Jan 5, 2010

მასკა

May 27, 2009

ნოდარი

აჰა თქვენ ნოდარი



Apr 23, 2009

სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგები :bis:

დღეს მეგობარმა მითხრა რომ ოლიმპიადის პასუხები გამოქვეყნებულა. შევედი და ცხრილი გადმოვიწერე.

მთელი საქართველოს მასშტაბით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში 8-9-10 კლასებში (დაახლოებით 20 000 ბავშვი) გავედი მეორეზე

ძალიან გამიხარდა, დიდი ხნის მერე ისევ ვიგრძენი რო დებილი არ ვარ და ეტალონში აღებული მეოთხე ადგილის იმედგაცრუება რაღაცნაირად ამინაზღაურდა. ძალიან მიყვარს დიდი რიცხვები, 20 000 ში მეორე მართლა რაღაც კარგი რამეა!  

მომილოცეთ :) 

Mar 27, 2009

ჩემი სკამი ხმაურობს :o

ის სკამი, რომელზეც აგერ უკვე რამდენი ხანია ვზივარ და ვბლოგერობ, ვპოსტავ, ვჩათაობ, მოკლედ რომელიც საერო სამსახურშია უკვე აგერ რამდენი წელია, აღმოჩნდა რომ ჩხიკვინებს!

ადრეც შევამჩნიე მაგვარ საქციელში, მაგრამ მაშინ რაღაც არათანაბრად ჩხიკვინებდა, მეთქი ან წებო ტკაცუნობს, ან ჭრიალებს. ხოდა დღეს კარგად დავუგდე ყური, და აი მისაყუდებლის უკიდურესი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი წერტილიდან გამოდის თანაბარი ხერხვის ხმა, დროის ინტერვალით!

ჩემი ბრალი ხოარაა თქო, ავდექი სკამიდან და ისე დავუგდე ყური, არ გაჩერებულა. ესე - ჩხკ ჩხკ ჩხკ... ჩხკ ჩხკ ჩხკ... და ესე იმენა თანაბრად, აშკარა ხერხვის ხმა ისმის. თან ძაან მოშნი ხმაა, ერთი მეტრის რადიუსზე ისმის, ყურს რო მიადებ ხო ვაბშე გეგონება ეხა გადმომახტება იქიდან დინოზავრი ან ეხაო.

რა ჭირს ჩემს სკამს? სტუმრები ყავს? :( მიშველეთ!! 

Feb 4, 2009

Day After Yesterday.

მიუხედავად იმისა რო გუშინ დიდი იმედი მქონდა სკოლის გაცდენის - დღეს მაინც ამაყენეს. გამაღვიძეს თუარა მალევე ავდექი, ჩავიცვი, ვჭამე და ვივარჯიშე (იუპ). დიდი იმედი მაქვს რომ დილის ვარჯიშს მომავალშიც გავაგრძელებ, იმედია ის ბოროტი ძალა ხელს არ შემიშლის, არადა ახლაც ხელს მიშლის პოსტის დაწერაში.

სკოლაში ადრე მივედი როგორც ყოველთვის, მერე იბისიში გადავედი, ლაზერი ეკიდა ხომე მანდ და ყოველთვის მინდოდა მაგრამ ფულს ვერ ვიხდიდი, იმიტომ რომ დიდ შესვენებამდე (ანუ იქამდე, სანამ იბისი გადაგვიშვებენ) სულ დახარჯული მაქვს ხოლმე ფული. ეხა ეგეთ ხერხს მივმართე და თავიდანვე იქ შევედი. მაგრამ რად გინდა, ლაზერები აღარ გვაქვსო. წამოვედი უკან.

ცოტა ხანი გვალოდინეს, მერე დამრიგებელი მოვიდა და კარიც გაგვიღო. პირველი რა გვქონდა აღარ მახსოვს, ალბათ მეძინა.მეორე ქიმია, და შემდეგ ინგლისური.

ინგლისურმა გამიძახა, არაფერი არ ვიცოდი. მკარნახობდა ქართულად სიტყვებს, ვთარგმნიდი და დაფაზე ვწერდი. ჰოდა ისეთი რაღაცეები მიკარნახა, რო აქა-იქიდან მახსოვდა. ბოლოს სახელი და გვარი მკითხა და კაიბიჭიხარო 10 დამიწერა :უსერ:. მერე რუსულმაც გამიძახა, სიტუაცია იგივე იყო ტექსტი ერთხელ გაკვეთილზევე წავიკითხე მარა მოყოლა ვეღარ მოვასწარი, ზარი დაირეკა. ფსიქოლოგის შემოყვანა გვინდოდა, მივედი და ძაან დაღლილი ვარო, არ შემილიაო. არადა ჩვენ გვეუბნებიან კაცი შრომით არ იღლებაო Oo . მერე იყო საღვთო სჯული - გაკვეთილი ჩვეული სცენარით ჩატარდა: თავიდან სახარების მონაკვეთების გარჩევა, მერე რაღაც წამოსროლილი თემა და გაკვეთილის ბოლომდე დისკუსია პრინციპით: იცინის ის ვინც მეტია.

ჩემმა ერთმა კლასელმა დასვა ერთობ გადაღეჭილი კითხვა - თუ ვიღაც ირანში დაბადებული მაჰმადიანი თავის მხრივ იცავს ათ მცნებას და პატიოსნად ცხოვრობს, მოხვდება თუარა სასუფეველში.

მ - მასწავლებელი; გ - გიო, მე ანუ; ს - სოფო ანუ დისკუსიის მეორე მხარე; ა - ანი, ანუ კითხვის დამსმელი.

ა: - მას, აი მაჰმადიანი თუ იცავს ათ მცნებას და კარგად ცხოვრობს, ცხონდება თუ არა? ის ხო იმ ქვეყანაში გახდა და მის ნებაზე ხო არ არის რო ქრისტიანი გახდეს, ანუ ხო ნაკლები შანსი აქვს უფლის გზას დაადგეს?
მ: - უფალი ამბობს, რომ მხოლოდ მონათლულნი ცხონდებიანო.
ს: - მას და იმან რა დააშავა?
მ: - არაფერი, ყველას აქვს არჩევანის საშუალება, შეუძლია მაგასაც რო გაქრისტიანდეს.
გ: - ისეთ სახელმწიფოებში, როგორიცაა ირანი, საუდის არაბეთი, ინდოეთი, ერაყი, როგორ ფიქრობთ მას, ხალხი არ თვლის რო მათი რელიგია ჭეშმარიტია? როგორც ჩვენთვისაა ჩვენი რელიგია ჭეშმარიტი(Kidin), ისეა იმათთვის თავისი.

ასე დაიწყო ყველაფერი, შემდეგ ზარი დაირეკა და მასწავლებელი გავიდა. ბოლოს უკვე მე და სოფო ვკამათობდით, ოღონდ სოფოს დამხმარეებიც ყავდა.

ს: ის თუ კარგად ცხოვრობს, არაფერს არ აშავებს, რატო არ მოხვდება სამოთხეში?
გ: კარგი კითხვაა, მოდი ვნახოთ სახარება, რას გვეუბნება სახარება? გვეუბნება რომ იმიტომ არ მოხვდება, რო მონათლული არაა. ხო საინტერესოა?
ს: კაცო შენ რა იცი, მოვა განკითხვის დღე და..
გ: .. და ღმერთი თავის შეხედულებებს გადახედავს?
ს: აბა რატომ დაჩაგრავს იმას ვისაც არჩევანი არ აქვს?
გ: კარგი კითხვაა, აშკარად რაღაც ნიუანსი ან გარემოება გამოგვეპარა..
ქ(ქეთი გოგოლაძე): დგაჰდჯგ ფდჰადგჰს ფჯკსდკასსგდჰ (ამ ბავშვის ლაპარაკს ვერასდროს ვერ ვიგებ)
ს:ოო ესეგი არაა მართალი რაა და მოხვდება ისიც!
გ:ჰო, რა საინტერესო სიტუაციაა. სახარებაში რა წერია ამაზე მომაწოდეს ორი აზრი, ერთი რასაც სოფო ფიქრობს და მეორე, რაც თვითონ სახარებაში წერია. რომელს დავუჯეროთ? :?
ს:საშუალებაც აქვს თუ ეგრეა, აგერ აბო თბილელი ხო წმინდანია?
გ:კი, შენთვის წმინდანია, მაჰმადიანებისთვის სამშობლოს მოღალატე.
--აქ დიდი პაუზა სოფო ფიქრობს--

-აქ კიდევ გაჟღერდება არგუმენტი, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს--
ს: და რა გინდა ჭილაია მაგითი რო თქვა? შენ ქრისტიანი ხარ ბოლო ბოლო თუ არა?

The End.

მინდოდა კიდე ერთი ამბის მოყოლა, საზოგადო მოღვაწე მძღოლი რო შეგვხვდა მარშუტკაში მე და მამაჩემს, მუსიკალურ მაღაზიაში დალინა ჩუდნაია დალინას მერე მიუზის ჰისტერია რო ჩაირთო და ავარიაში რო კინაღამ მოვყევით მარა მეზარება :უსერ:

Dec 26, 2008

My Christmas Wishlist.

Dec 20, 2008

დეტალი :)

ცოტა ხნის წინ დავაფიქსირე, როდესაც ვინმეს ვთხოვ ბლოგროლში ჩამამატოს, ამას იმიტომ ვაკეთებ რომ მაინტერესებს თუ რას დამარქმევს, და არა ის რო იმის ბლოგროლში ვიქნები და ხალხი შემოვა :)

თქვენც ასე ხართ?

Dec 15, 2008

სხვიტების პარადოქსი.

ამას წინად, სხვიტების რეპეტიციაზე ვამუშავებდით ახალ სიმღერას ჩემს ერთერთ კომპოტ ლექსზე, რომელიც მელოდიით ნამეტანი გრუზია. ხოდა ოთარამ არ მოიწონა მისი გრუზობა და თქვა:

სხვიტების პრინციპია დაარღვიონ ყველა პრინციპი.

როგორც ჩემმა გონებამ გადახარშა, ოთარამ პარადოქსი თქვა, რადგან:

თუ სხვიტებს აქვთ პრინციპი, რომელსაც ისინი იცავენ, ეს პრინციპი ვერ იქნება პრინციპების დაცვა. რადგან თუკი ისინი არღვევენ პრინციპს, ისინი ვერ დაიცავენ იმ პრინციპს, რომელიც მათ პრინციპების დარღვევას კარნახობს.

 

რას ფიქრობთ ამ სვერისწესტვინნ საბიწიაზე, პარადოქსია თუ მეშლება?

Dec 10, 2008

საინტერესო დეტალები თეატრალურზე.

საერთოდ, თეატრალურზე როცა არ უნდა მივიდე ძალიან დაღლილი ვარ, იმიტომ რომ ფიზიკურად ძილი არ მყოფნის - 24 საათიდან მძინავს 6.

ყოველთვის მომწონდა თეატრალურის გარემო, სიტუაცია და რაღაც რეკრეაციული კურორტი იყო ხოლმე ჩემთვის. მაგრამ გულზე არასდროს მეხატებოდა დადგმის პროცესი. მასწი როგორც ამბობს, სახეს ვერ ვხსნი და როლს ვერ ვხედავ. მართლა დიდ ენერგიას მოითხოვს იქაურობა თუ სურვილი ამ მაქვს და მაინც მიწევს გათამაშება. და თუ სურვილი მაქვს ან არ ვთამაშობ - ენერგიების და მუზების აღდგენისთვის საუკეთესო ადგილია.

დავაფიქსირე ისიც რომ ხალხს ვაკვირდები სასტიკად. მაგალითად შუქნიშანთან ადამიანი რომ დგას, საიდან უნდა მოდიოდეს, საით მიდის და ა.შ.

ნუ მეტროში ხო ვაბშე, ვაგონებში ფეხსაცმელებზე ვუყურებ ყველას.

დაგრუზული თუ ვარ, მანდ კარგ ხასიათზე ვდგები - ადრე ასე იყო ყოველ შემთხვევაში. ეხაც არამიშავს, მარა აი ძილი რა! ენერგია მინდა!

გადავწყვიტე, ამ კვირაში გადავიდე ადამიანურ რეჟიმზე, ცოტა კომპიუტერს მოვუკლო და შემოქმედებ-ნამდვილ ცხოვრებას მოვუმატო :) ასე რომ მესინჯერიდან 11ზე თუ გავედი არ გაგიკვირდეთ :D

ხო ეხა თეატრალურზე ისევ

ერთი ბიჭი გვყავს, პატარაა მაგარი კაცია, დათო ქვია. რაღაც უცნაური აზროვნება აქვს. ჩემსავით პატარ პატარა დეტალებს უკვირდება და უცნაური კითხვები აქვს. ძაან საყვარელია თან, დიდი ლოყები აქვს და ქერა თმები :)) დღეს მასწავლებელი ხსნის რაღაცას, რომ გელა მიდის და თავზე შახივით იხურებს ტილოს.

დათო:
-ტილოოს?! სვეელს?!

:D

Dec 6, 2008

Muse.

ხანდახან არის, ვაბშე ვერ ვუსმენ მიუზს,ხანდახან არის რო ვუსმენ და მუღამს ვერ ვუჭერ ისე როგორც ადრე ვუჭერდი. ყველაზე დიდი ბედნიერებაა ხოლმე, როდესაც მოსმენა მინდა და ვხვდები, რა უნდოდათ ეთქვათ ამ მუსიკით.

ახლა ზუსტად ის დროა, როცა ვმუზაობ!

ჩემი უსაყვარლესი ნაწყვეტები სიმღერებიდან:

Muse - New born [Live Solo]





Muse - Hysteria [Live Full song]



Muse - Uno [Video Clip]


Muse - Sunburn [Live Full song]

Muse - Invincible [Official video]

Nov 30, 2008

Eazy way or hard way?

გაციებული ვარ ისევ, ხვალე კიდევ გამოცდა მაქვს.. ვიმეცადინე, დილას მეზარებოდა მარა 1 საათში მოვრჩი, მგონი არ უნდა გამიჭირდეს.

თან ბერძნული ცხვირსახოციც მაქვს :)

რა არის ახლა ბერძნული ცხვირსახოცი:

ბერძნულს რომ ერთი წელია სწავლობ, და ოთხი კლასის მასალას გაწერინებენ, შეიძლება რაღაც დაგავიწყდეს. ამიტომ პატარა შემხსენებელი კარგი იქნება სკოლაში, არაფერი დაშავდება.

ჩემი ბერძნული ცხვირსახოცი არც საბერძნეთიდანაა გამოგზავნილი, არც საბერძნეთს მახსენებს და არც ბერძნების ნახმარია.

ჩემ ბერძნულ ცხვირსახოცს ზედ ბერძნული ამბები აწერია, აქა იქ წიგნიდან ამოჭრილი წესები მიუკვრია და დაკეცილა, რო შეხედავ კი არაფერი ეტყობა :-)

ეს დღეებია ”ალისა საოცრებათა ქვეყანაში”-ს ვუტრიალებ, რაც მეტს ვიგებ უფრო იღვიძებს ჩემი ცხოველი ინტერესი. აი მე რომ მიყვარს ისაა, ზუსტად მე ვარ! ყველაზე დიდი მხიარულება კიდევ ამ მოთხრობაში ისაა, რომ არანაირი აზრი არ აქვს. ასე ვთქვათ

მისი აზრი იმაშია, რომ მას არანაირი აზრი არ აქვს.
ეს მოთხრობა ააშკარავებს ადამიანის სიდიადეს და ყოველ ინდივიდს საკუთარი ისტორიის დანახვა შეუძლია ამ შედევრში.

საოცრებაა, მაგიჟებს რასაც ქვია. ვისაც არ უნდა მივწერო, არცერთ თანატოლს არ აინტერესებს [(εγωισμό) - ესეც პატარა რუბიკი :>] პასუხები მრავალფეროვანია - ”რა შეი#ე მაგ ალისათი” ”ალისა მე ვიცი ნოთი ამერიკაში” ”you're just a kid. ვინ უყურებს ალისას? :))))”.
მარა არის მასში რაღაც!

ციტატა Mad Tea Party - დან:

`Have some wine,' the March Hare said in an encouraging tone.

Alice looked all round the table, but there was nothing on it but tea. `I don't see any wine,' she remarked.

`There isn't any,' said the March Hare.

`Then it wasn't very civil of you to offer it,' said Alice angrily.

`It wasn't very civil of you to sit down without being invited,' said the March Hare.



