Nov 9, 2008

”განიერი საყინულისეული ფილოსოფია”

”განიერი საყინულისეული ფილოსოფია” ანუ ”ზაკონ ვსეი ვსილენნაი”

სიცოცხლის მორალი მხოლოდ ერთ რამეში მდგომარეობს, ადამიანმა აღიქვას ის სიბრძნე რომელიც დროში დევს და ელოდება თავის ფუძისეულ მოკლე შინაარს, რამეთუ ნეტარ არს გამტარიანობის უნარი ქვეშქვეშა მეზარბაზნეები თუკი აღარც ეყოლებათ - ეს ვერ შეაჩერებს საპიენსის დაუოკებელ ცნობისმოყვარეობას, ჩასწვდეს ტრანსცენტენდულს.

ადამიანი, როგორც მამაცი, გლუვი, გასამარგლი და შემთვისებელი საგანი, ამ თეორიაში ასახულია როგორც გარმონი.
ქალის მკერდი, როგორც ყველგან საჭირო და სასიამოვნო საგანი, ამ თეორიაში დამსგავსებული იქნა საცურაო კამერას.
ტრანსცენტენტული არსი ცხოვრებისა, როგორც ვერცხლის, გრძელი, ჩაის დასალევი და მანათობელა საგანი, ამ თეორიაში ასახულია როგორც კოვზი.

ეს ერთობ რთული დედააზრი ცხოვრებისა, რომელიც შეცნობისთანავე ფუძიესულ მდგომარეობას უბრუნდება და ახლიდან საჭიროებს გაცნობას, იგივე თეორიის წაკითხვასა და გააზრებას, ძნელი გასაგებია განუსხივოსნებული ძე ხორციელისთვის. თვალსაჩინოებისთვის შემიძლია შემოგთავაზოთ ამის ამსახველი ნახატი:

[შეცნობისა და გააზრებისთვის ჯერ დააკვირდით ნახატს, მერე დააკლიკეთ და შემდეგ გაყევით ტექსტს.თუკი ვაი და ამ ნახატმა ასტრალში გაგიყვანათ და ისევ ამ პოსტის დასაწყისში მიგიყვანათ, არ შეშინდეთ, ყოველ ახალ წაკითხვაზე ახალს გაარკვევთ! მაგრამ ბოლომდე!]

0 Comments: