საერთოდ, თეატრალურზე როცა არ უნდა მივიდე ძალიან დაღლილი ვარ, იმიტომ რომ ფიზიკურად ძილი არ მყოფნის - 24 საათიდან მძინავს 6.
ყოველთვის მომწონდა თეატრალურის გარემო, სიტუაცია და რაღაც რეკრეაციული კურორტი იყო ხოლმე ჩემთვის. მაგრამ გულზე არასდროს მეხატებოდა დადგმის პროცესი. მასწი როგორც ამბობს, სახეს ვერ ვხსნი და როლს ვერ ვხედავ. მართლა დიდ ენერგიას მოითხოვს იქაურობა თუ სურვილი ამ მაქვს და მაინც მიწევს გათამაშება. და თუ სურვილი მაქვს ან არ ვთამაშობ - ენერგიების და მუზების აღდგენისთვის საუკეთესო ადგილია.
დავაფიქსირე ისიც რომ ხალხს ვაკვირდები სასტიკად. მაგალითად შუქნიშანთან ადამიანი რომ დგას, საიდან უნდა მოდიოდეს, საით მიდის და ა.შ.
ნუ მეტროში ხო ვაბშე, ვაგონებში ფეხსაცმელებზე ვუყურებ ყველას.
დაგრუზული თუ ვარ, მანდ კარგ ხასიათზე ვდგები - ადრე ასე იყო ყოველ შემთხვევაში. ეხაც არამიშავს, მარა აი ძილი რა! ენერგია მინდა!
გადავწყვიტე, ამ კვირაში გადავიდე ადამიანურ რეჟიმზე, ცოტა კომპიუტერს მოვუკლო და შემოქმედებ-ნამდვილ ცხოვრებას მოვუმატო :) ასე რომ მესინჯერიდან 11ზე თუ გავედი არ გაგიკვირდეთ :D
ხო ეხა თეატრალურზე ისევ
ერთი ბიჭი გვყავს, პატარაა მაგარი კაცია, დათო ქვია. რაღაც უცნაური აზროვნება აქვს. ჩემსავით პატარ პატარა დეტალებს უკვირდება და უცნაური კითხვები აქვს. ძაან საყვარელია თან, დიდი ლოყები აქვს და ქერა თმები :)) დღეს მასწავლებელი ხსნის რაღაცას, რომ გელა მიდის და თავზე შახივით იხურებს ტილოს.
დათო:
-ტილოოს?! სვეელს?!
:D
22.04.2023
1 year ago
2 Comments:
dasasruls gemoze gamecina :D
ჩემსავით აზრიანი ლოგიკა აქვს :)))
Post a Comment