ხო, ეხა რაც სათაურს შეეხება. ამას წინათ მარიმ გადმომცა დოდის ნათქვამი, რომ ჩემ ბლოგზე უფრო ძირს უნდა დავეშვა და ”Dear Diary” პოსტები ვწერო. აი სკოლაში რა ხდება, რომ რეპრესიებს აქვს ადგილი და გვავიწროვებენ, დიქტატურა როა და საერთოდ რომ ნუ რა დონეა. ასე უფრო მეტი ვიზიტორები გეყოლებაო - მართალიც არის. მაგრამ, არის ერთი მაგრამ - ეს კომერციულია, It's not an art, it's eazy way.

არადა, მე სულ ასე ვარ - Hard way-ს ვეჭიდები და ბოლომდე ვერ მიმყავს. აჰა, ხომ ვხედავ რომ ჩაშუშულ მაჩვებზე ბისკვიტიან ნახევარმკრთალებზე ხალხს არ აინტერესებს პოსტები. იმიტომ რომ არ ევასებათ რუბიკები. ხალხს უფრო სწორედ კი უყვარს რუბიკები, მაგრამ რუბიკის ამოხსნისას გვერდზე რა დაიხატება, ამას აქვს მნიშვნელობა. ასე რომ, ცოტა უფრო ინტრიგული და ნაკლებად ზოგადსაკაცობრიო პოსტები გამოაცხვეო - ასე ამბობს დოდი დეიდა.

მაგრამ ასე ხო ჩემი ბლოგის ჩემბლოგობას ვკარგავ?

მე ართი მინდა...

მარა კომენტარებიც რო მინდა? :გივი:

I need a better blogosphere?

no! i need better society :D

p.s. ეს იზი ვეი იყო :მო:

Nov 26, 2008

წუწკი იერარქი

კაცის მკვლელებო!

შესძახა განგებამ და ცარიელ ფანტის ბოთლში ენა შეათამაშა.

დადგა მისი გაჩერებაც და ცხენის ფლოქვები ნელა აკეცა - უკან გააღე და წინიდან გადაგიხდიო!

ნუთუ მხოლოდ ვაცნი და წუთნი აპობენ იმ სახვრეტ მასალას, რასაც ადამიანი ჯანს ეძახის.

თეთრი ცხენი არ აირტყავს უნაგირს, თუ ფანჯი სე არც ეგაა პრობლემა. ინფორმაციას ისე უნდა გათავისება, როგორც თევზს ტურნიკი და ჩაკუზულ ბეღურას სადილიხორო.

არსებითი განსხვავება შემდეგში მდგომარეობს - თქვენ ზევითა ხართ, მე ქვევით. ჩარლის კიდე ნაღდი ძმა არა ყოლია, ზატო ნაბიჭვარი ყავდა 8!

რო კითხო მეცხრეზე ცხოვრობს არადა სტუმარი?

დამალული წევრი?

აწი სკივრი, გავიარო აწი!

მზემ ათამაშა პრაბელის ზომა, როგორც ულტვი გზა ორჯერ ნაფლეთი

Nov 24, 2008

სხვიტების პირველი ალბომი! სენსაცია!

ტადამ ტადაააამ

ტადამ ტადამ ტადაააამ

პარარარაააა

ბოოოლომდე წაიკითხეთ პოოოსტიიი


მაშ ასე, მაქვს პატივი ჩემს ბლოგზე მოვახდინო მსოფლიო მოვლენების, მითების, ცოცხალი ლეგენდების პირველი ალბომის პრეზენტაცია!



თქვენს წინაშეა ჯგუფი სხვიტები! ეს ჯგუფი შეიქმნა დღეს სკოლიდან მოსვლის შემდეგ (თუმცაღა სკეპტიკოსები ვარაუდობენ რომ ”I accidentally fucked a hipo" რომელიც ბევრად უფრო ადრე იყო ჩაწერილი, უნდა იქნეს აღქმული როგორც ამ ზე ჯგუფის დაბადება)

რატომ სხვიტები?

გამომდინარე იქიდან რომ ჯგუფის წევრები - ონავარი თარო, აცქმუტებული ოთარი (aka მეწამული თახვი) და ბურუსიანი ქაქი სხვადასხვა მშობლების შვილები არიან, ჯგუფის სახელიც ასე შეარჩიეს - სხვისი შვილები. გამოვიდა სხვიტები! :)


ონავარი თარო - არაიმპროვიზირებული სიმღერების უმეტესობის ავტორი, გიტარისტი, ბექ ვოკალი, პიანინო, ბოცმანი, შტურმანი, საქანელა.
აცქმუტებული ოთარი - ჯგუფში ყველაზე მაგრა იცის ინგლისური, ვოკალი, იმპროვიზაციის მამა, გიტარაზე C და G აკორდები იცის, ბაითს თრეულობს.
ბურუსიანი ქაქი - უნიკალური წევრი, არსებობს მარა ვერც გაიგებთ რომ არსებობს, არც მღერის, არც უკრავს, ხმას არ იღებს ვაბშე, წევს! პროდიუსერია და ჯერ არავის უნახია.

ჯგუფის სტილია:

mother fucker jgjgjgjg shake your head shake your head ieieieieie Metal[გრრრრ #$#### მმმმ იეიეიე მეტალი]
Comedic Rock [ღადო როკი]
Overpenised Rock [გამო#ლეებული როკი]
Good Fucked Rock [კარგმოტ%ნული როკი]

ახლა კი ახალი ალბომი!

