,
ოღონდ დღესღა გავათენებ
ის ყველაფერი კი ხვალე..."




безсмыслица