ჩრდილოეთ მოლტონში წვიმდა ისევ, რაღათქმაუნდა..
გონება გადაკაწრა ცნობისმოყვარეობამ და წავიდა
’ჰეი შარლოტ ჰეი შარლოტ
ცა ხომ ისევ ლურჯია
მზემ სხივები დედამიწას
ხელით გადაურჩია
ჰეი შარლოტ ჩემო შარლოტ
ნუ ჩამოგტირის სახე
ცა რომ ისევ ლურჯია
ყველას დაანახე
ჰეი შარლოტ ჰეი შარლოტ
ცა ჯერ ისევ ლურჯია’
არადა მინორს ვერასდროს ვერ ვიტანდი, ზოგადად.
ჩვენთვის, ამპარტავნებისთვის ხომ უნდა არსებობდეს გზა გამოხატო ემოცია, რომელიც გინდა რომ გქონდეს და ერთის მხრივ იქცეს კალმის მელნად?
’ჰეი შარლოტ ჰეი შარლოტ
რატომ გიტირის თვალები
ჰეი შარლოტ, შენ მაინც იცი
მზის სხივებს ვერსად დაემალები
ჰეი შარლოტ ჰეი შარლოტ
მიზეზს ნუ ეძებ შენ ყველაფერში!
ჰეი შარლოტ, ვუსმენთ ნაამბობს
მსოფლიოს დავხატავ შენთვის ორ ფერში...
ჰეი შარლოტ, ნუთუ არ გესმის ჩემი ძახილი
მგელზე შებმული ვის უნახია სწრაფი მარხილი
ჰეი შარლოტ, ვინც ხმას არ იღებს ნუთუ შენთვის ყველა მუნჯია?
ჰეი შარლოტ, არ დაივიწყო რომ შენთვის ეს ცა ჯერ ისევ ლურჯია...’
წვიმდა ჩრდილოეთ მოლტონში, მაგრამ არა ჩემთან.
0 Comments:
Post a Comment