ახალი ალბომის სახელია:

Rage Against Armchairs



მასში შესულია მომავალი ჰიტები:
#1 I Accidentally Fucked A hippo.
#2 კანტუზია
#3Mystical Awakening [Qaqis Penis Is Awaken
#4 Mystical Awakening [Taros Penis Is Awaken]
#5 Rape me - Nirvana Cover [ოთარას ვერსია]
#6 შიდსი [aka $ლეზე მკიდია]
#7 Tragical History [ჯგუფი დაიშალა?!]
#8 We've Found a rubber band [ჩემი ფავორიტი, ლირიკაც მოყვება]

აღსანიშნავია რომ ამ სიმღერების უმეტესობა (კანტუზია, მისტიკალ ევეიქები, შიდსი, თრაჯიქალ ჰისტორი) ე.წ. ნახადუ არი მოფიქრებული.

მალე იქნება ახალი სიმღერები - Mystical Awakening [Otars Penis Is Awaken] და We Have A Microphone!

დაეწაფეთ! შეაფასეთ! კომენტების რაოდენობა სანამ შეუზღუდავია!

http://bin.ge/file/219999/Rage-against-armchairs.rar.html !

Nov 22, 2008

თინჯური სიბრძნე

[*** მეასე პოსტი.]
ახლა შევამჩნიე რო მეასე ყოფილა, თავში კიდე სამეასეპოსტო არაფერი მომდის, ხოდა იყოს რა...

ტაკს, გათიშული იყო როგორც იცით (კავკაზუსისდედამოვტყან:mad:) ბლოგერ.ქომი და ვერ დავპოსტე. თინ.ჯი ზე ვბოდიალობდი, ბევრ ძალიან საინტერესო რამეს წავაწყდი. მაგალითად, თემა ”ჩვენი ბრძნული აზრები”.

აქ წარმოგიდგენთ ისეთ ფრაზებს, რომლის ავტორებსაც დღეს-ხვალ ნობელის პრემია უნდა მიანიჭონ მე თუ მკითხავთ.

myudro-nati
ეს კი მარტო ჩემი ხასიათიდანაა გამომდინარე:
მიყვარს ყველა,ვისაც ვუყვარვარ.

chiqo17
გამარჯვების იმედი გქონდეს... მაგრამ მზად იყავი დამარცხებისთვის....

wadi sheni !...
თუ თვალებს დაიბრმავებ აღარც გული აძგერდება.
მთავარია, ცხოვრებაში "ოქროს შუალედი" დაიცვა... და არ იყო რადიკალური და კატეგორიული... არც თვალებით ყურებაა უკეთესი და არც გულით... თვალისა და გულის მხედველობის არე ერთმანეთთან უნდა იყოს დაკავშირებული, თუ გინდა რამე დაინახო.

darkness

girls created for boys

myudro-nati
დაგიკიდა?!დაიკიდე.

საკუთარია.იმედია მოგეწონათ

wadi sheni !...
We can't live without women... women are created for us !!! and as we can't live without woman... women can't live without us.
so... it is a way of life... it's a mode of living.

wadi sheni !...

ცხოვრება ერთი დიდი კითხვის ნიშანია,რასაც ჩვენი ამქვეყნად არსებობის განმავლობაში პასუხი უნდა გავცეთ.


იტოგში ბევრი მიწერია...



BoYs_R_Ma_ToYs
ყველაფერს გულით უყურე და არა თვალებით...

mio
ისე გიყვარდეს ადამიანი, როგორც გსურს შენ უყვარდე
მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარუტით შორს ვერ წახვალ (ეგ იგივე ეგოიზმია)
საკუთარი თავის იმედი თუ არ გაქვს ცხოვრებას აზრი არ აქვს (თუ სხვაზე ხარ დამოკიდებული რა)


Nov 18, 2008

შიფრი:3

ვაგრძელებ შიფრების სერიას და გთავაზობთ ახალ დაშიფრულ ტექსტს, ტექსტი ადვილი ამოსაცნობია, უბრალოდ ყველა ვერსია ზერელედ განიხილეთ და ყოველ მათგანს დიდი ფიქრი და დრო არ დაუთმოთ.

მინიშნება:PB.SE2.L3TT3R. 2.LINKFROMLJ
კიდევ ერთი რჩევა: გაშიფვრა შეიძლება მინიშნების გარეშეც, თუკი ის ვერ გაიგეთ, გაბნევთ ან გაიგეთ და გეზარებათ მინიშნებული ინფორმაციის მოძიება/გამოყენება გაანებეთ თავი, ისეც გამოვა.
სიძნელე:ადვილი.

ტექსტი:

სტოკჰოლმში ვიზრდებოდი, სუსექსში გადამიყვანეს. ვინ მისმენდა მე
წამათრიეს საყვარელი ეზოდან. მაშინ არაფერი ვიცოდი, წამომცდომია ”შენ
ვინ გკითხავს რო მიგყავარ მეთქი,ბაბუას გავუბედე.მროზგეს,სანამ მიყვარხარ
არ ვეძახე. არადა როგორ მეზიზღებოდა, ვერ ვიტანდი, ვერა! სანამ ცოცხალი
მქვია,ჩემს ჩაძმარებულ ბავშვობას არ შევარჩენ,ახლაც მტკივა,გაბოროტებული ვარ,
ყველაფერს ვიზავ,ის გოგო რომ ჩამეკლა საკუთარ ხელებში,რომ მიყურებდა და
იცინოდა, ეგრე ცემე ბაბუ,პატივს არ გვცემს ეგ მონის შობილი, დავპირდი მალე
მოვალ, დაბადებას გაწყევლინებ-მეთქი. ახლაც გპირდები, გნახავ
და ყველაფერზე შურს ვიძიებ!

Nov 13, 2008

შიფრი:1

ესეიგი, პერიოდულად გამოვაქვეყნებ ხოლმე დაშიფრულ ნაწერს, სხვადასხვა სირთულის. ვინც მიხვდება მიხვდეს, დაწეროს კომენტებში რაზეა საუბარი, შიფრითვე მიპასუხოს და ა.შ.

ვიწყებ,

შიფრი ნ1, სიძნელე ადვილი.
მინიშნება - გლორია სკოტი.


ფერმერული საქმისა არაფერი ვიცი, ტაპორიც არ მჭერია ხელში და თან ხვალე სკოლა მეზარება.როდის უნდა ვისწავლო ჭამის წინ ხელის დაბანა, თავმოუბმელი ვარ რა. ასე ვტრიალებ ხოლმე ცაში კამარას ვკრავ, არადა წუთიც და ეგაა. დამებანა ხელი, რა დრო მაგას უნდა, ან რამეს მოვუვლიდე, გადავხტები ლოგინს ავჩეჩავ,ვარჯიშია ეგეც და მარტო მეცადინეობაა რა.ხან რომელ ოთახში გავვარდები, ხან რომელში,ასე უაზროდ ვბოდავ ტექსტს. მოკლედ, მოკლედ ის ქათმები ისევ ჩემი მოსავლელია, ნახე რა, საცემი არა ვარ?!

Nov 11, 2008

ქართველები მოქეიფე ერი ვართ.

ისტორიულად ქეიფი გვიყვარს ჩვენ! დროსტარება!


Nov 9, 2008

”განიერი საყინულისეული ფილოსოფია”

”განიერი საყინულისეული ფილოსოფია” ანუ ”ზაკონ ვსეი ვსილენნაი”

სიცოცხლის მორალი მხოლოდ ერთ რამეში მდგომარეობს, ადამიანმა აღიქვას ის სიბრძნე რომელიც დროში დევს და ელოდება თავის ფუძისეულ მოკლე შინაარს, რამეთუ ნეტარ არს გამტარიანობის უნარი ქვეშქვეშა მეზარბაზნეები თუკი აღარც ეყოლებათ - ეს ვერ შეაჩერებს საპიენსის დაუოკებელ ცნობისმოყვარეობას, ჩასწვდეს ტრანსცენტენდულს.

ადამიანი, როგორც მამაცი, გლუვი, გასამარგლი და შემთვისებელი საგანი, ამ თეორიაში ასახულია როგორც გარმონი.
ქალის მკერდი, როგორც ყველგან საჭირო და სასიამოვნო საგანი, ამ თეორიაში დამსგავსებული იქნა საცურაო კამერას.
ტრანსცენტენტული არსი ცხოვრებისა, როგორც ვერცხლის, გრძელი, ჩაის დასალევი და მანათობელა საგანი, ამ თეორიაში ასახულია როგორც კოვზი.

ეს ერთობ რთული დედააზრი ცხოვრებისა, რომელიც შეცნობისთანავე ფუძიესულ მდგომარეობას უბრუნდება და ახლიდან საჭიროებს გაცნობას, იგივე თეორიის წაკითხვასა და გააზრებას, ძნელი გასაგებია განუსხივოსნებული ძე ხორციელისთვის. თვალსაჩინოებისთვის შემიძლია შემოგთავაზოთ ამის ამსახველი ნახატი:

[შეცნობისა და გააზრებისთვის ჯერ დააკვირდით ნახატს, მერე დააკლიკეთ და შემდეგ გაყევით ტექსტს.თუკი ვაი და ამ ნახატმა ასტრალში გაგიყვანათ და ისევ ამ პოსტის დასაწყისში მიგიყვანათ, არ შეშინდეთ, ყოველ ახალ წაკითხვაზე ახალს გაარკვევთ! მაგრამ ბოლომდე!]

Nov 4, 2008

გრძელი დღის გრძელი პოსტი.

ხო,

წინა პოსტს რაც შეეხება, თემა წამაკითხეს და ათიანი მივიღე, მარა რამე მეტს მეტყვის მასწავლებელი მეთქი, მარა მარტო ის თქვა საინტერესო გადაწყვეტააო, კარგად გიწერიაო და პატარა გრამატიკული შეცდომები კი იყო მარა არაუშავსო. მერე სხვა ააყენა და დავჯექი მე მეთქი მეტყოდა ან საპირისპიროს, კონტრარგუმენტს. კარგი მასწავლებელია წიპა ისეთი არაა ზეპირობას და იმეებს რო ითხოვდეს, ჩარჩოებსაც არ სვავს ხოლმე თემებზე მარა კონტრას ამბობს ყოველთვის.

დავჯექი და ვფიქრობდი მეთქი ეხა გაიგოო თუ ვერ გაიგო . .

