May 12, 2009

ნივთები

გარეთ წვიმდა, ციოდა...
ციდან ფენი ცვიოდა.
ტანწერწეტა რვეული
ხიდზე გადადიოდა.

სახლში უთო დარბოდა,
ვაზა ლექსებს ამბობდა.
და სარეცხის მანქანა
კიპიწელნიკს ართობდა.

მაცივარი ტაფაზე
რძის ყინულებს ალღობდა.
იქვე მიკროვანოვკა
საგალობელს გალობდა.

შავი ტყავის ტროიკა
ტუალეტთან ომობდა.
და ფეხსაცმლის კარადა
ჩუმად მანტიორობდა..

1 Comment:

გურამი said...

ააააა, ვაიმე მუცელი მტკივა, რამდენს მაცინებთ ამ შუაღმისას. :lol: :D :D