Nov 30, 2008

Eazy way or hard way?

გაციებული ვარ ისევ, ხვალე კიდევ გამოცდა მაქვს.. ვიმეცადინე, დილას მეზარებოდა მარა 1 საათში მოვრჩი, მგონი არ უნდა გამიჭირდეს.

თან ბერძნული ცხვირსახოციც მაქვს :)

რა არის ახლა ბერძნული ცხვირსახოცი:

ბერძნულს რომ ერთი წელია სწავლობ, და ოთხი კლასის მასალას გაწერინებენ, შეიძლება რაღაც დაგავიწყდეს. ამიტომ პატარა შემხსენებელი კარგი იქნება სკოლაში, არაფერი დაშავდება.

ჩემი ბერძნული ცხვირსახოცი არც საბერძნეთიდანაა გამოგზავნილი, არც საბერძნეთს მახსენებს და არც ბერძნების ნახმარია.

ჩემ ბერძნულ ცხვირსახოცს ზედ ბერძნული ამბები აწერია, აქა იქ წიგნიდან ამოჭრილი წესები მიუკვრია და დაკეცილა, რო შეხედავ კი არაფერი ეტყობა :-)

ეს დღეებია ”ალისა საოცრებათა ქვეყანაში”-ს ვუტრიალებ, რაც მეტს ვიგებ უფრო იღვიძებს ჩემი ცხოველი ინტერესი. აი მე რომ მიყვარს ისაა, ზუსტად მე ვარ! ყველაზე დიდი მხიარულება კიდევ ამ მოთხრობაში ისაა, რომ არანაირი აზრი არ აქვს. ასე ვთქვათ

მისი აზრი იმაშია, რომ მას არანაირი აზრი არ აქვს.
ეს მოთხრობა ააშკარავებს ადამიანის სიდიადეს და ყოველ ინდივიდს საკუთარი ისტორიის დანახვა შეუძლია ამ შედევრში.

საოცრებაა, მაგიჟებს რასაც ქვია. ვისაც არ უნდა მივწერო, არცერთ თანატოლს არ აინტერესებს [(εγωισμό) - ესეც პატარა რუბიკი :>] პასუხები მრავალფეროვანია - ”რა შეი#ე მაგ ალისათი” ”ალისა მე ვიცი ნოთი ამერიკაში” ”you're just a kid. ვინ უყურებს ალისას? :))))”.
მარა არის მასში რაღაც!

ციტატა Mad Tea Party - დან:

`Have some wine,' the March Hare said in an encouraging tone.

Alice looked all round the table, but there was nothing on it but tea. `I don't see any wine,' she remarked.

`There isn't any,' said the March Hare.

`Then it wasn't very civil of you to offer it,' said Alice angrily.

`It wasn't very civil of you to sit down without being invited,' said the March Hare.



ხო, ეხა რაც სათაურს შეეხება. ამას წინათ მარიმ გადმომცა დოდის ნათქვამი, რომ ჩემ ბლოგზე უფრო ძირს უნდა დავეშვა და ”Dear Diary” პოსტები ვწერო. აი სკოლაში რა ხდება, რომ რეპრესიებს აქვს ადგილი და გვავიწროვებენ, დიქტატურა როა და საერთოდ რომ ნუ რა დონეა. ასე უფრო მეტი ვიზიტორები გეყოლებაო - მართალიც არის. მაგრამ, არის ერთი მაგრამ - ეს კომერციულია, It's not an art, it's eazy way.

არადა, მე სულ ასე ვარ - Hard way-ს ვეჭიდები და ბოლომდე ვერ მიმყავს. აჰა, ხომ ვხედავ რომ ჩაშუშულ მაჩვებზე ბისკვიტიან ნახევარმკრთალებზე ხალხს არ აინტერესებს პოსტები. იმიტომ რომ არ ევასებათ რუბიკები. ხალხს უფრო სწორედ კი უყვარს რუბიკები, მაგრამ რუბიკის ამოხსნისას გვერდზე რა დაიხატება, ამას აქვს მნიშვნელობა. ასე რომ, ცოტა უფრო ინტრიგული და ნაკლებად ზოგადსაკაცობრიო პოსტები გამოაცხვეო - ასე ამბობს დოდი დეიდა.

მაგრამ ასე ხო ჩემი ბლოგის ჩემბლოგობას ვკარგავ?

მე ართი მინდა...

მარა კომენტარებიც რო მინდა? :გივი:

I need a better blogosphere?

no! i need better society :D

p.s. ეს იზი ვეი იყო :მო:

3 Comments:

misha said...

მემგონი დოდიმ ის იგულისხმა რომ ცოტა აზრიანი პოსტები წერეო, რბილად თქვა ალბათ.
ხოდა სკოლაში რა მოხდა და ა.შ.–ს მე ვფიქრობ ჯობია იგივე სტილში გააგრძელო.
მოკლედ წერე როგორც გინდა, კომენტები მოვა, მეტი მარკეტინგია უბრალოდ საჭირო :D
მარა რათ გინდა ისე....

Secrets said...

რა რათ მინდა, კომენტები?

ბლოგის აზრი კომენტებია :))

Anonymous said...

ბოიშვილი ვიყო მაგარი ბლოგი თუარ იყოს

ტოესწ არც მე მიწერენ კომენტებს(მერე რა რო სამი პოსტი მაქ მარტო)....