დალშე, სკოლიდან თეატრალურზე წავედი ეგრევე და იქ პატარებიდან დამხვდა გოგონა. აი ძაააალიან დიდი და შრეკის კატას რო აქვს, ვერ გაარჩევ იმის თვალებს და ამისას. საყვარელია, ცხრა წლისაა და ძაან დიდია. ამ ბოლო დროს ამეკვიატა მეტროშიც და საერთოდ ყველგან სადაც დრო და საშუალება მაქვს ხალხს ვათვალიერებ თავიდან ბოლომდე. ხოდა დავუწყე ამასაც თვალიერება. მოქსოვილი, თეთრი ჟაკეტი ეცვა - მკლავები კი ქონდა ბოლომდე მარა ტანზე რაღაც ტოპიკივით იყო - ამან მიიქცია თავიდან ჩემი ყურადღება. იმის ქვეშ ეცვა ორი შავი როლინგი, თან ისე რო ზედა მაისური ქვედას არ ფარავდა. ძაან ჩანჩურულად ქონდა, მე რო ვიცი ხოლმე ისე. სუ აქეთ - იქეთ დარბოდა, რაღაცას ცეკვავდა, თავისთვის ლაპარაკობდა, მღეროდა, რაღაც ნაჭერი ეჭირა და ხან ასე შემოიხვევდა ხან ისე. ხან სუპერმენი იყო ხან სემიჩკის გამყიდველი. ამ დროს მასწი რაღაცას იწერდა ერთი ქაღალდიდან მეორეზე. ერთი ხელებზე არ დავკვირვებივარ ამ გოგოს რატომღაც, არადა ყველაზე კაი პონტია რო რაღაცეები გაიგო. შარვალიც სტრანნი ეცვა, წელთან და მუხლის ზემოთ გააანიერი-გააანიერი იყო, ზმეიკაც უაზროდ შეკრული - მეთქი ვინმესი იყო და მერე ამის ზომაზე შემოაჭრეს თქო. მუხლის ქვემოთ ტოტები ძაან ვიწროვდებოდა. ტოტის ბოლოს კიდე ყველაზე მაგარი დეტალი - ამ ჯინსს დაკერებული ქონდა შავი ნაჭერი, ნაკერთან და ტოტის ბოლოში ვარდისფერი ბისერების ორი ხაზი იყო. უეჭველი სახლში მიკერებული იყო,

ორი აზრი დამებადა, ან ღარიბულად ცხოვრობდა და ოჯახში ყავდა ვინმე ვინც ამ ტანსაცმელს ასე სტრანნად უკერავდა, ან კიდევ ეს ბავშვი იყო ძაან ფანტაზიორი და ჩალიჩა. ფეხზე ცეკვის ჩუსტები ეცვა, ბევრი ცეკვისგან გაცერცლილი. შარვალიც მამენტ ეგეთი იყო, მიკერება იყო ახალი გაკეთებული მარტო. ამ საცეკვაო ჩუსტებს ძირთან გამოხეული ქონდა კაი ხანია - ძაფები გამოცვენოდა უკვე იმ ნახევს. რასაც ეგ დარბოდა და ცანცარებდა, ცეკვაზე ვაბშე ყირას გადავიდოდა და გახუნება არც იყო მოულოდნელი.

მერე რამდენიმე კითხვა დავუსვი,

ოჯახში ვინმე თუ კერავს,
ბისერები თუ გიყვარს,
ბავშვობიდან ტანით დიდი ხარ თუ აიყარე უცებ მეთქი.

არც ისე ღარიბულად ცხოვრობს როგორც დავასკვენი, უბრალოდ ჩალიჩი და კერვა ევასება, თორე ვინმე რო მკერავი ყოლოდა სახლში ფეხსაცმელს დაუკერებდა პირველ რიგში და ნორმალურ ჟაკეტს მოუქსოვდა. თან დამოუკიდებელია და სხვას არ იკარებს, ამიტომაა ესე აჩანჩური დაჩანჩური რო დადის. გამოიღებდა ალბათ დედამისის ძველ შარვალს, გადაჭრიდა, მიაკერებდა - ასე ისე და ჰო.

ალბათ თვითონ იღებს ტანსაცმელს დილაობით და თვითონ გამორბის სკოლაში, ყოველშემთხვევაში სკოლიდან უკან თვითონ მირბის და კაი ტელეფონიც აქვს, ზნაჩიტ არც ღარიბია და არც ძაან დაბდურა. რაც უნდა რომ გამოუვიდეს გამოსდის, რაც უნდა რომ გააკეთოს აკეთებს :)


ამას ყველაფერს გავარკვევ მე ხვალე, რაღაც კითხვებს დავუსვავ თორე ვკვდები ინტერესით..

ხო, კიდე.

დღეს ვიყავით კლასელის დაბ დღეზე, ძაან გამიტყდა იმიტო რო ჯერ სკოლაში რო მითხრა ხვალ მაქვსო დაბადების დღეო და არ ვიცი ვიხდი თუ არაო, მე გავეკაიფე თუ არ მპატიჟებ კი არ მიტყდება მეთქი (მეც მაგარს ვღადილაობ :გივი:) ხოდა დამირეკა გუშინ აქა და აქ მოდიო, მეც დედაჩემს დავუბარე რამე საჩუქარი იყიდე რომ მოვალ ავიღებ და წავალ თქო.

მოვედი და რას ვხედავ, იუვენტუსის ზნაკიანი დისკების ჩასადებია, არადა ეს ბიჭი ლივერპულის ფანია :გივი:

ხოოდა ბოლოს გადავწყვიტე ჯანდაბას წავალ თქო. მივედი და სანამ საჩუქარს გადავცემდი:

-რააატი, როგორ ხაარ? გილოცავ დაბადების დღეს (რაც შემილია ვიჭიმები და ლაპარაკსაც ვჭიმავ უხერხულად)
-რაავი ტო, შემო თავად როგორ ხარ, მადლობა დიდი.
-ეხლაავე, სად დავკიდო?
-აქ დაკიდე და წამო იქეთ არიან ბავშვები
-ისა რატი, ეხლა მე შენ იუვენტუსი უნდა შეგაყვარო :გივი:
-ვააა, საღოლ :D რატო?
-იიიიმიტოროოო.... იიმიტორო მე დედაჩემს კი ვუთხარი ლივერპულის აქსესუარი წამოიღე თქო მაარა იმან რატომღაც იუვენტუსი გაიგო (გავს რა სიტყვები - იუვენტუსი - ლივერპული, იუვენტუსი-ლივერპული :))) )
-აა :)) არაუშავს დაიკიდე, ადრე იუვენტუსს ვბალეშიკობდი
-ხო აი ეგრეც ვიცოდი! ინტუიცია რაარის რა მაინც..

****


მეერე, დღეს ერთმა კლასელმა მომიყვა მოკლედ სკოლაშია სასწავლო ნაწილი, რომელსაც აქვს რაღაც გაურკვეველი მიმართულების წრე, ქველმოქმედებენ, ეხმარებიან გაჭირვებულებს და თან ლაშქრობებზეც დადიან. კაცია კაკ მინიმუმ შესდისიატს უკაკუნებს და მოოკლედ ეს საწყალი ჩემი კლასელი დაჭერილი ყავს სხვა არავინ არ დადის მგონი მაგ კაცთან (ესეთი სიტუაციები მევასება მაგრამ კაცია თვითონ ისეთი სულელი რო ბრრრრ.. ) ხოოდა, ადრე, სანამ კიდე ხალხი დადიოდა მანდ, ვიყავი და სიტუაცია ასეთია: ერთი მასწავლებელი უზის 8 ბავშვს წინ, და ყველა ერთად ლაპარაკობს თუ როგორ თახსირდება ერი, რატომ არ უნდა წაისვას მაკიაჟი გოგომ, რატომ არ უნდა ჩაიცვას შარვალი, რატომ არ უნდა დავივიწყოთ ვეფხისტყაოსანი რომელიც რატომღაც მითიურ სტატუსს ატარებს მთელ სკოლაში (არადა თავს დავდებ რომ სერიოზულად გაანალიზებული უმეტესობას არ აქვს [მათ შორის მეც, მაგრამ არ ვამტკიცებ მის სიდიადეს]).

დაუმატებია იმ კაცს სკაიპში ეს გოგო და საათობით ლაპარაკობდნენ თურმე,
მეერე ტელეფონის ნომერიო მომეცი დაგირეკავ და ისე ვისაუბროთო იმან
მეერე გაუბია საათობით იმ კაცს და რამდენიმე დღის მერე ამბობს რომ შენო ისეთი კაი გოგო ხარო შეილება შემიყვარდეო :D

ნუ ი გიმნაზია ნუუ :))

ხოდა, ამ კაცის სიბრძნეთაგანია ერთერთი რომ თურმე პარკებში და მაგვარ ადგილებში რო წყვილები კოცნაობენ მოგზავნილები არიან სხვადასხვა ქვეყნიდან, არეკლამებენ კოცნაობას, რყვნიან ქართველ ერს და ამაში ფულს იღებენ :ბის:


ბოდიშით ჭორაობის ტონით რო დავწერე, მარა ჩამოყალიბება დამეზარა :)

Nov 1, 2008

This is Halloween

გუშინ იყო ნანატრი, ნალოდინები, ნაცდავი, და ასე შემდეგ ჰელოუინიი! :)
ოჩენ საინტერესო და მაგარი ფორმები ეცვათ, საჰელოუინო და საშიში - დრაკულები, ბოროტი სტომატოლოგები,ნეკროები, სორსერერი.მე მრცხვენოდა ჩემი ფორმის იმიტო რო თითქმის არაფერი მეცვა, მითუმეტეს მასკას თუ მოვიხსნიდი :D
ძაან მაგარი იყო, თავიდან ხალხმა დააგვიანა და შესაბამისად დაწყებასაც დავუცადეთ.
მეერე თამაშები იყო, რაღაც გოგრის ნახატები უნდა გვეპოვა. მე ერთი ცალი იქამდე დავინახე სანამ დაიწყებოდა პროგრამა, ხოდა ეს უეჭველი რაღაც თამაშის იქნება მეთქი და კიდე მეორეც ვიპოვე მარა არ ამიღია (ნეტა რატო :)) ) გავვარდი და ნაცნობ ადგილებს მივაშურე, საბოლოოდ 5 ცალი ავიღე და ვერ მოვიგე.

აბა რისი ლუზერი ვიყავი :D

ზატო შემდეგ თამაშში მომიწია მოგება, წივწივამ მომაგებინა ოღონდ აშკარად :))

ჩეემი გოგრა :ჩუპს: ეხა ვფიქრობ შევჭამო თუ შევინახო :?

მერე ჩქარები და ცეკვები დაიწყო, ვინც ვერ ვცეკვავდით ვქადაგებდით.

მერე კარაოკე.

ვინც ვერ ვმღეროდით, ბექვოკალში ვიწყევლინებოდით და ვპყეეეეეეეეეეეეეეეობდით.

მერე ლინკს (მაგარი კაცი)ჰქონდა ბევრი დალეული და რაღაცეებს მაბოლებდა, მაგარი კაცი ხარო და რავიცი, ყველა მე მატყუებს :user:

მოკლედ საღამო შედგა ნაღები საზოგადოების დამსახურებით :)

ვისაც ვიცნობდი ხო ვიცნობდი და ვისაც არა - ძაან მაგარი ხალხი იყავით! (ეს გამოთქმა არ მიყვარს მაგრამ სხვას ვერ ვიფიქრებ)

ბევრი ფოტოები და ვიდეოები უნდა იყოს და რავიცი მე არ მაწვდიან :(

ბოდიშით რაღაც დაულაგებელი და მახინჯი პოსტი გამოვიდა,მაგრამ როგორც ვხედავ არც სხვებს დაუწერიათ დიდი და ლამაზი პოსტები :)